ვალდის ზატლერი:

ვალდის ზატლერი: "აჩვენეთ მსოფლიოს თქვენი პრინციპები... ააშენეთ ანაკლია, ბათუმის ტერმინალი, ყველაფერი, რაც ქვეყნის როლსა და მნიშვნელობას გაზრდის"

access_time2019-09-12 14:35:44

"ნუ აქცევთ ყურადღებას რა მოსწონს და რა უნდა რუსეთს, უბრალოდ იმოქმედეთ საქართველოს კეთილდღეობისთვის", - ამის შესახებ "აქცენტს" ლატვიის ექს-პრეზიდენტმა (2007-2011) ვალდის ზატლერმა განუცხადა.


"ჩვენ არ ვენდობით რუსეთის ლიდერებს და მათ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს-ხელშეკრულებებს. თქვენს შემთხვევაში კი, შეგვიძლია ვენდოთ ქართველებს და ქართველებმა უნდა შეძლოთ, დაანახოთ მსოფლიოს თქვენი ერთიანობა. არ უნდა აჩვენოთ თქვენი სისუსტე და არ უნდა დანებდეთ. დანებებისათვის მიზეზები არ უნდა გქონდეთ, ეს იქნება მესიჯი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსების მიმართაც, რათა რუსეთის მოსახლეობაც სამომავლოდ დაფიქრდეს რატომ დგას ახალგაზრდობა ჯაჭვში”, - განუცხადა "აქცენტს" ყოფილმა პრეზიდენტმა.


რაც შეეხება რუსეთის ინტერესებს საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, ვალდის ზატლერი აცხადებს:


"ნუ აქცევთ ყურადღებას რა მოსწონს და რა უნდა რუსეთს, რა არის მათი ინტერესი, უბრალოდ იმოქმედეთ საქართველოს კეთილდღეობისთვის, შექმენით, ააშენეთ, განავითარეთ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც თქვენი ქვეყნის როლსა და მნიშვნელობას გაზრდის და განამტკიცებს. იქნება ეს ბათუმის ტერმინალი თუ ანაკლია. რუსეთის ზოგიერთი ლიდერი ამბობდა 30 წლის წინ, რომ ბალტიის ქვეყნები (ბალტიისპირეთი) არასოდეს გახდებოდნენ ნატოს წევრი. ამიტომ აჩვენეთ მსოფლიოს თქვენი პრინციპები. თქვენთვის, ჩვენთვის, ყველასათვის უპირველესი უნდა იყოს თავისუფლება და დემოკრატია, რომელიც ყოველი ადამიანისთვის ღირებულია. ჩვენ თქვენ გგულშემატკივრობთ და ჩვენ ემოციური ერთობა გვაქვს თავისუფლებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. არაძალადობრივი გზით გამოვხატავთ სიძლიერეს", - განუცხადა "აქცენტს" ზატლერმა.


წყარო: "აქცენტი"






ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება

ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
access_time2020-06-04 09:25:22
ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ამ ერთერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიისგან ფინკა ბანკმა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო. “ფინკა ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო კომპანია სიმბიოტიკსთან თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი 15 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული აქტივობები დაგვეხმარება გავაგრძელოთ ჩვენი მომხმარებლების მომსახურება, განსაკუთრებით კი...

BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს

BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს
access_time2020-06-04 10:10:02
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის სხდომა დისტანციურ რეჟიმში გამართა. შეხვედრაში ასოციაციის ის წევრი კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებიც სამშენებლო სექტორსა და უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებენ. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის მონაწილეები შეეხნენ იმ პრობლემატიკას, რომელიც მშენებლებსა და დეველოპერებს ბოლო წლებია აწუხებთ და რომელთა გადაწყვეტაც პოზიტიურად აისახება სექტორის განვითარებაზე მაშინ, როცა პანდემიის...

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...


მსგავსი სიახლეები

up