ვანო მაჭავარიანი - პუტინი ხდება სტალინის შემდეგ მეორე, რომელსაც სამუდამოდ შეეძლება დარჩეს ლიდერად

ვანო მაჭავარიანი - პუტინი ხდება სტალინის შემდეგ მეორე, რომელსაც სამუდამოდ შეეძლება დარჩეს ლიდერად

access_time2020-07-02 20:00:24

რეფერენდუმით პუტინმა ფაქტობრივად, საბოლოო წერტილი დაუსვა რუსეთის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, მის დასავლეთთან დაახლოებას და ერთპიროვნული და ერთპარტიულ მმართველობას ჩაუყარა საფუძველი“, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ვანო მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსთან“ რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, პუტინი ხდება სტალინის შემდეგ მეორე, რომელსაც საბჭოთა კავშირის შემდეგ სამუდამოდ შეეძლება დარჩეს ლიდერად.


„ეს არის ის გლობალური ტრენდი, რომელიც სწორედ ჩინეთმა ჩამოაყალიბა. ეს არის ტრენდი, რომელსაც ვხედავთ ლიბერალური დემოკრატიის საპირწონედ- ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა. ამ რეფერენდუმით პუტინმა ფაქტობრივად, საბოლოოდ დაუსვა წერტილი რუსეთის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, მის დასავლეთთან დაახლოებას და სწორედ ერთპიროვნული და ერთპარტიულ მმართველობას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც ჩინური სტილია. თუ დავაკვირდებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა პუტინმა და მისმა სისტემამ, რომ არ ჩამოყალიბებულიყო ახალი პოლიტიკური ცენტრი, ძალა ან ლიდერი. ის უალტერნატივოა. იქნებოდა ეს ნემცოვი თუ სხვები,ზოგი დაიღუპა, ზოგმა დაკარგა შესაძლებლობები, რომ იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს არის ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობის ნიშნები, რომელიც რუს ხალხს, გარდა ქვეყნის დატოვებისა, სხვა ალტერნატივას არ უტოვებს. ის, რომ მას აქვს 78%-იანი მხარდაჭერა, ეს მიანიშნებს, რომ ადმინისტრაციული სახელმწიფო რესურსი მუშაობს ერთპარტიული მხარდაჭერის პირობებში და ნებისმიერი განსხვავებული აზრი ან არ რეგისტრირდება ან უბრალოდ უმცირესობის უმცირესობაში აღმოჩნდება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.



ცნობისთვის, რუსეთში ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ამომრჩევლების 77,93% პროცენტი უჭერს მხარს, 21,26 % კი - წინააღმდეგია. ცვლილებები პუტინს 2036 წლამდე ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს უქმნის.


ipn.ge





„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
access_time2020-08-14 12:55:34
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“...

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან
access_time2020-08-14 14:10:52
რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათ აზრით, იმპორტირებული ხილის დიდი რაოდენობა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებს ამცირებს. ამის შესახებ ინფორამციას AgroTimes ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეტიც, გასულ წელს იმპორტირებული ვაშლის 87,2 %, ხოლო ქლიავის 89,2% სწორედ რუსეთში...

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე
access_time2020-08-14 13:00:41
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით, ბირჟიდან მოხსნის შემდეგ ლიკვიდურობა შენარჩუნებულ იქნა, GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო. ბოლო დღეებში ქართულ მედიაში საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ფარესიშვილის და რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული გამამართლებელი არგუმენტების...

მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს
access_time2020-08-14 11:00:51
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიესალმებიან მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტის ინიციირებას და მას საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული: „უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიული წრეები, ბიზნესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ დღეს მოქმედი, სამეწარმეო საქმიანობის მარეგულირებელი ძირითადი კანონი მოძველებულია. შესაბამისად,...

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება - რა რეგულაციების დაცვა იქნება აუცილებელი

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება - რა რეგულაციების დაცვა იქნება აუცილებელი
access_time2020-08-14 12:00:09
2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა რეკომენდაციები შეიმუშავეს. როგორც განათლების სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, 2 084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება და სკოლებს შემდეგი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ: მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა...


მსგავსი სიახლეები

up