თაღლითური სქემა ამოქმედდა - მოსახლეობას განულებული ვალების დაბრუნებას სთხოვენ

თაღლითური სქემა ამოქმედდა - მოსახლეობას განულებული ვალების დაბრუნებას სთხოვენ

access_time2018-12-27 16:00:00

„გამარჯობა, კითხვა მაქვს. სესხების განულების დროს vali.ge-ზე მიწერია, რომ თიბისი ბანკის 6210 ლარი ჩამომეჭრა, ამ სესხზე მირეკავენ ამომღები კომპანია „ტრიბადან“ და მთხოვენ იგივე თანხის შეტანას, ეს თანხა არავის არ ჩამოუჭრიაო და თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ გარკვევაში, მადლობა წინასწარ“, - მსგავსი შინაარსის შეტყობინებები და ზარები „კომერსანტში“ ყოველდღიურად შემოდის. ათობით ადამიანი გვიყვება, რომ ისინი ვალის განულების პროგრამაში მოხვდნენ, თუმცა, სესხის ამომღები კომპანიები მათ ჩამოწერილი ვალის გადახდას მაინც სთხოვენ. შედეგად, მოსახლეობა გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდა. „ამნისტირებულმა“ გადამხდელებმა ვერ გაარკვიეს ჩამოეწერათ თუ არა ვალი, მათ არც ის იციან რა უნდა მოიმოქმედონ იმ შემთხვევაში, როდესაც სესხის ამომღები კომპანია მათ ვალის დაბრუნებას სთხოვს.


„კომერსანტი“ შეეცადა ამ კითხვებზე პასუხი დარგის ექსპერტებისგან მიიღოს.


 


საბანკო და საფინანსო სფეროს წამყვანი ექსპერტი გოგიტა ცუცქირიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ადამიანს სესხი გაუნულდა ვერანაირი სესხის ამომღები ორგანიზაცია თანხის დაბრუნებას ვეღარ მოსთხოვს. ექსპერტი ამბობს, რომ  საკითხი სამართლებრივად უნდა დარეგულირდეს. მისი თქმით, ადამიანმა უნდა გაარკვიოს რომელ ორგანიზაციაში ჰქონდა სესხი და იქ დაადასტურებინოს, რომ მას სესხი განულებული აქვს. შედეგად კი, როდესაც დაურეკავენ ეს იქნება მტკიცებულება, რომ მას აღარ აქვს არაფერი გადასახდელი.

 


„თუ ადამიანმა ნახა, რომ მისი სესხი იყო განულებული, პირველ რიგში, უნდა მიმართოს ორგანიზაციას, სადაც ჰქონდა სესხი და იქ გაარკვიოს რაშია საქმე. შეიძლება ადგილი ჰქონდეს გაუგებრობას, უბრალოდ მოხდა ინფორმაციის დუბლირება და არ არის ვალი დაქვითული. თუ გაუგებრობა არ არის და არსებობს კონკრეტული მიზეზი, ეს მიზეზი უნდა იყოს განმარტებული. როდესაც დაურეკავს ამომღები ორგანიზაცია მან უნდა განუმარტოს რომელი მუხლით, რომელი კანონით და რომელი შეთანხმებით ხდება ეს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც თაღლითობს. ადამიანებმა უნდა მიმართონ ეროვნულ ბანკს, საკრედიტო ინსტიტუტებზე ზედამხედველი მაინც არის ეროვნული ბანკი“, - აცხადებს გოგიტა ცუცქირიძე.

 

 

სავარაუდო თაღლითური ქმედების შესახებ გვიყვება არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით,  რამდენიმე ორგანიზაცია თვითონვე ააქტიურებს ანგარიშს და მსესხებლის ანგარიშზე მცირე თანხა შეაქვს, რათა ადამიანი სიიდან ამოვარდეს. „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლის თქმით, მოქალაქემ უნდა მოითხოვოს კონკრეტული დოკუმენტაცია რის საფუძველზე თხოვენ თანხის დაბრუნებას.  კეპულაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ზეპირი შეთანხმებით არავის არაფერზე დათანხმდნენ და  ყველაფერი იურიდიულად გააფორმონ.

 

 „გაუგებრობები არსებობს და ალბათ „ფონდ ქართუს“ ეცოდინება რაშია საქმე, თუ მას გამოსყიდული აქვს პრობლემური აქტივები კონკრეტული კომპანიებისგან, ბანკებისგან თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან რატომ სთხოვენ ეს ორგანიზაციები ადამიანებს თანხის გადახდას? შეიძლება  კომუნიკაციის პრობლემაც იყოს და იმ ორგანიზაციაში არ იციან კონკრეტულად ვის შეეხო სესხის განულება. შეიძლება რამდენიმე ორგანიზაცია ცდილობს საბოლოო ჯამში უფრო მეტი თანხა ამოიღოს. ის ვისაც საბოლოოდ ეს ვალი ჩამოეწერა კარგად არის ინფორმირებული საკუთარი დავალიანების შესახებ და მნიშვნელოვანია ამ ადამიანებმა ბოლომდე მიიყვანონ ეს საკითხი“, - აცხადებს გიორგი კეპულაძე.

 

 „კომერსანტი“ დილიდან ცდილობს დაუკავშირდეს „ფონდ ქართუს“, თუმცა ორგანიზაციაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.



ავტორი: ბაჩო ადამია





„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up