„ვამზადებთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლითაც იზრდება სამინისტროს, როგორც მაკონტროლებლის როლი“ - ზურაბ აზარაშვილი

„ვამზადებთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლითაც იზრდება სამინისტროს, როგორც მაკონტროლებლის როლი“ - ზურაბ აზარაშვილი

access_time2023-03-25 22:35:13

„დავიწყეთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება, რომლითაც სახელმწიფო კიდევ უფრო აქტიურად იქნება ჩართული ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებისა და კონტროლის ნაწილში. ამ ცვლილებებით, ვაძლიერებთ სამინისტროს, როგორც რეგულატორისა და მაკონტროლებლის როლს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად მოხდეს რეაგირება“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. 


ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ფასების შეთანხმებულად გაზრდის შემდეგ მიიღეს. 



„პირველად ეს მოხდა 15 თებერვლის შემდეგ, როდესაც გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დავაწესეთ. მაშინვე მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს და ფასები ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. მეორედ კი ეს მოხდა 15 მარტის შემდეგ, როდესაც რეფერენტული ფასები კიდევ 300 მედიკამენტზე ამოქმედდა. აღმოჩნდა, რომ ბაზრის რამდენიმე მოთამაშემ, ონკოლოგიურ ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ერთი და იგივე ფასი დააწესა. ამით, ჩვენი ოპონენტების მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებასაც მინდა გამოვეხმაურო და კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ შეუძლებელია, ერთსა და იმავე მედიკამენტზე, 4 და 5 კომპანიას, ლარის სიზუსტით განესაზღვრა ერთნაირი ფასი, თუ ეს არ იყო წინასწარი შეთანხმება, თან როდესაც ათობით წამალზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ამ ფაქტზეც ვაცნობეთ კონკურენციის სააგენტოს. სწორედ ასეთი შემთხვევებზე ეფექტური რეაგირებისთვის ვამზადებთ საკანონმდებლო ცვლილებებს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up