„თავის დროზე 200 000-ლარიანი ზღვარის შემოღება იყო კურსის რყევის გამო მოწყვლადი ჯგუფების დაცვა“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას.
უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარის შემცირებასთან დაკავშირებით კითხვა მაჭავარიანს დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა დაუსვა.მინისტრის განცხადებით, ანალიზმა აჩვენა, რომ დაკრედიტება იზრდება, ასევე კარგად ვითარდება სამშენებლო სექტორი.
„ზღვარის აწევის შემდეგ იყო რისკი, გაძვირებული ლარის პირობებში ეს ხომ არ დააზიანებდა სამშენებლო სექტორს. თუმცა, ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ სამშენებლო სექტორი კარგად ვითარდება, ზრდაც მაღალია. დაკრედიტებაც საკმაოდ დიდი ტემპით მიმდინარეობს. დღევანდელი მონაცემი ამის საჭიროებას არ მოითხოვს. დავსხდეთ ეროვნულ ბანკთან ერთად და თუ სხვა მონაცემი გაქვთ, ერთად გადაგვარწმუნეთ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
1tv.ge