ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები ეროვნული  ბანკის მოსალოდნელ რეგულაციაზე

ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები ეროვნული ბანკის მოსალოდნელ რეგულაციაზე

access_time2018-01-30 10:40:29

უახლოეს მომავალში „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს  დამატებითი მოთხოვნები დაუწესდებათ. აღნიშნულს„კომერსანტთან“ ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების ხელმძღვანელები აფასებენ.


როგორც ცნობილია,  ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ განაცხადა, რომ სამომავლოდ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებზე მაღალი მოთხოვნების დაწესება იგეგმება.

 

„დავაწესებთ მოთხოვნებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მფლობელებისთვის, მათ საქმიანობაზე, გამოცდილებაზე. ეს არ იქნება ისეთი სტანდარტები, როგორიც გვაქვს ბანკების ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, მაგრამ ფინანსური საქმიანობის წარმმართველი პირი ნასამართლევი რომ არ უნდა იყოს, ალბათ, ყველა დამეთანხმება. კანონი მომხმარებელს უფლებას აძლევდა, დროის რაღაც მონაკვეთში სავალუტო ჯიხურისთვის თანხა დაებრუნებინა. დაახლოებით ამგვარი ნორმის კვლავ შემოტანაზე ვფიქრობთ,- აღნიშნა კიკორიამ.

 

ამასთან კიკორია აცხადებს, რომ  სავალუტო ჯიხურებში ფულის გადახურდავებისას ტურისტების მოტყუების ფაქტები საბოლოოდ უნდა აღმოიფხვრას.

 

„სავალუტო ჯიხურებზე ზედამხედველობა შეზღუდული იყო და მხოლოდ ფულის გათეთრების ნაწილზე ვრცელდებოდა. ამ ცვლილებებით კი ეროვნულ ბანკს აქვს უფლება, სავალუტო ჯიხურები ფინანსურ შუამავლად განიხილოს და მაღალი მოთხოვნები დაუწესოს.


შარშან კვირა არ გასულა, რომ სავალუტო ჯიხურებში ფულის გადახურდავებისას ტურისტები არ მოეტყუებინათ. ახალი რეგულაცია კი საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლის ინტერესების დასაცავად მომსახურების წესები დავადგინოთ“, - განაცხადა კიკორიამ.

 

 

„კომერსანტი“ აღნიშნულ თემაზე სავალუტო ჯიხურების დამფუძნებლებს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, ტურისტების მოტყუებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები ნაწილობრივ კვლავ აქტუალურია.

 

ჩვენთან საუბრისას, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების მფლობელების უმეტესობა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებზე დამატებითი  მოთხოვნების დაწესებას დადებითად აფასებს. მათივე თქმით, ეს პროცესი აუცილებლად დასაწყებია, რადგან სხვისი არაკეთილსინდისიერებით ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებს იმიჯი ელახებათ.

 

„ზარაფი +“-ის დამფუძნებელი  ტარიელ კუპატაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მსგავსი სახის პრობლემა ქვეყანაში კვლავ არსებობს და ის სხვა სავალუტო ჯიხურებს პრობლემას უქმნის.

 

„ისეთ ადგილებზე სადაც ტურისტები ინტენსიურად მოძრაობენ ჯიხურებში ფულის გადახურდავებისას მათ ატყუებენ და არაკეთილსინდისიერად ექცევიან. ეროვნული ბანკი ამ პრობლემას შედეგიანად ებრძვის, თუმცა ბოლომდე ვერ მოგვარდა. გარკვეულწილად ეს ჩვენზეც ცუდად ისახება, რადგან ამით სხვა გადამცვლელი ჯიხურების იმიჯიც ილახება“, - აღნიშნა ტარიელ კუპატაძემ.

 

როგორც „ზარაფი +“-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, „იმ შემთხვევაში თუ უკვე არსებულზე მაღალი მოთხოვები დაწესდება, ვეცდებით, რომ შევასრულოთ. ყველა რეგულაცია რომელიც წესდება დროისა და მოთოვნის შესაბამისია. წინსვლა უნდა გაგრძელდეს და ჩვენც მას ფეხი უნდა ავუწყოთ“, - განაცხადა კუპატაძემ.

 

„მაიფინის“ დირექტორი დავით ფანგანი მიიჩნევს, რომ „ეროვნული ბანკის“ მიერ ჩატარებულმა სხვადასხვა სახის მონიტორინგმა ბაზარზე ტურისტების მოტყუების ფაქტები შედარებით შეამცირა.

 

„ადრეულ პერიოდში მსგავსი სახის თაღლითობებს ხშირად ვხვდებოდით, ხოლო ბოლო პერიოდში ამგვარი ფაქტები არ გვსმენია. ვთვლი, რომ ეს საკითხი თავისთავად რეგულირდება. „ეროვნული ბანკის“ მონირინგის სამსახური ამ საკითხზე მუშაობს. ამ მიმართულებით მონიტორინგი კვლავ საჭიროა, რადგან მსგავსი ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები იმიჯს  გვილახავენ“, -განმრატა ფანგანმა.


მისივე თქმით, „ჩვენს  მიმართ უკვე არსებული კანონები საკმაოდ მკაცრია, თუმცა ამის მონიტორინგი მაინც აუცილებელია. უნდა მოხდეს კამერების ქვეშ თანხის დათვლა, სავალუტო ჯიხურებმა კეთილსინდისიერად უნდა იმუშაონ. ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ იმაზე მაღალი მოთხოვნები დაწესდეს ვიდრე ეს დღესაა“, - განუმარტა „კომერსანტს“ „მაიფინის“ დამფუძნებელმა.   

 

„ფინის“ დამფუძნებელი კახა კოტორაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სავალუტო ჯიხურებს  ძალიან ბევრ ბიუროკრატიული პროცედურა ეხებათ  და უფრო მაღალი მოთხოვნების დაწესება ზედმეტია.


„საუბრები კვლავ მიდის, იმაზე რომ ტურისტების მოტყუება ხდება. თუმცა, ეს წარსულში უფრო გახშირებული იყო. პირადად მე ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტი არ მსმენია. რაც შეეხება მოთხოვნების გამკაცრებას, ამ ეტაპზე ჩვენ ძალიან ბევრ ბიუროკრატიულ პროცედურას ვატარებთ და კიდევ უფრო მაღალი მოთხოვნების დაწესება ზედმეტია. ვთვლი, რომ პირიქით, მომსახურება უნდა გამარტივდეს“, - აღნიშნა „ფინის“ დამფუძნებელემა.


ავტორი: ლიკა გურაბანიძე



4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...

რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება 8 ივნისიდან

რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება 8 ივნისიდან
access_time2020-06-04 21:00:36
8 ივნისიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ერთი ნაწილი იხსნება, თუმცა კვლავ რჩება სავალდებულო ხასიათის შესასრულებელი მოთხოვნები. შეზღუდვები, რომლებიც იხსნება: მიმოსვლა შესაძლებელი ხდება...


მსგავსი სიახლეები

up