ვანო მაჭავარიანი - „ოცნება“ უნდა გამოფხიზლდეს, რათა ქვეყანა არ აღმოჩნდეს სანქცირებული, ეს კატასტროფაა, რომელსაც „ოცნების“ ქორები, რადიკალური ფრთა ვერ აცნობიერებს

ვანო მაჭავარიანი - „ოცნება“ უნდა გამოფხიზლდეს, რათა ქვეყანა არ აღმოჩნდეს სანქცირებული, ეს კატასტროფაა, რომელსაც „ოცნების“ ქორები, რადიკალური ფრთა ვერ აცნობიერებს

access_time2021-02-24 13:00:00

მიაჩნიათ, რომ მათი მთავარი რესურსი არის საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების იგნორირება იმის იმედით, რომ ყველას დაავიწყდება საქართველოს პრობლემები, ეს ყველაფერი ჩაივლის და მათ ეს შერჩებათ, „ქართული ოცნების“ ძირითადი რესურსი ესაა - პრობლემების უარყოფა,- ამის შესახებ ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობები შეზღუდული აქვს და უნდა გამოფხიზლდეს, რათა ქვეყანას მეტი ზიანი არ მიაყენოს.

მისივე თქმით, საერთაშორისო მეგობრები საქართველოსგან პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას ელოდებიან, რაც სწორედ მმართველი გუნდის მეშვეობით უნდა მოხდეს.

„ქართულ ოცნებას“ ახასიათებს წაყრუების პოლიტიკა. მიაჩნიათ, რომ თუ ყურადღებას არ მიაქცევენ, ეს პრობლემა გადაივლის და ჩვენი საერთაშრისო პარტნიორებისთვის საინტერესო აღარ იქნება. ცეცხლს ეთამაშება „ქართული ოცნება“ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ძალაუფლება არ დაკარგოს და ოპოზიციას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რაიმე ფორმით მმართველობაში თავისი ადგილი იპოვოს. დღეს მსოფლიო შეიცვალა და პირველ რიგში, შეცვლილია აშშ-ის ადმინისტრაცია, ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია, რომელიც უშუალოდ იცნობს საქართველოს პრობლემატიკას და რუსულ გავლენას საქართველოში და რუსული ინტერესების გატარებას რეალურ საფრთხედ მიიჩნევს. ესაა ის, რაც „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ გამორჩა ან არ უნდა ამის აღქმა. ამიტომ, ვფიქრობ, სანამ დროა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოუწოდებდნენ, რომ ეს შეცდომა არ დაეშვათ, უნდა იპოვონ დიალოგის შესაძლებლობა და მათი მეშვეობით მოხდეს შეთანხმების მიღეწევა. ესაა, რასაც ჩვენგან ელოდებიან და არა კომფრონტაციას და დაჭერას. „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობები შეზღუდული აქვს, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ნულზეა, ამიტომ უნდა გამოფხიზლდნენ, რომ ქვეყანას იმაზე მეტი ზიანი არ მიაყენონ, ვიდრე უკვე აქვს მიყენებული. არ აღმოჩნდეს ქვეყანა სანქცირებული და არ აღმოჩნდეს ფაქტის წინაშე, რომ შეუჩერდება ევროკავშირის, აშშ-ის დახმარება, მხარდაჭერა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები, ეს კატასტროფაა ქვეყნისთვის, რომელსაც „ქართული ოცნების“ ქორები, რადიკალური ფრთა ვერ აცნობიერებს“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მაჭავარიანის აზრით, „ქართული ოცნებისთვის“ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები მნიშვნელოვანი არ არის და მიაჩნიათ, რომ ყველა, ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს, მიკერძოებულია.


„ქართული ოცნებისთვის“, როგორც ჩანს, ეს არ არის მნიშვნელოვანი და მიაჩნიათ, რომ ვინც საქართველოზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში ზრუნავს და ეხმარება საქართველოს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე, მათი აზრი არის მიკერძოებული ან უმნიშვნელო და მხოლოდ და მხოლოდ მათ მხარესაა სიმართლე, რაც ავტორიტარული, არადემოკრატიული მმართველობისთვისაა დამახასიათებელ, ესაა შედეგი ერთპიროვნული მმართველობისა, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია და რომლის მიხედვითაც მხოლოდ მას აქვს უფლება ილაპარაკოს და მის მხარესაა სიმართლე და დანარჩენი, იქნება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მტრები არიან. ესაა ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან ძვირად დაუჯდება ქვეყანას“,- განაცხადა მაჭავარიანმა.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up