ვაქცინაციის წასახალისებლად აცრილ ადამიანებს შესაძლოა კომენდანტი და პირბადის ტარების ვალდებულება მოეხსნათ

ვაქცინაციის წასახალისებლად აცრილ ადამიანებს შესაძლოა კომენდანტი და პირბადის ტარების ვალდებულება მოეხსნათ

access_time2021-04-30 18:00:16

29 აპრილის მდგომარეობით საქართველოში კოვიდვაქცინა 43 568 ადამიანს აქვს გაკეთებული, მათგან ორჯერადი დოზა 5218-ს. ვაქცინაციის დაწყებიდან 1.5 თვის შემდეგ აცრილია მხოლოდ მოსახლეობის 1.2%. მძლავრ ანტივაქსერულ ფონზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცრილებისთვის შესაძლო პრივილეგიებზე ალაპარაკდა.


მსოფლიოში ვაქცინაცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ერთჯერადი დოზით აცრილია პლანეტის მოსახლეობის 13.4% - 1.065 მლრ ადამიანი. პროცენტულად ყველაზე მეტი - 121% ისრაელშია აცრილი, 104% - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. 100%-ზე მაღალი მაჩვენებელი ორჯერადი ვაქცინითაა გამოწვეული. ისრაელში ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 62%-მა გაიკეთა. შედეგად თუ იანვარში კოვიდით ყოველდღიურად 8-9 ათასი ადამიანი ავადდებოდა და 70-80 იღუპებოდა, აპრილის ბოლოს ვირუსის გამოვლენის მაჩვენებლი 150-300-მდე შემცირდა სიკვდლიანობა კი ერთნიშნა მაჩვენებელლამდე შემცირდა, რომელიც იშვიათად აღემატება 5-ს.


წარმატებულ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ასევე ბრიტანეთი, სადაც ვაქცნის ორი დოზა უკვე გაიკეთა მოსახლეობის 48%-მა. ამ ქვეყანაში ახლდადინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 50-60 ათასიდან 2-3 ათასამდე შემცირდა, გარდაცვლილთა ყოველდღიური რიცხვი კი 1200-1500-დან 20-30-მდე. სიკვდილიანობა 4-ჯერ შემცირდა შეერთებულ შტატებშიც, სადაც ვაქცინის 1 დოზა მოსახლეობის 69%-მა ხოლო 2 დოზა მოსახლეობის 40%-მა გაიკეთა.


საქართველოში ვაქცინაცია დაგეგმილზე გვიან 15 მარტს დაიწყო, რასაც 3 დღის შემდეგ უბედური შემთხვევა მოჰყვა და 27 წლის ექთანი გარდაიცვალა. როგორც დღეს ირკვევა ანაფელაქსიური შოკის შემდეგ პაციენტს სათანადო დახმარება დროულად ვერ აღმოუჩინეს და გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ სწორედ ეს ფაქტი გახდა. მომხდარმა ანტივაქსერული განწყობები კიდევ უფრო გააძლიერა და აცრის მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო შეამცირა. შიში თავად ექიმებსაც კი დაეტყოთ.


წმინდა სამედიცონო თვალსაზრისით დასმულ კითხვებს რაც შესაძლო გვერდით მოვლენებს უკავშირდება გაჩნდა შეთქმულების თეორიებიც, რომლის თანახმადაც ვაქცინა მასონებმა მსოფლიო მოსახლეობის გასანახევრებლად და დარჩენილი მეორე ნახევრის დასაჩიპად შექმნეს. პრეზიდენტისა და მინისტრების საჯარო აცრის შემდეგ უამრავი კომენტარი დაიწერა, რომელთა ავტორებიც ამტკიცებდნენ, რომ შუშაში სინამდვილეში სხვა სითხე ესხა და „ასტრაზენეკა“ მხოლოდ წარწერა იყო.


საკოორდინაციო საბჭო იძულებული გახდა, რომ მსურველთა ასაკი ჯერ 75-დან 65 წალამდე, შემდეგ 55-მდე და ბოლოს 18 წლამდე შეემცირებინა. რამაც მიმართვიანობა გაზარდა მაგრამ არა სასურველ ნიშნულამდე. ამ დროისთვის დაწყებულია საყოველთაო რეგისტრაცია, მაგრამ არა საყოველთაო ვაქცინაცია. იმისთვის რომ წლის ბოლომე ზრდასრული მოსახლეობის 60% ორჯერადი დოზით აიცრას საჭიროა დღიური 10 000+ ვაქცინა, დღეს ეს რიცხვი 1500-ის ფარგლებში მერყეობს.



როგორც აღმოჩნდა ვაქცინაციის წამახალისებელი აქტიობა, არასაკმარისი აღმოჩნდა. მეტიც სოციალური ქსელი მოიცვა ფოტომ სადაც ბანერზე ცხელი ხაზის ნომერი - 144 არასწორად იყო მითითებული და 114 ეწერა, რაც ბუნებრივი გაზის დისტრიბუტორის - „თბილისის ენერჯის“ ნომერია.


ადამიანთა არც თუ ისე მცირე ჯგუფისთვის კოვიდრეგულაციები გაცილებით უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე თავად კორონავირუსი. შესაბამისად მაათვის აცრის სანაცვლოდ ამ რეგულაციების მოხსნა უფრო დიდი სტიმული იქნება, ვიდრე კოვიდისგან დაცვის დაპირება.


იმის შესახებ, რომ ვაქცინირებულებს გარკვეული პრივილეგიები უნდა გააჩნდეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პირველად ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა.


გამყრელიძემ კონკრეტული აქცენტები უფრო კოვიდისგან თავისუფალ რესტორნებსა და კლინიკებზე გააკეთა და კონკრეტულად რა შეღავათებით შეიძლება ისარგებლონ აცრილმა პირებმა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა რომ ინიციატივები საკოორდიბაციო საბჭოშია წარდგენილი. გადაწყვვეტილება მიღებული ჯერ არ არის, თუმცა შემდეგ დღეებში გაკეთებული უფრო კონკრეტული განცხადებების საფუძვე3ლზეშეიძლება ითქვას, რომ ორჯერად აცრილები შეიზლება კომენდანტის საათისგან და ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლნენ.


პოზიტიურ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ ჩინურ სინოფარმზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა და თბილისში ადგილები პრაქტიკულად მთლიანად შეივსო,ტუმცა რეგიონებში მიმართვიანობა კვლავ დაბალია.


ე.წ. კოვიდპასპორტების მიმართ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დამოკიდებულება სხვადასხვანაირია. ინიციატივას ემხრობიან ჩინათში, ისრაელში, ესტონეთში, საბერძნეთსა და ბრიტანეთში. დოკუმენტი, რომლის მფლობელიც გარკვეული პროვილეგიებით ისარგებლებს, რისი უფლებაც პანდემიამდე ისეცაც გააჩნდათ, მიიღებს პირი რომელიც აიცრება, ან ის ვისაც უკვე მოხდილი აქვს კოვიდი. მართალია რეინფიცირების შემთხვევები არსებობს, მაგრამ რისკი მაინც შესამჩნევად დაბალია. კოვიდპასპორტის მფლობელი შესაძლოა გახდეს PCR ტესტზე ნეგატიური პასუხის მქონე ადამიანიც, მაგრამ ამ შემთხვევაში დოკუმენტი დროებითი იქნება.


ისრაელში,სადაც ვაქცინაციის ტემპი ყველაზე მაღალია, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება საერთოდ გაუქმდა. შეღავათებად შეიძლება განხილულ იქნას ასევე თავისუფლად შეკრების თავისუფლება, ღამის საათებში გადაადგილება და სხვა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up