ვალერი ჩეხერია აჭარა ჯგუფს ტოვებს

ვალერი ჩეხერია აჭარა ჯგუფს ტოვებს

access_time2020-12-29 11:00:08

 “აჭარა ჯგუფისმსოფლიო დონის ცნობადობის საფუძველია ვალერი ჩეხერია – ასე მოიხსენია გასულ წელს კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დირექტორმა ჯგუფის გენერალური დირექტორი ვალერი ჩეხერია.


 „კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ერთერთი ყველაზე ცნობადი და წარმატებული Top მენეჯერი „აჭარა ჯგუფის“ მმართველობაში აღარ არის. ვალერი ჩეხერია, რომელმაც აჭარა ჯგუფის გუნდთან ერთად სტუმარმასპინძლობის სექტორი შექმნა, გვიყვება, რომ ამიერიდან ის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით ახალ საკონსულტაციო ჯგუფს ჩაუდგება სათავეში. 


 „აჭარა ჯგუფიდან“  ფაქტობრივრად წამოსული ვარ.  დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ჯერჯერობით ვრჩები, თუმცა უკვე აქტიურად არ ვარ ჩართული პროექტებში. ვქმნი ჩემს საკონსულტაციო ჯგუფს სტუმარმასპინძლობის მიმართულებით.  ახალი წლის მერე აქტიურად შევძლებ ვისაუბრო გეგმებსა და პროექტებზე,“ - განმარტავს ვალერი ჩეხერია „კომერსანტთან“ საუბრისას.  



ვალერი ჩეხერია სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა საქართველოს პარლამენტში, ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, Human Rights watch-ში,  Goldman Sachs-სა და „აჭარა ჯგუფში“ (Adjara Group Hospitality). რამდენიმე თვის წინ, ის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.


2010 წელს „აჭარა ჯგუფმა“ სტუმარმასპინძლობის ადგილობრივ ბაზარზე Holiday Inn-ის ფრანშიზას წარდგენით  დაიწყო საქმიანობა.  2012 წელს Rooms Hotels ჩამოყალიბდა. Rooms Hotels-ის მეორე სასტუმრომ ორი წლის შემდეგ, 2014 წელს, ამჯერად თბილისის ცენტრში, ისტორიული საგამომცემლო სახლის ადგილას შეიქმნა.  2016 წელს განახლდა ყოფილი საბჭოთა სამკერვალო ფაბრიკა და Fabrika Hostel-ად გადაკეთდა.


სასტუმრო „სტამბა“ ყოფილი საგამომცემლო სახლის კომპლექსში შეიქმნა, რომელშიც სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ია განთავსებული. 2018 წელს სასტუმრომ სახურავის აუზი, შოკოლატერია, საცხობი, კაფე „სტამბა“, „შიო რამენი“, გალერეები და საგამოფენო სივრცეები შესთავაზა მომხმარებელს.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up