“ბოლო ორი კვირაა სახლში ვარ, რაც გარეთ გასვლა აკრძალულია. საქართველოში საშვები თითქოს ყველას აქვს ჩემს გარდა, რაც უჩვეულო შემთხვევაა”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში ნიკა გვარამიასთან სტუმრობისას განაცხადა.
“სანამ კორონავირუსის ეპიდემია დაიწყებოდა, მე იქამდე ვიყავი ვიზიტით პოლონეთში. შემდეგ სამედიცინო შემოწმება გავიარე ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, კმაყოფილი ვარ რომ სერიოზული დაავადება არ აღმომაჩნდა, ვარ სრულიად ჯანმრთელად, ვარ ენერგიით სავსე. დანარჩენი ვარ სახლში”, – აცხადებს მერაბიშვილი.
მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის მისი შემოსავლები მინიმალურია და მას მშობლები ეხმარებიან.
“ამ ეტაპისთვის ჩემი შემოსავლები მინიმალურია. მე არ მაქვს შემოსავლები. იმედია მალე გამიჩნდება. რაღაც საქმით დავკავდები. ასევე, ჩემი ოჯახის წევრებს, ვინც ჩემთან ერთად ცხოვრობს, მათ არ აქვთ შემოსავალი. მეხმარებიან ჩემი მშობლები. ჯერჯერობით ჩემი მშობლების და მეგობრების დახმარებით ვცხოვრობ”, – აღნიშნავს ვანო მერაბიშილი.
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“