ვანის განახლებული მუზეუმი პირველ მნახველებს მალე მიიღებს-მაია ცქიტიშვილი

ვანის განახლებული მუზეუმი პირველ მნახველებს მალე მიიღებს-მაია ცქიტიშვილი

access_time2020-07-09 15:35:49

,,ვანში გვაქვს მსოფლიო დონის მუზეუმი, ჩვენი ოქროს ფონდის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ იქ მოპოვებული ექსპონატებით არის მდიდარი და შევსებული და შესაბამისად ვანი არის ძალიან დიდი მიზიდულობის ცენტრი და ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისიტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.


ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია ახლახანს დაასრულა. სამუშაოები სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.]


მუზეუმი 1985 წლის შემდეგ არ განახლებულა. სამუზეუმო კომპლექსისთვის აშენდა ახალი ოთხსართულიანი შენობაში, მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია, სამეცნიერო შეხვედრებისთვის აუდიტორია.


მუზეუმში დასასრულს უახლოვდება ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად სხვადასხვა დროს აღმოჩენილი მსოფლიო მნიშვნელობის, უნიკალური ნივთების ექსპოზიციის მოწყობა და ვანის განახლებული მუზეუმი პირველ მნახველებს მალე მიიღებს.



,,პროექტში, დაახლოებით, 11 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მოხდა მუზეუმის აღჭურვა და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მხოლოდ საექსპოზიციო ნაწილი, ძალიან მაღალი დონით არის აღჭურვილი საკვლევი აპარატურა, ასევე საცავები, რაც მისცემს საშუალებას ვანის მუზეუმს მოიზიდოს არა მხოლოდ მნახველი, არამედ მკვლევარიც. მუზეუმის განვითარება მისცემს საშუალებას ვანის მოსახლეობას, ისევე როგორც სხვა რეგიონების მოსახლეობას ისარგებლოს ყველა არსებული პროგრამით. „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში გვაქვს არაერთი დაფინანსების და სუბსიდირების პროგრამა, რომელიც მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს ყველა იმ პროგრამის სუბსიდირების პაკეტით , რომელიც მათ საშუალებას მისცემს გაარემონტონ სახლები, მოაწყონ „გესთ ჰაუსები“. „აწარმოე საქართველოს“ ტურისტული კომპონენტი უკვე რამდენიმე წელია რაც აქტიურია, მაგრამ კოვიდის შემდეგ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჩვენ საგრანტო კომპონენტიც მნიშვნელოვნად გავზარდეთ და დაახლოებით, 40 მილიონი ლარი მთელი საქართველოს მასშტაბით არის განსაზღვრული 30 000 ლარის ოდენობით საგრანტო დაფინანსებისთვის, ანუ ეს არ არის სესხი, ეს არის გრანტი, რომელზეც მოსახლეობამ შესაძლოა შეავსოს განაცხადი და შემდგომში მოახმაროს ეს თანხა როგორც კვების ობიექტების, ისე „გესთ ჰაუსების“ მოწყობას. ჩვენი ამოცანაა, ასეთი პროექტების განხორციელებით მივცეთ საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას მიიღონ შემოსავალი, ჩვენ კი გავხადოთ ჩვენი ქვეყანა უფრო მდიდარი ასეთი ადგილებით და ტურისტული ლოკაციებით“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ონშიც დაწყებულია ახალი მუზეუმის მშენებლობა, რომელიც ასევე მსოფლიო დონის მუზეუმი იქნება.


,, იქაც მდიდარი კოლექციაა, დაახლოებით 14 ათასი ექსპონატია ბრინჯაოს ხანის პერიოდიდან. არის მდიდარი ეთნოკულტურული, ისტორიული და არქეოლოგიური კოლექცია. ჩვენი პროექტები და ჩვენი შიდა ტურიზმის კამპანია ემსახურება იმას, რომ თავად აღმოვაჩინოთ, თუ რამდენი რამ გვქონია სანახავი და მერე უკვე ჩვენ თვითონ ვიქცეთ უცხოელი ტურისტებისთვის გიდებად“-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up