ვაქცინაციის პროცესში პაციენტის თანხმობა და სამედიცინო მომსახურეობის სამართლებრივი ასპექტები

ვაქცინაციის პროცესში პაციენტის თანხმობა და სამედიცინო მომსახურეობის სამართლებრივი ასპექტები

access_time2021-03-28 16:00:41

„ინფორმირებული თანხმობა ნებისმიერი სამედიცინო პროცედურის წინ არის საჭირო, რომელსაც სამედიცინო პროცედურამდე პაციენტი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს, როდესაც კლინიკისგან ამა თუ იმ მანიპულაციის შესახებ მიიღებს ინფორმაციას“, - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში ადვოკატის საათი სამედიცინო სამართლის ექსპერტმა და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის განათლების კომიტეტის თავჯდომარემ თამარ კერძაიამ ვაქცინაციის პროცესში თანხმობაზე და სამედიცინო მომსახურების სამართლებრივი ასპექტებზე ისაუბრა.


მისი განმარტებით  Covid 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების პროცესში ცალკე გაიდლაინებია დადგენილი, რაც ზოგადად პაციენტს ინფორმირებული თანხმობისას უნდა მიეწოდოს. კორძაიას განმარტებით პაციენტს დამატებით უნდა მიეწოდოს დამატებით განსაზღვრული კონკრეტული კრიტერიუმები.


„პირველ რიგში კრიტერიუმები გულისხმობს ინფორმაციას ვაქცინაციის სპეციფიკური გვერდითი მოვლენების შესახებ. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან სულ მინიმუმ პაციენტს უნდა დავუტოვოთ არჩევანი, წინაღმდეგ შემთხვევაში ვაქცინაციის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ექიმს და ექთანს ეკისრება  როგორც  ზოგადი კანონმდებლობით, ასევე უშუალოდ მინისტრის ბრძანებით, რომელიც დადგენილია Covid 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის პროცესის მართვის  ბრძანებით“, -  აღნიშნა თამარ კერძაიამ.


თამარ კერძაიამ გადაცემაში საექიმო შეცდომაზე და სამართლებრივ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ სამედიცინო შეცდომა  სამართლებრივად სამედიცინო ქმედებაა, რომელიც ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობისთვის შეუსაბამო სადიაგნოზო თუ  სამკურნალო თვისებების უნებლიედ განხორციელებას გულისხმობს. 


„ჩვენ პასუხისმგებლობის სამი რგოლი შეგვიძლია გამოვყოთ, ეს  არის  სახელმწიფო,  სამედიცინო კლინიკები და  სამედიცინო პერსონალი. 


სახელმწიფო ვალდებულია თავის ჭრილში დაადგინოს ის პროტოკოლები, რეკომენდაციები და სხვა სახელმწიფო გაიდლაინები, რომლითაც სამედიცინო  კლინიკებმა და სამედიცინო პერსონალმა უნდა იხელმძღვანელოს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო დაწესებულება და სამედიცინო პერსონალი. გაიდლაინები ასევე განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მოიქცეს სამედიცინო პერსონალი როგორც  ვაქცინაციის ასევე პოსტ ვაქცინაციის პერიოდში.


შემდეგ მოდის  სამედიცინო  კლინიკა. დადგენილია რომ ანაფილაქსიური მართვის  მიზნით სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აკეთებს ვაქცინაციას აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი სამედიცინო პრეპარატებით და შესაბამისი ცოდნის მქონე პერსონალით. თუ ეს ყველაფერი წესრიგშია, შემდეგ უკვე გადავდივართ სამედიცინო პერსონალზე, ანუ რამდენად სწორად ხდება ექიმის და ექთნის მხრიდან ვაქცინაციის ჩატარება და პოსტ ვაქცინური პროცესის მართვა. 


არ გამოვრიცხავ, რომ აქ შეიძლება გვქონდეს რამდენიმე სამედიცინო  პერსონალის ჯაჭვი და არ იყოს მხოლოდ ერთი ექიმის ჩართულობის საკითხი და იყოს რამდენიმე ექიმის ან სამედიცინო პერსონალის  ჩართულობა. ასეთ  შემთხევაში უკვე დასადგენი იქნება ამ ჯაჭვიდან თუ იყო რომელიმეს მხრიდან მცდარი  სამედიცინო  ქმედება და  ამ  სამედიცინო  ქმედებამ გამოიწვია  თუ  არა  ის  ძალიან სავალალო  შედეგი“ -  აღნიშნა თამარ კერძაიამ. 


გარდა ამისა, მისი განმარტებით პირველ რიგში კლინიკას უნდა გააჩნდეს სპეციალური სივრცე სადაც მოხდება პაციენტის ნახევარი საათის განმავლობაში დაყოვნება, ასევე კლინიკა აღჭურვლი უნდა იყოს სპეციალური მედიკამენტებით და ანაფილაქსიის განვითარების შემთხვევაში პაციენტს უნდა მიეცეს განსაზღვრული რაოდენობა. ასევე კლინიკას ანაფილქსიის მართვის კუთხით პერსონალი უნდა ჰყავდეს დატრენინგებული და უნდა გააჩნდეს შესაბამისი სამედიცინო აპარატურა.


„რაც შეეხება ექიმის მხარეს, ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ექიმი ვალდებულია აცრის ჩატარებამდე შეამოწმოს პაციენტის აცრის სტატუსი, შეაფასოს მისი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, დააიდენტიფიციროს ხომ არ არის აცრის გვერდითი მოვლენების ან გაფრთხილებების მდგომარეობების გამომწვევი რეალური მოცემულობა. პაციენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ იქცევა ის იმ შემეთხვევაში თუ ნახევარი საათის გასვლის შემდეგ მოგვიანებით განუვითარდა არასასურველი შედეგები, მაგალთად ტემპერტურა, სისუსტე და ა.შ.“ - აღნიშნა თამარ კერძაიამ.



თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
ვაქცინაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up