„ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების დახურვა სავალუტო ბაზარს შეზღუდავს, მაგრამ ლარის კურსზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება“

„ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების დახურვა სავალუტო ბაზარს შეზღუდავს, მაგრამ ლარის კურსზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება“

access_time2020-04-03 13:40:55

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სავალუტო ჯიხურები დროებით დაიხურა.მოსახლეობა ვალუტის გადაცვლას მხოლოდ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში შეძლებს.


საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობა.


„კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ სავალუტო ჯიხურების დახურვა გარკვეულწილად სავალუტო ბაზრის შეზღუდვას ნიშნავს იმიტომ, რომ ბევრი მოთამაშე დროებით გადის ბაზრიდან, თუმცა,ბანკებს მონოპოლიის, შეთანხმების და მეტი სპეკულირების საშუალებას ეროვნული ბანკი არ მისცემს.



„რადგან ვალუტის გაცვლა სავალუტო ჯიხურებში აღარ მოხდება, ეროვნული ბანკისთვის მეტი კონტროლის საშუალება იქნება, თუმცა, ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ ლარის კურსის ხელოვნურად გაკონტროლება წარმოუდგენელი და ასევე კონტრპროდუქტიულია. არ ვთვლი, რომ ეს ფაქტი გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, ის საბოლოოდ მაინც წონასწორულ კურსზე დადგება. სავალუტო ჯიხურების დახურვა, გარკვეულწილად ნიშნავს, სავალუტო ბაზრის შეზღუდვას, იმიტომ რომ ბევრი მოთამაშე დროებით გადის ბაზრიდან და სიტუაცია ნაკლებად კონკურენტული ხდება, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ბანკებს მონოპოლიის, შეთანხმების და მეტი სპეკულირების საშუალება ექნება, რადგან ბოლო-ბოლო რეგულაციები არსებობს და ეროვნულ ბანკს შეუძლია სიტუაციის გაკონტროლება. ბაზარზე კონკურენცია დაიკლებს და რა თქმა უნდა, ეს კარგი არ არის. ეკონომიკური კუთხით თუ შევაფასებთ,სავალუტო ჯიხურების დახურვა არ იყო აუცილებელი და სასურველი, თვითონაც აღნიშნეს რომ ამის მიზეზი ეპიდემიური სიტუაციაა, მაგრამ აქ მეორე საკითხიც დადგა, რომ ის ხალხი რომლებიც ჯიხურებში უნდა მისულიყო, ბანკებში მივა და უფრო მეტი ხალხი მოგროვდება, მაგრამ ეს მაინც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გადასაწყვეტია. აქვე აღვნიშნავ, რომ ლარის გამყარების ტენდენციის გააგრძელების მოლოდინი ნამდვილად არსებობს“, - განმარტა სოსო ბერიკაშვილმა.


ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, დეპუტატი რომან გოცირიძე კი სოციალურ ქსელში სავალუტო ჯიხურების დახურვის საკითხს მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ  ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ექსკლუზიურად აღმოჩნდება მხოლოდ ბანკების ხელში, სადაც კურსი ისედაც მაღალი იყო და ნაკლებ კონკურენტულ პირობებში მომსახურებას კიდევ უფრო გააძვირებენ.


„დაუშვებელია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვა. მათი როლი ვირუსის გავრცელებაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერი სასურსათო მაღაზიის ან აფთიაქის. ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ექსკლუზიურად აღმოჩნდება მხოლოდ ბანკების ხელში, სადაც კურსი ისედაც მაღალი იყო ყოველთვის და ნაკლებკონკურენტულ პირობებში კიდევ უფრო გაუძვირებენ კლიენტებს მომსახურებას. ეს ასევე გამოიწვევს ბანკებში ადამიანების მიმართვიანობის ზრდას, რაც დახურულ სივრცეში ვირუსის გავრცელების უფრო მეტი რისკის შემცველია, ვიდრე ღია სივრცეში მომუშავე სავალუტო პუნქტების უმეტესობაში,“ - აღნიშნავს რომან გოცირიძე.

 

ნინო თამაზაშვილი

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up