ვალიკო ბაბუ დევნილთა დასახლებიდან უკვე მილიონერია

ვალიკო ბაბუ დევნილთა დასახლებიდან უკვე მილიონერია

access_time2020-02-05 14:41:32

მოგებული ჯეკპოტი 1 182 454 ლარი „საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ კვაჭაძეების ოჯახს გუშინ საზეიმო ვითარებაში გადასცა.
ჯეკპოტის - 1 182 454 ლარის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე კვაჭაძეების ოჯახი ბათუმიდან თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა.


მილიონ ლარზე მეტი ჯეკპოტის გადაცემისას იყო ბევრი ემოცია - სიხარული, ცრემლნარევი ბედნიერება და გაოგნებაც კი, გაოგნება, რადგან 2 ლარად „ლოტო 6/42“-ის შეძენილი ბილეთით მოგებული მილიონის ისტორია მართლაც რომ კეთილ ზღაპარს ჰგავს. თუმცა, კვაჭაძეების ოჯახის ამბავი რომ რეალურია, ეს ყველაზე მეტად თავად კვაჭაძეების ოჯახმა იცის - სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე მათ „საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ მოგებული ჯეკპოტი უკვე ჩაურიცხა.




პირველი, რასაც კვაჭაძეების ოჯახი მოგებული მილიონით გააკეთებს, ბათუმის ბენზესდასახლებაში დაგირავებულ საგვარეულო ბინას გამოიხსნის, გაარემონტებს და ცხოვრებასაც მშობლიურ ბინაში გააგრძელებს. დარჩენილი მილიონის ნაწილით კი ოჯახი ძალიან ბევრი სურვილის ასრულებას შეძლებს.


სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება მომავლის შიშითა და გაჭირვებით სავსე ცხოვრება. „ლოტო 6/42“-ში მილიონის მოგებამდე კვაჭაძეების ოჯახმა საკმაოდ რთული გზა გაიარა, გზა კათარზისიდან მილიონამდე. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, ვალიკო ბაბუ საკვებისთვის ყოველდღე სოციალურ სასადილოში დადიოდა და გზად მდებარე ჯიხურში ლატარიის ბილეთს ყიდულობდა, იმის იმედით, რომ მოიგებდა და დაგირავებულ ბინას გამოიხსნიდა. ოჯახი დევნილთა დასახლებაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.



18 იანვარს 2 ლარად შეძენილი „ლოტო 6/42“-ის ბილეთმა კვაჭაძეების ოჯახს ყველაზე სანუკვარი ოცნების ასრულების შესაძლებლობა მისცა და მათი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალა - კვაჭაძეებისთვის გზა სოციალურად დაუცველობიდან მილიონერობამდე ლატარიის კომპანიაზე გავიდა!






(NS)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up