ვალუტის გადაცვლა  ელექტრონული აპარატებითაც იქნება შესაძლებელი

ვალუტის გადაცვლა ელექტრონული აპარატებითაც იქნება შესაძლებელი

access_time2019-08-22 12:15:09

ვალუტის გადაცვლა ელექტრონული აპარატებითაც იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 20 აგვისტოს ბრძანებაშია აღნიშნული, რომელიც „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში“ ცვლილებების შეტანას გულისხმობს.


მეწარმე სუბიექტმა, რომელსაც სურს განახორციელოს ვალუტის გადაცვლის ოპერაციები ელექტრონული აპარატების მეშვეობით, რეგისტრაციის მიზნით უნდა მიმართოს ეროვნულ ბანკს განცხადებით.


როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს ელექტრონული აპარატების მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:


ელექტრონული აპარატი იღებს ნებისმიერი ნომინალის ლარის ბანკნოტს და მონეტას, უცხოური ვალუტის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მხოლოდ 100 ან უფრო დაბალი ნომინალის ბანკნოტების და მონეტების მიღება, გარდა რუსული რუბლის, თურქული ლირის, აზერბაიჯანული მანათის, სომხური დრამისა და უკრაინული გრივნის;
ელექტრონულმა აპარატმა უნდა განახორციელოს საეჭვო ბანკნოტების და მონეტების ამოცნობა და არ მიიღოს ასეთი ბანკნოტები და მონეტები ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განსახორციელებლად;



ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განხორციელების დროს მომხმარებელს უბეჭდავს ქვითარს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად;



ელექტრონულ აპარატში დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება ელექტრონული აპარატების ვიდეომეთვალყურეობა და შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება. ჩანაწერი უნდა ინახებოდეს მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში. სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში კი ვალუტის გადამცვლელი პუნქტი უფლებამოსილი არ არის ვალუტის გადაცვლის ოპერაციები განახორციელოს შესაბამისი გაუმართავი ელექტრონული აპარატის მეშვეობით;



გააჩნია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა ვალუტის გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხად, რომელსაც გააჩნია საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენის შესაძლებლობა;



ელექტრონულ აპარატს უნდა შეეძლოს თითოეულ განხორციელებულ ოპერაციაზე კლიენტის პასპორტების ან/და პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტების წაკითხვა და შესაბამისი ელექტრონული ასლის შენახვა.



ამასთან, ბრძანების თანახმად, კლიენტის მიერ ელექტრონული აპარატის მეშვეობით განხორციელებული ვალუტის გადაცვლის ჯამური ოპერაციების მოცულობა დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3,000 ლარს (ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში).ელექტრონული აპარატების მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმისათვის).



BPN





სილამაზის სალონი „ვი ემ თის“ მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“  მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის
access_time2020-05-25 17:00:48
სილამაზის სალონის მფლობელი, შპს „ვი ემ თის“ დამფუძნებელი თეონა ხარაზიშვილი „თიბისი დაზღვევას“  ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. როგორც „კომერსანტს“ თეონა ხარაზიშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განუცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 04 დეკემბერს ქ.გორში სილამაზის სალონში მომხდარ შემთხვევას, როდესაც დაზიანდა ეპილაციის აპარატი, რომელიც დაზღვეული იყო „თიბისი დაზღვევის“ მიერ და რომლის შეკეთებაც 19 400 ევრო ჯდება. გიგუაშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანია დაზღვეულს  დღემდე...

უფრო აქტიურ ლოკაციას ვარჩევთ - ფრანგული რესტორანი Ladurée ვაკეში დაიხურა

უფრო აქტიურ ლოკაციას ვარჩევთ - ფრანგული რესტორანი Ladurée ვაკეში დაიხურა
access_time2020-05-25 14:00:50
ფრანგული საცხობი და ტკბილეულის სახლი Ladurée თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე გასულ წელს  გრანდიოზულად გაიხსნა. რესტორანი, რომელიც როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ ლაქშერი მომსახურეობის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებდა, რამდენიმე კვირის წინ დაიხურა. როგორც „კომერსანტს“ რესტორან Ladurée-ს დირექტორმა  გიორგი ღვინაძემ განუცხადა, მიუხედავად...

კომპანიების 28%-ს ვალდებულებების გასტუმრება უჭირს

კომპანიების 28%-ს ვალდებულებების გასტუმრება უჭირს
access_time2020-05-25 15:00:04
ინვესტორთა საბჭოს დაკვეთით PWC საქართველომ ბიზნესზე Covid19-ის გავლენა გააანალიზა. კვლევაში 1 938-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.მოთხოვნის შემცირებამ გამოკითხული საწარმოების უმეტესობაში (65%) უკვე გამოიწვია 50%-ზე მეტით შემოსავლის შემცირება. რესპონდენტებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდნენ სასტუმროები და რესტორნები, რომელთა 75%-ზე მეტმა განიცადა შემოსავლის მნიშვნელოვანი შემცირება. მოთხოვნის შემცირებამ, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა (ფულადი მოთხოვნების...

გიგა ბედინეიშვილი: „ეროვნული ბანკი გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“

გიგა ბედინეიშვილი: „ეროვნული ბანკი გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“
access_time2020-05-25 13:00:13
„ეროვნული ბანკი რაღაც გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“, - ამის შესახებ ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს.მისი თქმით, ეროვნული ბანკის საქმიანობას ვერანაირად ვერ შეაფასებს დადებითად, რადგან სახეზე გვაქვს მაღალი ინლფაციის მაჩვენებელი და გაცამტვერებული ლარი. „ვერანაირად ვერ შევაფასებდი ერონული ბანკის ქმედებებს დადებითად. როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ თავის გართმევაზე, რადგან მაღალი ინფლაცია გვაქვს და ლარი...

უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს

უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
access_time2020-05-25 10:30:54
უძრავი ქონების პლატფორმა Livo-ს გადაწყვეტილებით, 2 თვის განმავლობაში, ნებისმიერი  მსურველი სამშენებლო კომპანია კვალიფიციურ, ინდივიდუალურ კონსულტაციას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს. კომპანიებს კონსულტაციას ლივოს წარმომადგენლები  საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვის მიმართულებით გაუწევენ. მომსახურებით რამდენიმე პარტნიორმა სამშენებლო კომპანიამ უკვე ისარგებლა. ლივოს კონსულტაციის შედეგად, არსებული გამოწვევის ფონზე,...


მსგავსი სიახლეები

up