ვანო მერაბიშვილი - კარგი იქნებოდა, პარტიის გაყოფა არ მომხდარიყო, მაგრამ ამის მსაჯული არ ვარ

ვანო მერაბიშვილი - კარგი იქნებოდა, პარტიის გაყოფა არ მომხდარიყო, მაგრამ ამის მსაჯული არ ვარ

access_time2020-02-20 22:51:46

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ის აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება, თუმცა კონკრეტულად რომელ პარტიას შეუერთდება, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.


როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, ხელისუფლება შემოდგომაზე, არჩევნების გზით აუცილებლად შეიცვლება და ის ამ პროცესის აქტიური მონაწილე იქნება.


„მინდა, ჩემი ზოგადი გეგმების შესახებ განცხადება გავაკეთო. გითხარით, რომ ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი კონკრეტულად რომელ პარტიაში გავერთიანდები, მაგრამ აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა გადაწყვეტილი მაქვს. ამდენი წლის განმავლობაში იზოლაციაში ვიყავი, როდესაც ციხეში პატიმრობაში მოვხვდი, მაშინ ორ პარტია -„ნაციონალური მოძრაობა და „ევროპული საქართველო“ ერთიანი პარტია იყო. პრაქტიკულად, იმ განცდით ვარ დღესაც იმიტომ, რომ ჩემი ბოლო მეხსიერება არის ის დრო, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა პარტიის გაყოფა რომ არ მომხდარიყო, მაგრამ ამის მსაჯული არ ვარ. ორივე პარტიაში ჩემი მეგობრები არიან.



მჭირდება გარკვეული დრო, რომ ჩამოვყალიბდე, გავერკვე, დავილაპარაკო, რა აქვთ მათ საერთო, განსხვავებული, თუმცა ერთი რამ ვიცი, რომ ორივე პარტიას საერთო ძალიან ბევრი აქვთ. მოხარული ვარ, რომ დღეს პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია და არა მარტო ოპოზიცია, ქართული საზოგადოება ჩამოყალიბებულია იმ აზრზე, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ამ ხელისუფლებამ თავისი რესურსები ამოწურა, მან თავისი დადებული პირობები არ შეასრულა და პრაქტიკულად, ხელისუფლებაში მათი არსებობა პრობლემას ქმნის. ვფიქრობ, ეს ხელისუფლება შემოდგომაზე, არჩევნების გზით აუცილებლად შეიცვლება. ყველაფერი ძალიან წყნარად ჩაივლის. მინდა გითხრათ, რომ ყველა ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი აქტიური მონაწილე ვიქნები, მაგრამ ყველაზე მიუკერძოებელი და პირადი ინტერესები არ მექნება“,-განაცხადა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ეთერში, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“


ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up