ვანო მერაბიშვილი: ჩემი შემოსავლები მინიმალურია, ჩემი მშობლები მეხმარებიან.ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ნიკა გავრამია: რითი ცხოვრობ?
ვანო მერაბიშვილი: სანამ კორონავირუსის ეპიდემია დაიწყებოდა, მე იქამდე ვიყავი ვიზიტით პოლონეთში. შემდეგ სამედიცინო შემოწმება გავიარე ევრიპოს ერთ-ერთ ქვეყანაში, კმაყოფილი ვარ რომ სერიოზული დაავადება არ აღმომაჩნდა, ვარ სრულიად ჯანმრთელად, ვარ ენერგიით სავსე.
დანარჩენი ვარ სახლში. ბოლო ორი კვირაა სახლში ვარ, რაც გარეთ გასვლა აკრძალულია.
საქათველოში საშვები თითქოს ყველას აქვს ჩემს გარდა, რაც უჩვეულოო შემთხვევაა.
ნიკა გვარამია: არის თუ არა ვანო მერაბიშვილი მდიდარი ადამიანი. რა არის მისი შემოსავალი, რითი ცხოვრობ?
ვანო მერაბიშვილი: ამ ეტაპისთვის ჩემი შემოსავლები მინიმალურია. მე არ მაქვს შემოსავლები. იმედია მალ გამოჩნდება. რაღაც საქმით დავკავდები. ასევე, ჩემი ოჯახის წევრებს, ვინც ჩემთან ერთად ცხოვრობს, მათ არ აქვთ შემოსავალი, მეხმარებიან ჩემი მშობლები. ჯერჯერობით ჩემი მშობლების და მეგობრების დახმარებით ვცხოვრობ.
ipress.ge