ვაქცინაციამ ამერიკული საზოგადოება გახლიჩა

ვაქცინაციამ ამერიკული საზოგადოება გახლიჩა

access_time2021-09-17 20:00:43

მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა, რესპუბლიკური შტატების გუბერნატორებმა ფედერალურ ხელისუფლებას ომი გამოუცხადეს.

 

ბაიდენის წინააღმდეგ ერთხმად გამოვიდნენ ფლორიდა, სამხრეთ კაროლინა, მისისიპი, ტენესი, ალაბამა და ჯორჯია. ანუ სამხრეთ შტატები, რომლებიც 1861-1865 წლებში სამოქალაქო ომში ჩრდილოეთ შტატებს მონათმფლობელობის შენარჩუნებისთვის ებრძოდნენ.

 

შტატ ალაბამას გუბერნატორმა კეი აივიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება აღმაშფოთებელია და ის თავის უფლებამოსილებას მნიშვნელოვნად აჭარბებს.

 

ჯორჯიის გუბერნატორი ბრაიან კემპი პრეზიდენტს სასამართლოში საჩივრის შეტანით დაემუქრა, მისისიპის გუბერნატორმა ტეიტ რივზა კი საზოგადოებას შეახსენა, რომ „ეს ამერიკაა, და ჩვენ ტირანიისგან თავისუფლების ჯერ კიდევ გვწამს“.

 

ყველაზე შორს ფლორიდის გუბერნატორი რონ დე სანტისი წავიდა და განაცხადა, რომ დააჯარიმებს იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ბაიდენის ბრძანების შესრულებას დააპირებენ. მანამდე კი დე სატნისმა ომი განათლების სისტემას და სკოლებში პირბადეების სავალდებულო ტარების წესს გამოუცხადა.

 

გუბერნატორი ასევე აღაშფოთა ბაიდენის კიდევ ერთმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც აცრა სავალდებულოა არა მხოლოდ საჯარო სტრუქტურებში, არამედ იმ ბიზნეს კომპანიებში, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

 


ფლორიდის ხელმძღვანელობის წინააღმდეგობას გამართლება არა აქვს, ბოლო კვირებს მანძილზე სწორედ ეს შტატი ლიდერობს ამერიკაში კორონავირუსით დაინფიცირების და სიკვდილიანობის კუთხით პანდემიის დაწყების შემდეგ ფლორიდაში კოვიდს 48 000 ადამიანი შეეწირა, მათ შორის აგვისტოში 8000, ხოლო ბოლო 1 კვირის მანძილზე ფლორიდაში 100 000-ზე მეტი დაინფიცირდა.

 

 

სწორედ ამ ფონზე ფლორიდა ვაქცინაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ბრძოლის მთავარ არენად იქცა. ბაიდენი ანტივაქსერებს ერის გამოჯანმრთელების გზაზე მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევს. ქვეყნის თითქმის 35%, დაახლოებით 80 მლნ. ადამიანი, აცრას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

 

 

პრეზიდენტი თავის სიმართლეში დარწმუნებულია. გამოკითხვების თანახმად, 5 ზრდასრული ამერიკელიდან 3 საყოველთაო ვაქცინაციის მომხრეა, თუმცა აქაც სამხრეთს და ჩრდილოეთს შორის მკვეთრ დაპირისპირებას აქვს ადგილი. თუ ჩრდილოელებში ვაქცინაციის მომხრე 80% - ია სამხრეთელებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 33% ზეა.

 

ბაიდენის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ის მსხვილი ბიზნესები რომლებმაც ვაქცინაცია საყოველთაო ოფიციალურად გახადეს. პეტიციას ხელი ისეთმა გიგანტებმა მოაწერეს როგორიცაა General Electric, Amazon, Goldman Sachs, და ამერიკული ეკონომიკის კიდევ ათეულობით ლიდერი.

 

 

როგორც ჩანს, არა ავღანეთში სამარცხვინო მარცხი და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის ტემპები, არამედ სწორედ პანდემიასთან ბრძოლის წარმატება თუ წარუმატებლობა გახდება ბაიდენის მომავალი საპრეზიდენტო კამპანიის შედეგის მთავარი განმსაზღვრელი.

 

 

ამ ეტაპზე ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა პრეზიდენტის ქმედებებს მხარ უჭერს, რის გამოც რეგიონულ არჩევნებში რესპუბლიკელები მარცხდებიან. მაგალითად, კალიფორნიაში დემოკრატმა გევინ ნიუსომმა ხმათა 65% მიიღო, მაშინ როდესაც რესპუბლიკელმა ლარი ელდერმა მხოლოდ 35%.

 

ასეთი შედეგების მიზეზი ის არის, რომ კალიფორნიის მოსახლეობის უმრავლესობა კორონავირუსთან ბრძოლას პრიორიტეტად მიიჩნევს, მაშინ, როდესაც რესპუბლიკელი კანდიდატი ვაქცინაციის წინააღმდეგია, ხოლო ნიუსომი ამ საკითხში ბაიდენის აქტიური მხარდამჭერი იყო.

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

 წყარო: Haqqin.az


თეგები:
ვაქცინაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up