ვაქცინაციის დაბალი ტემპის შედეგი - დღიურად 8 გარდაცვლილი 1 მლნ-დან, საქართველო კოვიდით სიკდილიანობით მეხუთე ადგილზეა

ვაქცინაციის დაბალი ტემპის შედეგი - დღიურად 8 გარდაცვლილი 1 მლნ-დან, საქართველო კოვიდით სიკდილიანობით მეხუთე ადგილზეა

access_time2021-05-13 10:00:08

12 მაისის მდგომარეობით მსოფლიო მასშტაბით ვაქცინის მინიმუმ 1 დოზა მოსახლეობის 16.9%-ს 1.320 მლრდ ადამიანს აქვს გაკეთებული. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ქვეყნები, რომლებშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრა სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა, ამასთან ეკონომიკებიც გაიხსნა, რაც თავის მხრივ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ირიბი მიზეზებით ლეტალური შემთხვევების კიდევ უფრო მაღალ რაოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებს. საქართველო ორივე მიმართულებით მძიმე მდგომარეობაშია. დღიურად 8 გარდაცვლით 1 მლნ-დან, ქვეყანა კოვიდით სიკდილიანობით მეხუთე ადგილზეა.


ერთ-ერთ ყველაზე უფრო მკაფიო მაგალითად შეიძლება ისრაელი ჩაითვალოს, სადაც ვაქცინის 2 დოზა მოსახლეობის უკვე 63%-ს აქვს გაკეთებული. დღიურ შემთხვევათა რაოდენობა იანვარში 9000-ს აღემამატებოდა, სიკვდილიანობა კი 70-ს აჭარბებდა. ინფიცირებულთა გამოვლენის რაოდენობა დღეს ორნიშნა მაჩვენებელზეა ჩამოსული, სიკვდილიანობა კი ერთნიშნაზე. ქვეყანაში ბოლო 10 დღეში კოვიდით 13 ადამიანი გარდაიცვალა, მაშინ როცა 5-ჯერ და ზოგჯერ 7-ჯერ მეტი ერთ დღეში იღუპებოდა. ბოლო 7 დღის სიკვდილიანობის საშუალო დღიური მაჩვენებელი 65-ჯერ 65-დან 1-მდეა შემცირებული. კოვიდრეგულაციების დიდი ნაწილი უკვე მოხსნილია სავალუტო ფონდის პროგნოზით ისრაელში წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი.


მეორე არანაკლებ და შესაძლოა უფრო მეტად წარმატებული ქვეყანა ბრიტანეთი აღმოჩნდა, სადაც ორჯერადად აცრილ პირთა რაოდენობამ მოსახლეობის 52%-ს გადააჭარბა. მართალია ძირითადი ვაქცინის - ასტრაზენეკას ეფექტიანობა ფაიზერისას დაახლოებით 20%-ით ჩამორჩება, მაგრამ მას სიკვდილიანობის შემცირების კუთხით იგივე ძალა გააჩნია. აცრის შემდეგ დაავადება მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს და გადარჩენის თითქმის 100%-იან გარანტიას იძლევა.


127 000 გარდაცვლილით ბრიტანეთი მეხუთე ადგილზე იმყოფება, 1 მლნ-დან 1871 დაღუპულით კი მე-15-ზე. იანვარში კოვიდით ყოველდღიური სიკვდილიანობა 1500-ს აჭარბებდა, ბოლო 10 დღეში კი ვირუსს 92 ადამიანი ემსხვერპლა, რაც იანვრის მაჩვენებელთან შედარებით 15-ჯერ და 17-ჯერ უფრო ნაკლებია. ბოლო 7 დღის სიკვდილიანობის საშუალო დღიური მაჩვენებელი 124-ჯერ 1241-დან 10-მდეა შემცირებული. ისრაელისგან განხვავებით ბრიტანეთი რეგულაციებს ეტაპობრივად უფრო მეტი სიფრთხილით ხსნის. 17 მაისიდან დახურულ სივრცეში შეკრება დასაშვები ხდება.


შეერთებული შტატები, როგორც ინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით პირველ ადგილზეა, მაგრამ ბოლო პერიოდში სიკვდილიანობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. დღიურად ის 500-ს ჩამოსცდა, მაშინ როცა იანვარში რამდენჯერმა 4000-ს გადააჭარბა. ბოლო 7 დღის სიკვდილიანობის საშუალო დღიური მაჩვენებელი 5.4-ჯერ 3470-დან 648-მდეა შემცირებული. აშშ-ში ვაქცინის 2 დოზა მოსახლეობის 45%-ს აქვს გაკეთებული. სავალუტო ფონდის პროგნოზით, კოვიდრეგულაციების შემცირების ფონზე წელს ბრიტანეთში 5.3%-იანი, ხოლო აშშ-ში 6.4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.



მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით ყველაზე მეტი ადამიანი კოვიდმა უნგრეთში იმსხვერპლა ყოველი 1 მლნ-დან 2987. მთელს მსოფლიოში მსგავსი სიტუაცია რომ ყოფილიყო გარდაცვლილთა რაოდენობა ამჟამინდელთან შედარებით 20 მლნ-ით მეტი, 23.3 მლნ იქნებოდა. უნგრეთში ვაქცინის 2 დოზა მოსახლეობის 45%-ს აქვს გაკეთებული. ბოლო 7 დღის სიკვდილიანობის საშუალო დღიური მაჩვენებელი ჯერჯერობით მხოლოდ 2.4-ჯერ 265-დან 112-მდეა შემცირებული, თუმცა ბოლო 3 დღის საშუალო 3-ჯერ 289-დან 97-მდეა შემცირებული.


ბოლო პერიოდში გაზრდილ შემთხვევათა რაოდენობა ინდოეთს უკავშირდება. დღეს პრაქტუკულად ყოველი მეორე ახლადგამოვლენილი ინფიცირებული ინდოეთიდანაა. ქვყანაში ვაქცინის 1 დოზა მოსახლეობის მხოლოდ 12.4%-ს აქვს გაკეთებული, რაც იმას ნიშნავს რომ 1.2 მლრდ-ზე მეტი ადამიანი აუცრელია.


ინფიცირებულებიდან სიკვდილიანობის კოეფიციენტი მსოფლიოში ისედაც მცირდებოდა, ვაქცინამ ის დამატებით დააჩქარა, რადგან ვაქცინა ინფიცირების რისკს მხოლოდ ნაწილობრივ ამცირებს გარდაცვალებისას, კი თითქმის სრულად. იანვრის პიკის დროს ინფიცირების გამოვლენის საშუალო დღიური მაჩვენებელი 745 400-ს აღწევდა, სიკვდილიანობა კი 14 450-ს, აპრილის პიკის დროს ინფიცირების ახალმა შემთხვევათა რაოდენობამ 828 300-ს მიაღწია, სიკვდილიანობა კი 13 480-მდე შემცირდა, ანუ სიკვდილიანობის კოეფიციენტი 1.94%-დან 1.63%-მდე შემცირდა. თუ მთელ თვეს განვიხილავთ დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ. იანვარში კოვიდით 19.5 მლნ ადამიანი დაინფიცირდა და 375 000 ადამიანი გარდაიცვალა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ შემთხვევაში 1.92%-ს შეადგენს, მაშინ როცა აპრილში 22.5 მლნ ადამიანი დაავადდა და 359 000 გარდაიცვალა, სიკვდილიანობის კოეფიციენტი ასეთი დათვლით 1.60% გამოდის.


რაც შეეხება საქართველოს, მდგომარეობა მეტად არასახარბიელოა. ვაქცინის 1 დოზით აცრილთა რაოდენობა ზრდასრული მოსახლეობის 2%-ზე ოდნავ მეტია, ორჯერადად აცრილთა რაოდენობა კი 0.5%-ზე ნაკლები. მძლავრ ანტივაქსერულ განწყობებს თავად ვაქცინის დეფიციტიც ემატება. ადამიანთა ნაწილი თბილისიდან ჯავშანს 200-300 კმ-ის მოშორებით აკეთებს. ჩინური სინოფარმის დამატების შემდეგ ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 1200-1500-დან 4700-მდე გაიზარდა, რაც რა თქმა უნდა, პოზიტიური მაჩვენებელია, მაგრამ მაინც არასაკმარისი. წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ორჯერადი აცრისთვის დღიურად 10 000-ზე მეტი ვაქცინა უნდა კეთდებოდეს. სინოფარმის მეორე დოზით რეგისტრაცია 12 მაისს 20:00 სთ-ზე დაიწყო და დაწყებისთანავე საიტს პრობლემები შეექმნა. მსურველთა უმეტესობისთვის რეგისტრაცია შეუძლებელი გახდა. მაშინ როცა სხვა ქვეყნებში სიკვდილიანობა მცირდება საქართველოში იზრდება. სიკვდილიანობის საშუალო დღიური მაჩვენებელი დეკემბერში 46-ს აღწევდა, რომელიც მძიმე ლოკდაუნის შედეგად მარტში 8-მდე შემცირდა, მაისში კი ისევ 20-მდე გაიზარდა. 10 მაისს კოვიდით 31 ადამიანი გარდაიცვალა, ანუ მლნ-დან 8, ეს კი ბოსნიას, ხორვატიის, უნგრეთისა და ნეპალის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.


უშუალოდ კოვიდით გარდაცვლილთა გარდა, ყოველი დღე,  კომენდანტი საათის გაგრძელება, ნიშნავს შემცირებულ ხელფასს იმ ადამიანებისთვის რომელთა ანაზღაურებაც გაყიდვებზეა მიბმული და ასევე პოტენციურად დაკარგულ სამუშაო ადგილებს. ეკონომიკური ვარდნა კი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კოვიდთან შედარებით უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. მთელი კვირა 1 პირბადით სიარული ვირუსის გავრცელბას ვერ აჩერებს ვაქცინის ალტერნატივა თავისი ძალიან მძიმე შედეგებით მხოლოდ სრული ლოკდაუნია, რაც ისედაც ღარიბ ქვეყანას გაღატაკების საფრთხის წინაშე აყენებს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up