ვანო მთვრალაშვილი: „თუ გვინდა ეკოლოგიური ეფექტი, საწვავის ხარისხთან ერთად, ავტომობილების პარკიც უნდა განახლდეს“

ვანო მთვრალაშვილი: „თუ გვინდა ეკოლოგიური ეფექტი, საწვავის ხარისხთან ერთად, ავტომობილების პარკიც უნდა განახლდეს“

access_time2019-03-11 17:00:52


„დიზელის საწვავის ნორმებთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის საფუძველზეც 2019 წლის 1 იანვრიდან დიზელის ხარისხის სტანდარტი ევრო 4 სტანდარტს შეესაბამება. ბოლო წლების განმავლობაში დიზელის საწვავის ხარისხობრივი მაჩვნებელი მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. მაგალითად, გოგირდს თუ შევეხებით, წლების წინ იყო 300 მილიგრამი კილოგრამზე, დღეს არის 50 მილიგრამი კილოგრამზე,“ - განაცხადა კომერსანტთან“ საუბარში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.  


 ის, რომ 2020 წლის 1იანვრიდან ქვეყანაში დიზელის საწვავის ხარისხი „ევრო 5“ სტანდარტამდე აიწევს, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, საკანონმდებლო ცვლილებები ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია. მისი თქმით, დიზელის საწვავი საქართველოში დინამიურად უმჯობესდება.

 


ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ, თუ გვინდა ეკოლოგიური ეფექტი გვქონდეს, საწვავის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, სასურველია, საავტომობილო პარკის განახლებაც ხდებოდეს.



 

დღეს დიზელზე მომუშავე სატრანსპორტო პარკის დიდი წილი, დაახლოებით  90 %, 15 წელზე უფრო ძველია, ამას კიდევ თუ ჩავშლით, 45 % არის 25 წელზე ძველი. ეს არის სატრანსპორტო საშუალებები, რომლისთვისაც მწარმოებელს გამოყენებისთვის მითითებული აქვს „ევრო 2“, „ევრო 3“, „ევრო 4“-ის ხარისხის დიზელის სტანდარტი. ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა ეკოლოგიურად სუფთა გარემო მივიღოთ, აუცილებლად უნდა განახლდეს საავტომობილო პარკი,“ - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.


 

„კომერსანტის“ კითხვაზე ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება აგვარებს თუ არა ავტოპარკის განახლების პრობლემას?  ვანო მთვრალაშვილი გვპასუხობს:


 

ტექდათვალიერება არის პრობლემის მოგვარებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ეკონომიკურ-სოციალური ვითარება რთულია, გამონაბოლქვთან დაკავშირებით დღეს დასაშვები ნორმები, ევროკავშირის ნორმებთან შედარებით, არის საკმაოდ ლიბერალური. მიმდინარე ეტაპზე ხელისუფლების დამოკიდებულება სწორია. დღეს რომ დავუწესოთ მკაცრი მოთხოვნები, ეს მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ვთვლი, რომ ტექნიკურ ინსპექტირებას შედეგი აუცილებლად ექნება, თუმცა ის შედეგი, რაც ჩვენ გვინდა, სამწუხაროდ, არ გვექნება, ამ ყველაფერს დრო სჭირდება.

 

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი აცხადებს, რომ  დიზელის საწვავის ხარისხის „ევრო 5“ სტანდარტამდე აწევა ბიზნესს მდგომარეობას არ დაუმძიმებს.


ვროპის ქვეყნები „ევრო 6“-ზე და „ევრო 7“-ზეც არიან გადასულები, ჩვენ ნელ-ნელა ვცდილობთ დავეწიოთ. ეს არის ძალიან კარგი. მეეჭვება, ამ საკანონმდებლო ცვლილებამ ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ბაზარზე, რადგან ბრენდული კომპანიები დიდი ხანია თავს იწონებენ „ევრო 5“  სტანდარტის საწვავის იმპორტით. ყოველ შემთხვევაში, ნავთობ იმპორტიორები განცხადებებში ასე ამბობენ, თუმცა ,ხარისხის სტანდარტის ოფიციალური კვლევა არ ჩატარებულა. ამ ეტაპზე საფუძველიც არ გვაქვს იმის, რომ ეჭვი შევიტანოთ მათ განცხადებებში,“  - განმარტავს პაატა ბაირახტარი.

 

ბაჩო ადამია





თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს
access_time2019-05-24 16:00:07
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტმა უკიდურესი ფორმა მიიღო, პროტესტის მერვე დღეს სამმა მოშიმშილემ პირი ამოიკერა. შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულები ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დღესვე მაღაროელებმა მთავრობას მიმართეს და მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. — რატომ არ რეაგირებენ და რატომ ახსენდებათ მოქალაქეები მმართველი გუნდის...

სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“

სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი  შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“
access_time2019-05-24 15:00:47
“ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება არის პირდაპირ კავშირში ახალგაზრდულ ეკონომიკასთან. სწორედ ახალგაზრდების ენერგია, მათი ხედვა და ინოვაციური მიდგომა უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი“, - ამ სიტყვებით დააანონსა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინოვაციური პროექტების დააფინანსებს ახალი პროგრამა. პრემიერმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ახალგაზრდა...


მსგავსი სიახლეები

up