„ვალის ასეთი სწრაფი ზრდა ქვეყანას საგარეო კრედიტორებისთვის არასანდოს ხდის“

„ვალის ასეთი სწრაფი ზრდა ქვეყანას საგარეო კრედიტორებისთვის არასანდოს ხდის“

access_time2020-11-13 13:00:56

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 62% იქნება. IMF-ის მისიის ხელმძღვანელის მერსედეს ვერა-მარტინის თქმით, გასათვალისწინებელია ორი მთავარი ფაქტორი: 1. პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ვალი ძირითადად არის დოლარში ან ევროში; 2. ეს ის დაფინანსებაა, რომელიც ხელისუფლებამ მოიზიდა პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად.


ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი გიორგი მჟავანაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ საგარეო ვალის ასეთი რადიკალური ზრდა პანდემიამ გამოიწვია და ის მოკლევადიან პერიოდში დასაშვებია, თუმცა გრძელვადიანი სახე არ უნდა მიიღოს.


„2021 წელს ეს შეზღუდვა დაირღვევა და საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-იან ნიშნულს გადასცდება. ეს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებშია დასაშვები, რაც ახლაც გვაქვს, ეს არის კოვიდის პანდემიის გამო გამოწვეული შოკი და კანონი ამას უშვებს, მაგრამ ამას უშვებს მოკლევადიან პერიოდში და გრძელვადიანი სახე არ უნდა მიიღოს. რეკორდულად დიდი რაოდენობის თანხა ვისესხეთ წელს, ეს არის ზუსტად იმისათვის, რომ პანდემიიდან გამოწვეული ეკონომიკური შოკი შევამციროთ.


დანაკლისი რაც შემოსავლებში იყო, ნაწილი ავინაზღაუროთ, ასევე გავაგრძელოთ ეკონომიკის მასტიმულირებელი პროგრამები, როგორც ბიზნესისთვის ასევე ოჯახებისთვის, ანუ ფიზიკური პირებისთვის, სოციალური პროგრამების სახით.
თუმცა, ჩვენ ასევე ვიღებთ პასუხისმგებლობას საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, რომ მომავალ წლებში დავიწყებთ ვალების შემცირებას და 5 წლიან ან 10 წლიან პერიოდში ეს იქნება 60% -ზე ნაკლები“,
- განაცხადა მჟავანაძემ.


მკვლევარი რისკებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მაღალი საგარეო ვალი სამ ძირითად რისკს შეიცავს, მათ შორის ლარის გაუფასურების გავლენა, რომელიც ამ ვალს კიდევ უფრო გაზრდის. ასევე ქვეყანა არასანდო ხდება საგარეო კრედიტორებისთვის და შეინიშნება ამ სახსრების არაეფექტიანი ხარჯვა, რომლითაც ძირითადად ბიზნეს სექტორი ვერ სარგებლობს.



„რაც შეეხება რისკებს, პირველი რისკი არის ის, რომ ჩვენ ამ სესხს ვიღებთ უცხოურ ვალუტაში, შესაბამისად სახელმწიფო, როგორც ჩვეულებრივი მსესხებელი, რომელსაც სესხი აქვს დოლარში აღებული, დგას სასესხო რისკის წინაშე, შეასაბამისად ლარის გაუფასურება ამ ჩვენ ვალს კიდევ უფრო გაზრდის და ბიუჯეტზე და შესაბამისად მოსახლეობაზე წნეხი კიდევ უფრო დიდი იქნება. ეს ვალი გადასახდელია მოსახლეობის მიერ, მათი გადახდილი გადასახადებიდან. შემოსავალი და ეკონომიკა ჩვენ გვაქვს ლარში, ქვეყანის ვალი დოლარშია და თუ ლარის გაუფასურების შემდეგი ტალღა იქნება ეს საკმაოდ დიდ ზეწოლას მოახდენს ბიუჯეტზე, რადგან უფრო დიდი თანხა წავა ბიუჯეტიდან ამ ვალების გასასტუმრებლად და სოციალური და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად ნაკლები დარჩება.


მეორე დიდი რისკი არის ის, რომ როდესაც საგარეო ვალების მშპ -სთან შეფარდება სწრაფად იზრდება მაშინ ის ქვეყანა უფრო არასანდო ხდება საგარეო კრედიტორებისთვის, ანუ ფულის სესხება მერე სულ უფრო რთული იქნება, სულ უფრო ცუდი პირობები იქნება ამ სესხებში ჩადებული, ვგულისხმობ მაღალ საკრედიტო განაკვეთს.


მესამე ასევე მნიშნვნელოვანი არის ის, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ სახსრებს, მთავრობას ბიუჯეტის კუთხით ჰქონდა პრობლემა. სოციალური კუთხით კარგად სრულდება, თუმცა ბიზნესის დახმარების კუთხით არის პრობლემა, ის პროგრამები რაც იყო დაანონსებული და დაწყებული, სესხის სუბსიდირების პროგრამები, მიკროგრანტები, დაახლოებით 50%- ით სრულდება. სახელმწიფომ ეს თანხები ვერ დახარჯა ანუ ზოგი პაკეტი არაეფექტიანი აღმოჩნდა უბრალოდ ბიზნესებმა არ ან ვერ ისარგებელს“, - განმარტავს გიორგი მჟავანაძე.


კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღქმა, რომ ეს ვალი მხოლოდ ბიუჯეტის კი არა, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია.


„თავისთავად ვალი არ არის კატასტროფა, ადამიანებიც და ქვეყნებიც ვალებთან ერთად ცხოვრობენ, თუმცა აქ მნიშვნელოვანი არის ის, თუ რამდენია ეს ვალი შემოსავალთან მიმართებაში. მდიდარ ქვეყნებს, გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი შემოსავალი აქვთ, მეტის გადახდა შეუძლიათ და ყოველთვიური გადასახადი, ისევე როგორც ეს ადამიანების პირადი ვალის შემთხვევაშია, მათ ნაკლებად აწვებათ.


სახელმწიფო საგარეო ვალს იმისთვის იღებს, რომ ქვეყანა გაჭირვებიდან ამოვიდეს და უფრო გადახდისუნარიანი გახდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხი რაღაც ფორმით აკონტროლებდეს თუ რაში იხარჯება საგარეო ვალი და მართლა ხმარდება თუ არა იმ მიზანს, რისთვისაც სახელმწიფომ ეს ვალი აიღო, ასევე მოქალაქეში უნდა იყოს შეგრძნება, რომ ბიუჯეტის ფული მათი ფულია და შესაბამისად ბიუჯეტის ვალიც მათი ვალია, რადგან ბიუჯეტი სწორედ ადამიანების მიერ გადახდილი გადასახადებით ფორმირდება. ასევე შეგრძნება, რომ მთავრობამ წინასაარჩევნოდ დახმარებები დაარიგა არასწორია, არ არსებობს ეს დახმარებები, ეს ჩვენი ფულია.


იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკა გაიზრდება პროპორციაც შეიცვლება, რადგან ეკონომიკას თუ გავზრდით, უფრო გადახდისუნარიანები გავხდებით და რაც უფრო შევამცირებთ ვალს, მით უფრო მეტის აღებას შევძლებთ კრიზისის შემთხვევაში“, - აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up