ვანო მერაბიშვილი - მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება

ვანო მერაბიშვილი - მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება

access_time2020-02-20 10:48:30

ზუსტად ცხრა წელიწადი და ექვსი თვე ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში სამარტოო საკანში, მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, არ წავედი კომპრომისზე ჩემი საკუთარი თავის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.


მერაბიშვილმა თავის ახლობლებს მადლობა გადაუხადა.


ამასთან, როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, ის იბრძოლებს, რათა ეს ხელისუფლება დასრულდეს.



„ჩემს გაულშემატკივარს, ახლობლებს, ხალხს, ვინც აქ არის და ვინც შორიდან გულშემატკივრობს, მათი მხარდაჭერითა და მომავლის იმედით შევინარჩუნე ძალა, იმედი, რწმენა, გავაგრძელო ბრძოლა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს დღესვე ჩამოცილდეს, მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.


საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა. მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთის ვადა დღეს ამოეწურა. ე.წ. მატროსოვის ციხესთან მერაბიშვილს ახლობლები და მხარდამჭერები დახვდნენ.


1tv.ge





ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!
access_time2020-09-21 15:15:46
ლარს კორონავირუსი შეეყარა და ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილიო, ხუმრობენ ეროვნულ ვალუტაზე, მაგრამ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს, რადგან ბოლო ორ კვირაში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 14 თეთრით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ბაზარს 400 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა. ბოლო ორ კვირაში ორჯერ გაყიდა 40-40 მილიონი, მაგრამ ლარის კურსს ვერც ამან უშველა. ექსპერტების თქმით, ლარი “შავ დღეშია” და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების არაერთ მიზეზს...

კანონის აღსრულების ხარისხი გაუარესდა. ყველაფერს ერთი და იგივე სტრუქტურა ვერ გააკეთებს - ხარვეზები ტექინსპექტირების რეფორმაში

კანონის აღსრულების ხარისხი გაუარესდა. ყველაფერს ერთი და იგივე სტრუქტურა ვერ გააკეთებს - ხარვეზები ტექინსპექტირების რეფორმაში
access_time2020-09-21 16:00:09
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა, რადიო კომერსანტის გადაცემაში პროფესიონალები სატრანსპორტო პოლიტიკის გამოწვევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პრობლემატურია  გზებზე კანონის აღსრულება და ის პოლიციის  მოვალეობაში არ უნდა შედიოდეს.   მნიშვნელოვანია,რომ კანონის აღსრულება უნდა იყოს გზაზე. პრაქტიკულად არ ვიცით, ვინ უნდა აღასრულოს კანონი. იდეაში...

ლარი არის ვალუტა,რომელიც წლიდან წლამდე უფასურდება, მთავრობა კი გვიმტკიცებს, რომ ბიზნესი ვქმნით ნეგატივს - ივა ჭყონია

ლარი არის ვალუტა,რომელიც წლიდან წლამდე უფასურდება, მთავრობა კი გვიმტკიცებს, რომ ბიზნესი ვქმნით ნეგატივს - ივა ჭყონია
access_time2020-09-21 14:10:13
ლარის ფაქტორი განმსაზღვრელია ჩვენი ქვეყნისთვის, ლარი არის ვალუტა,რომელიც წლიდან წლამდე უფასურდება. მთავრობა კი გვიმტკიცებს,რომ ექსპერტები, ბიზნესის წარმომადგენლები ვქმნით ნეგატივს და...

ბიზნესისათვის შეთავაზებული 100 ქონებიდან 64 გასხვისდა - რა შემოსავალი მიიღო ბიუჯეტმა

ბიზნესისათვის შეთავაზებული 100 ქონებიდან 64 გასხვისდა - რა შემოსავალი მიიღო ბიუჯეტმა
access_time2020-09-21 13:30:00
სახელმწიფოს მიერ, ბიზნესისათვის შეთავაზებული 100 ერთეული ქონებიდან თებერვალ-აგვისტოს პერიოდში, 64 ობიექტი გასხვისდა, საიდანაც ბიუჯეტმა 32 044 300 ლარის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ შეთავაზებული საპრივატიზაციო ქონებების საწყისი თანხა, 28,030 მლნ ლარი იყო. „ბიზნესპრესნიუსისთვის“ ქონების მართვის სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მიუხედავად პანდემიისა, კერძო სექტორის დაინტერესება საპრივატიზაციო ობიექტების მიმართ მაინც დიდია და ეკონომიკური...

დავრჩით თუ არა მწვანე ზონად? - ლიეტუვასა და ლატვიაში საქართველოდან ჩასულ მოქალაქეებს იზოლაციაში ყოფნა მოუწევთ

დავრჩით თუ არა მწვანე ზონად? - ლიეტუვასა და ლატვიაში საქართველოდან ჩასულ მოქალაქეებს იზოლაციაში ყოფნა მოუწევთ
access_time2020-09-21 10:50:56
საქართველოდან ლიეტუვასა და ლატვიაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევთ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყანაში უპირობოდ, შეზღუდვის გარეშე შედიოდნენ.   ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოდან ჩასული პირები ვალდებული იქნებიან საზღვარზე წარადგინონ 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარეული ტესტის უარყოფითი პასუხი.   “ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს...


მსგავსი სიახლეები

up