„ქვეყანაში ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირება აუცილებლად გაგრძელდება“

„ქვეყანაში ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირება აუცილებლად გაგრძელდება“

access_time2020-04-15 09:17:49

ქვეყანაში ნავთობპროდუქტების მოხმარება საგანგებო ვითარების გამო თითქმის განახევრებულია. არსებული მარაგი საჭიროზე მეტია და საწვავზე ფასის კლება აუცილებლად გაგრძელდება, – ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვარალაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.


გადაცემაში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა და აქედან გამომდინარე ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის ტენდენციები განიხილეს.


დისკუსიის დროს მთვრალაშვილმა აღნიშნა, რომ ნავთობის ფასის მსგავსი კლება გლობალურ ბაზარზე ბოლო ოცი წელია, არ მომხდარა და ეს ძირითადად პლანეტის სამი მილიარდიანი მოსახლეობის კარანტინში ყოფნას უკავშირდება, რის შედეგადაც საწვავზე მოთხოვნა დაეცა.


ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის განმარტებით, მსოფლიო ტენდენცია ქართულ ბაზარზეც აისახა. ბოლო ორი თვის განმავლობაში საწვავის ფასი საშუალოდ 35 თეთრით შემცირდა და კლება გაგრძელდება.




„ბოლო ორი თვის განმავლობაში საშუალო ფასი საცალო ქსელში შემცირებულია 35 თეთრით, რიგ შემთხვევაში შეიძლება, უფრო მეტიც იყოს ცალკეული ოპერატორების მიერ აღებული, თუმცა ლოიალური კორპორატიული მომხმარებლისთვის ფასდაკლების კიდე განსხვავებული სისტემა არსებობს და მთლიანობაში ფასი გაცილებით მეტად არის შემცირებული. ფასების შემცირება აუცილებლად გაგრძელდება. ეს არ არის ის დაბალი ზღვარი, რომელზეც ფასების შემცირება გაჩერდება. დღეს საქართველოში ფასები არის მრავალფეროვანი მათ შორის არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე უკიდურესად დაბალი ფასები ფიქსირდება. აქ ფასები უკვე ჩამოსცდა 1.70 ლარის ნიშნულსაც. რაც შეეხება ბრენდირებულ გასამართ სადგურებს, იქ ფასი შედარებით მაღალია, თუმცა ამასაც თავისი ლოგიკური მიზეზი აქვს. პირველ რიგში ის, რომ ცალკე აღებული არაბრენდირებული კომპანიები ოპერირებენ გარკვეული ნაშთების, მარაგების გარეშე. შესაბამისად, მათთვის გაცილებით ადვილია ფეხის აწყობა გლობალური ბაზრის ფასზე, რადგან ისინი მცირე პარტიის რეალიზაციის შემდეგ გადიან საბითუმო ბაზარზე, სადაც შეიძლება ითქვას, თითქმის გლობალური ბაზრის ადეკვატური ფასებია. შესაბამისად, მათი ფასებიც დაბალია. თუმცა გიფიქსირებთ, რომ ფასების შემცირება აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა მთვრალაშვილმა.


რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობაში ქვეყნის ნავთობპროდეუქტებით მომარაგების საკითხს, მთვრალაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში საკმარისზე მეტი მარაგია, რადგან მოხმარება ფაქტობრივად განახევრდა და არც იმპორტის შეფერხებაა მოსალოდნელი.


„ქვეყანაში მოხმარება შემცირებულია ცნობილი მოვლენების გამო. შესაბამისად, საშუალო გათვლით მოხმარების 40-პროცენტიანი კლებაა, თუმცა რიგ შემთხევაში შეიძლება მეტიც იყოს. მე პირადად ვფიქრობ, რომ უახლოეს 20 დღეში მოხმარება კიდევ უფრო შემცირდება, რადგან საგანგებო ვითარება გაგრძელდა. მათ შორის მოძრაობა, რომელიც ყოველთვის აქტიური იყო წინასააღდგომო დღესასწაულებში მნიშვნელოვნად იქნება შეზღუდული და ეს, რა თქმა უნდა, მოხმარებას შეამცირებს. პირველი კვარტლის სამი თვის იმპორტის მონაცემებს თუ წინა წლის სამ თვეს შევადარებთ, იმპორტის დაახლოებით ხუთპროცენტიანი მატებაა დაფიქსირებული. 12 ათასი ტონით მეტი პროდუქტია შემოსული. იმ პირობებში, როდესაც გაყიდვები თითქმის განახევრებულია და იმპორტი გაზრდილი, რა თქმა უნდა, ნაშთების და მარაგების მხრივ მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია. ჩვენი მომწოდებელი ქვეყნებიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში მოწოდების წყვეტა არ ყოფილა არასოდეს. ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, ბულგარეთი, რუმინეთი, რუსეთი, თურქმენეთი. ერთადერთი პრობლემა შეიქმნა ირანიდან თან დაკავშირებით, თუმცა ეს ინფრასტრუქტურულ თემას უკავშირდება და ცალკე საკითხია. ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტული პროდუქტის შეზღუდვა მნიშვნელოვან პრობლემას არ შექმნის. ნაშთები და მარაგები იმაზე მეტია, ვიდრე უნდა იყოს. ჩვენი მოლოდინი, რომ ვითარება იქნება სტაბილური, სავსებით რეალურია. მეტიც, ველოდებით, რომ ფასი შემცირდება, რაც ქვეყნისთვის და მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – განუცხადა ვანო მთვრალაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up