ვაქცინაციაზე უარის თქმის ფასი

ვაქცინაციაზე უარის თქმის ფასი

access_time2021-11-20 19:00:18

იმ ფონზე, როცა Covid-19-მა კვლავ იფეთქა მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები აღარ აპირებენ შეღავათები გაუწიონ იმ ადამიანებს, რომლებიც აცრაზე უარს აცხადებენ.

ევროპის უმეტეს ნაწილში იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს აცრის დამადასტურებელი მწვანე საშვი, ეკრძალებათ რესტორნებსა და ბარებში შესვლა, რაც ზოგჯერ კონფლიქტების პროვოცირებას იწვევს. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოსცა რეგულაცია, რომელიც აიძულებს დიდ კერძო დამსაქმებლებს, მოითხოვონ თანამშრომლებისაგან ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ან რეგულარული ტესტირება.

მიუხედავად ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ საავადმყოფოები დიდი წნეხის ქვეშ არიან, უფრო მკვეთრ ზომებსაც უნდა ველოდოთ.

ავსტრიამ აუცრელ ადამიანებს დაუწესა სახლიდან გასვლის შეზღუდვები, რაც მათ სახლიდან გასვლის უფლებას მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში აძლევს, მაგალითად სამუშაოდ ან პროდუქტის შესაძენად. სინგაპურში ის ადამიანი, რომელიც არ აიცრება, დაინფიცირების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების ხარჯებს თავად ანაზღაურებს. გერმანიის არმია 12000-მდე სამხედრო მოსამსახურეს მზადყოფნის რეჟიმში გადაიყვანს, რათა საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს კლინიკებს და დააჩქაროს ბუსტერების გავრცელება.

პანდემიასთან ბრძოლის გამკაცრების პოტენციური პოლიტიკური შედეგები უზარმაზარია. აქვთ თუ არა მთავრობებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, განსხვავებულად მოექცნენ აცრილ ან აუცრელ მოქალაქეებს? რა თქმა უნდა, ამის გაკეთება, დემოკრატიულ ქვეყნებთან შედარებით, უფრო ადვილია ისეთ მკაცრად კონტროლირებად ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი.


რომელ მხარესაც არ უნდა იყოთ, საშინელებაა იმის ხილვა, როგორ აჩერებს პოლიცია ხალხს ქუჩაში ვაქცინაციის სტატუსის შესამოწმებლად.

სავარაუდოდ, ამ საკითხზე სასამართლოები თვეების განმავლობაში გაგრძელდება. განსაკუთრებით აშშ-ში, სადაც რესპუბლიკელთა მიერ მართული შტატები უკვე ეწინააღმდეგებიან თეთრ სახლს ისეთი ზომების გამო, როგორიცაა პირბადის სავალდებულო ტარება.

Covid-19-მა გაანადგურა ეკონომიკა და მეურნეობა მთელ მსოფლიოში. ახლა კი ის მოქალაქეებისა და მათი მთავრობების გაუცხოებას უწყობს ხელს. 


წყარო: Bloomberg, "ბიზნეს ფორმულა"





„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს

„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების  ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს
access_time2022-01-26 18:55:52
ციფრული სისტემებისა და ელექტრონული კომერციის მსოფლიო ტენდენციების ფონზე მომხმარებლისთვის თეგეტას ერთ გაჯეტში მოქცევა  ბოლო წლების პრიორიტეტია - ამის შესახებ კომერსანტთან „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ ისაუბრა. მისი თქმით, დიჯიტალიზაციის მიზანია ავტომობილის მფლობელებს კიდევ უფრო...

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა
access_time2022-01-26 18:55:58
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი ჩანიშნა. პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 28 იანვარს უნდა შესრულებულიყო.

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-26 21:00:18
დღის TOP10 საინტერესო ამბავი1. ქართული ღვინის ექსპორტზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენა ჯერ არ...

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-26 18:00:52
26 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.0696- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0635 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.36 თეთრით 3.4625-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.22 თეთრით 3.8759-მდე,  1000 სომხურ დრამთან კი 1.49 თეთრით 6.3685-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.14 თეთრით 1.8052-მდე გამყარდა. ბრიტანულ ფუნტთან 1.06 თეთრით 4.1464-მდე, თურქულ ლირასთან 0.01...

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა
access_time2022-01-26 16:55:34
საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, თეგეტა ჰოლდინგმა გასულ წელს მძიმე და  სპეციალური ტექნიკის მიმართულების გაფართოება შეძლო. ამის შესახებ ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ კომერსანტთან წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ისაუბრა. კომპანიამ 2021 წელს რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, მათ შორის: Renault-ის სატვირთო მიმართულება, რომლის გაყიდვებსაც 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება, სამშენებლო მიმართულებით FIAT ჯგუფის ბრენდები,  Marin და...


მსგავსი სიახლეები

up