ვაქცინაციამ შტატების მოსახლეობის პოლარიზაცია გააღრმავა

ვაქცინაციამ შტატების მოსახლეობის პოლარიზაცია გააღრმავა

access_time2021-07-27 20:00:00

ამერიკის კონსერვატიულ შტატებში ვაქცინაციის ტემპები გაცილებით დაბალია, ვიდრე ლიბერალურებში და ეს პოლიტიკური განხეთქილება ამერიკისთვის სულ უფრო საშიში ხდება.

 

3 კვირის წინ ამერიკამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა და ჯო ბაიდენის თქმით, ეს დღე პანდემიაზე გამარჯვების დღეც უნდა ყოფილიყო. იმ დროისთვის აშშ–ს მოსახლეობის 70% ვაქცინაცია იგეგმებოდა, თუმცა, ამ მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა. ამ დროისთვის მინიმუმ 1 ვაქცინა ზრდასრული მოსახლეობის 56%–მა მიიღო, მაგრამ ბოლო პერიოდში ვაქცინირების ტემპები მნიშვნელოვნად შენელდა.

 

ეს პრობლემაა იმ ფონზე, რომ დაინფიცირების მაჩვენებელმა ზრდა განაახლა  – განსაკუთრებით ეს ახალ, დელტა–შტამს ეხება.  იმის გათვალისწინებით, რომ სრული, 2–ჯერადი აცრა მხოლოდ 49%-მა გაიარა, კორონავირუსის ახალი ნაირსახეობა ამერიკისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

 

ივლისის დასაწყისიდან შტატებში ინფიცირების მაჩვენებელი 4-ჯერ გაიზარდა. ზოგიერთ რეგიონში საავადმყოფოები შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ - მაგალითად, შტატ ალაბამაში კლინიკების რეანიმაციულ განყოფილებებში პაციენტთა რაოდენობა ივნისთან შედარებით 3-ჯერაა გაზრდილი.

 

აშშ-ს დაავადებათა პროფილაქტიკის ცენტრის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაავადებულთა 97% არავაქცინირებულ მოქალაქეებზე მოდის.

 

„სხვადასხვა შტატებში აცრის კუთხით განსხვავებული ვითარებაა - მაგალითად, ალამაბაში  თუნდაც 1 აცრა მოსახლეობის მხოლოდ 42%-მა გაიკეთა. ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ფაქტიურად არააცრილების ეპიდემიაა“, - მიიჩნევს ცენტრის დირექტორი როშელ ვალენსკი.

 


ამავე დროს, იმ შტატებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ინფიცირების მაჩვენებელიც დაბალია.

 

საყურადღებოა, რომ რეგიონული „სავაქცინაციო განხეთქილება“ თითქმის ერთი ერთში ემთხვევა პოლიტიკურ გაყოფას  - ვაქცინაციის დონე მაღალია სამხრეთ-აღმოსავლეთში და სანაპიროებზე  - დემოკრატიული პარტიის და ამერიკული ლიბერალიზმის დასაყრდენებში.

 

და პირიქით, ყველაზე ნაკლებია აცრილი ე.წ. რესპუბლიკურ შტატებში, სადაც ძირითადად კონსერვატორი ამერიკელები ცხოვრობენ.

 

ინფიცირების ზრდასთან ერთად იზრდება ზეწოლა რესპუბლიკელებზე, რომლებსაც საკუთარი ამომრჩევლის ვაქცინაციის აუცილებლობაში დარწმუნება უწევთ.

 

მაგრამ ეს მარტივი არ იქნება იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის დაწყებიდან რესპუბლიკელები ვირუსის საფრთხეს გადაჭარბებულად მიიჩნევდნენ და უსაფრთხოების ნორმების შემოღებას აპროტესტებდნენ.

 

კონსერვატიულ შტატებში ვაქცინაციის ტემპების დაჩქარებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ტელეარხს Fox News,  რომელიც ამერიკელი კონსერვატორებისთვის ინფორმაციის მთავარ წყაროდ რჩება. თვეების მანძილზე ის ადამიანებში ვაქცინაციისადმი უნდობლობას აღვივებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, აზრი იქაც შეიცვალა -  დილის შოუ Fox & Friends-ის წამყვანმა რესპუბლიკური პარტიის მომხრეებს აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

 

CNN-ის ინფორმაციით, ამ საკითხზე თეთრ სახლს და Fox News-ს შორის მოლაპარაკებები პერიოდულად მიმდინარეობს.

 

ორგანიზაცია Media Matters-ის კვლევამ აჩვენა, რომ ივლისის პირველ 2 კვირაში Fox News-ზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით ნაჩვენებ სიუჟეტებს შორის 60% აცრისადმი უნდობლობას თესავდა.

 

ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ საკითხში არხის ტონალობის შეცვლა სარედაქციო კურსის შეცვლას ნიშნავდეს, მაგრამ ასეც რომ იყოს, აქცენტების შეცვლაც კი კონსერვატორებს შორის განწყობებს სავარაუდოდ უკვე ვერ შეცვლის.

 

nzz.ch





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up