ვალერი ჩეხერიამ და ლევან ბერულავამ “აჭარა ჯგუფი“ ოფიციალურად დატოვეს

ვალერი ჩეხერიამ და ლევან ბერულავამ “აჭარა ჯგუფი“ ოფიციალურად დატოვეს

access_time2021-02-20 14:00:26

„აჭარა ჯგუფი” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ვალერი ჩეხერიამ და მმართველმა დირექტორმა ლევან ბერულავამ დატოვეს, ამის შესახებ ვალერი ჩეხერია ფეისბუქ სტატუსში წერს.

”კომერსანტი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

“სალამი, მეგობრებო.

დასრულდა ჩვენი და აჭარა ჯგუფის, ათწლიანი, საქმიანი და ძალიან წარმატებული ურთიერთობა. მე 10 წლის წინ თემურ უგულავას ბიზნესს შემოვუერთდი და ერთმანეთის მხარდამხარ, თავდაუზოგავი შრომით და უდიდესი შემართებით, შევქმენით ინოვაციური კომპანია, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში უდიდესი აღიარება მოიპოვა.
მინდა, მადლობა გადავუხადო გუნდს, რომელიც 2011 წლიდან ლევან ბერულავასთან ერთად ჩამოვაყალიბე და რომელმაც შექმნა საქართველოს ისტორიაში ყველაზე თანამედროვე, ხოლო რეგიონში უპირობოდ ლიდერი კომპანია.
ჩვენს გუნდთან ერთად მოვახერხეთ სრულად შეგვეცვალა საქმისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულება. დავამკვიდრეთ თანასწორობის პრინციპს, სოციალურ პასუხისმგებლობას, კორპორაციულ კულტურასა და ერთმანეთის შრომის პატივისცემაზე დაფუძნებული ახალი სტანდარტი.
ფუნდამენტურ ფასეულობებზე დაყრდნობით, შევქმენით იდეა, რომელმაც კომპანიის ყველა თანამშრომელს განვითარებისა და წინსვლისთვის თანაბარი შანსი მისცა, მიუხედავად შეხედულებისა, რასისა, მრწამსისა, სქესისა თუ კომპანიაში დაკავებული პოზიციისა. იდეა, რომელმაც შრომა გახადა საამაყო და თითოეული თანამშრომელი აქცია იმ უდიდესი წარმატების ნაწილად და შემოქმედად, რომელსაც ამ წლების განმავლობაში კომპანიამ მიაღწია.
განსხვავებული და თანამედროვე მართვის სტილი, რომელიც აჭარა ჯგუფში დავამკვიდრეთ, მალევე გახდა წარმატების მაგალითი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.
ნდობა, რომელიც ბიზნეს პარტნიორების, საელჩოების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ბანკების და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მოვიპოვეთ, არის ფუნდამენტური საფუძველი, რომელზეც კომპანიის წარმატება დავაშენეთ.
ეს არ არის მხოლოდ ერთი კომპანიის, სასტუმროს, ბიზნესის ან ჰოლდინგის ისტორია, ეს ჩვენს თანამოაზრეებთან, ქართველ თუ უცხოელ სტუმრებთან ერთად შექმნილი თანამედროვე ცხოვრების წესია, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სრულიად ახალი მხრიდან დაანახა მთელ მსოფლიოს.
მადლობა თითოეულ სტუმარს, რომელიც ამ წლების განმავლობაში გვენდობოდა, გვგულშემატკივრობდა და ჩვენთან ერთად ქმნიდა არა მხოლოდ აჭარა ჯგუფის, არამედ საქართველოს უახლეს ისტორიას.
ჩვენ მივეცით ფერმერებს მოტივაცია, დაბრუნებოდნენ თავის საქმიანობას და ეწარმოებინათ უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქტი, რომელსაც სასტუმროებსა და რესტორნებში მომხმარებელს ვთავაზობდით და ხელს ვუწყობდით სოფლის მეურნეობის გაძლიერებას.
უდიდესი შრომის, პირადი კონტაქტების და უცხოელი მეგობრების დახმარებით შევძელით და მოვიპოვეთ საერთაშორისო აღიარება, ჩავატარეთ სხვადასხვა ტიპის მასშტაბური ღონისძიებები, რომლითაც წავახალისეთ ტურიზმი საქართველოში. უამრავი ჯილდოთი და გამარჯვებით კი მოვხვდით მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროების ათეულში და მივიპყარით საერთაშორისო პრესის ყურადღება.
2019 წლის ბოლოს საქართველოში დავგეგმეთ და ჩავატარეთ მსოფლიოში წარმატებული სასტუმროების კონფერენცია, რომელმაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალი თვისებრივად მაღალ საფეხურზე აიყვანა.
აჭარა ჯგუფში მკაცრად დაცული გენდერული ბალანსის გამო, პირველად საქართველოში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ლიდერ კომპანიად გვაღიარა.
ეს ყველაფერი, ცხადია, აჭარა ჯგუფის სახელით გაკეთდა, თუმცა ჩვენთვის ეს კომპანია მხოლოდ სამსახური არ ყოფილა. ეს იყო იდეა, რომლის განხორციელებასაც მთელი ჩვენი ცოდნა, გამოცდილება, ენერგია და ძალისხმევა მოვახმარეთ. 100 თანამშრომლით დაწყებული კომპანია, ჩვენი ხელმძღვანელობით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მოთხოვნადი დამსაქმებელი გახდა.
ამ გზაზე უამრავი სირთულე და გამოწვევა გვქონდა, მაგრამ ჩვენი და გუნდის ძალისხმევით ბიზნესი გაასმაგდა და შეიქმნა ახალი სტანდარტი, რომლითაც არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი ქვეყანა ამაყობს.
ჩვენ კი, წინ უამრავი საინტერესო და მასშტაბური პროექტი გველის, რომლის შესახებაც დეტალებით მალე დაგიბრუნდებით.
წავედით აჭარა ჯგუფიდან, მაგრამ ვრჩებით მის გულშემატკივრებად და წარმატებას ვუსურვებთ მთელ გუნდს.
კიდევ ერთხელ, ამ 10 წლისთვის დიდი მადლობა ყველას! შევხვდებით მალე.”  ნათქვამია განცხადებაში 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up