ვანო მაჭავარიანი - კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი საქართველოსთვის უფრო მეტ სამხედრო საფრთხეებს შეიცავს, ვიდრე ფინანსურ, ეკონომიკურ თუ სავაჭრო სარგებელს

ვანო მაჭავარიანი - კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი საქართველოსთვის უფრო მეტ სამხედრო საფრთხეებს შეიცავს, ვიდრე ფინანსურ, ეკონომიკურ თუ სავაჭრო სარგებელს

access_time2019-08-15 13:39:42

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ვანო მაჭავარიანის აზრით, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი საქართველოსთვის უფრო მეტ გეოპოლიტიკურ და გეოსამხედრო საფრთხეებს შეიცავს, ვიდრე ფინანსურ, ეკონომიკურ თუ სავაჭრო სარგებელს.


როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, დღევანდელმა ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობას უნდა აუხსნას, თუ რა ფინანსურ, ეკონომიკურ და კომერციულ სარგებელს მოუტანს ამ მონაკვეთზე ამხელა თანხის დახარჯვა.


“კობი-გუდაურის მიმართულებას წლებია სომხეთი და რუსეთი ლობირებს, იმისთვის, რომ მათ შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო, სავაჭრო თუ სამხედრო გზა არსებობდეს და მათ შორის მიმოსვლას არანაირი პრობლემა არ შეექმნას. ეს ლობირება კი აზიის განვითარების ბანკისა და სხვა ბანკების მეშვეობით ხდებოდა, რომლისთვისაც საქართველოს საკმაოდ დიდი სესხი უნდა აეღო. დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა აუხსნას საქართველოს მოსახლეობას, თუ რა ფინანსური, ეკონომიკური და კომერციული სარგებელი მოაქვს ამ მონაკვეთზე ამხელა თანხის დახარჯვას მაშინ, როდესაც შავი ზღვის პორტებიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, მათ შორის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, სატრანსპორტო-საგზაო კომუნიკაციები დღესაც არ არის მოწესრიგებული. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია ანაკლიის პორტი, რომელიც პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო, დღეს კი ის არამარტო ჩაშლის პირასაა, არამედ ის საგზაო თუ სარკინიგზო კომუნიკაციები, რომელიც უნდა მოწესრიგებულიყო, კიდევ არ არის მოწესრიგებული,“ - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.


მისივე განმარტებით, საკმაოდ დიდი რისკები არსებობს, რომ ეს ჩქაროსნული მაგისტრალი რუსული გეოპოლიტიკური მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.



„არსებობს სამხედრო უსაფრთხოებისა თუ გეოპოლიტიკური რისკები, რომ ეს გვირაბი თუ ჩქაროსნული მაგისტრალი რუსული გეოპოლიტიკური და გეო-სამხედრო სტრატეგიებისთვის იქნება გამოყენებული, ვინაიდან მათ საქართველოს ტრანზიტით პირდაპირ სომხეთთან აკავშირებს. სწორედ ეს არის მათი ძირითადი მიზანი. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ საქართელოს საზოგადოებას ძალიან კონკრეტულად უნდა აუხსნას, თუ რა რისკებთან არის ეს მონაკვეთი დაკავშირებული და როგორ აპირებს ამ რისკების მინიმალიზაციას და რა კომერციულ სარგებელს მოიტანს აღნიშნული მაგისტრალი საქართველოსთვის, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს კრედიტი და ეს ვალი საქართველოს მოსახლეობამ უნდა დააბრუნოს“, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.



შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს “ახალ როკის გვირაბი“ უწოდა და როგორც მან აღნიშნა, ავტობანის აშენების შემთხვევაში, რუსეთს თბილისის სწრაფი აღებისათვის სამხედრო გზა გაეხსნება.


IPN





ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას
access_time2020-03-29 12:00:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს...

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი
access_time2020-03-29 10:00:47
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აშშ-ში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალუ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ბოლო დღეებში დასავლეთზე და მათ შორის აშშ-ზე რამდენიმეჯერ ქილიკი შემომხვდა, ეფექტურად როგორ ვერ შეაჩერეს ვირუსის გავრცელებაო.ჰოდა, გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი :1. ბოლო 50 წელიწადში 15 წლით რომ მოიმატა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ და 80 წელს მიუკაკუნა, ვისი დამსახურებაა? (ამერკის პრეზიდენტობის კადიდატი დემოკრატებიდან, 77 ან 79 წლის...

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს კეტავს

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს კეტავს
access_time2020-03-29 11:00:58
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ....

გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით

გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით
access_time2020-03-28 19:16:14
...

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?
access_time2020-03-28 21:00:20
კორონავირუსის პანდემიის ფონზე ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში ცხოვრება გაჩერდა, შვედეთში კი მაღაზიები, სკოლები და რესტორნები კვლავ ღიაა და კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. Deutsche...


მსგავსი სიახლეები

up