ვაკის საცურაო აუზი  6 ივლისს გაიხსნება

ვაკის საცურაო აუზი 6 ივლისს გაიხსნება

access_time2020-05-27 15:30:39

„ვაკის საცურაო აუზი” და მასში შემავალი სხვა სერვისები  6 ივლისიდან იხსნება“-ამის შესახებ „კომერსანტს“  საცურაო აუზის ადმინისტრაციაში განუხადეს.„მოგეხსენებათ,საერთო მსოფლიო პანდემიამ უდიდესი გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე, გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. დაწესებულმა შეზღუდვებმა კი ყველა კომპანია თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია, თუმცა უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ბიზნესი ჩვეულ სამუშაო პროცესს უბრუნდება. შეიცვალა,  “ვაკის საცურაო  აუზის“ დღის წესრიგიც.


გარდა საცურაო აუზისა,აქ ფუნქციონირებს ულტრათანამედროვე კომფორტული ფიტნესდარბაზები, მასაჟის კაბინეტები, საუნები და სხვა. რა თქმა უნდა უსაფრთხოება და ჰიგიენის ნორმები დაცული იქნება. ჯანდაცვის სამინისტრო,აუზის ადმინისტრაციის თხოვნით, ყოვეთვიურად ლაბორატორიულად ამოწმებდა წყალს და ეს ასე გაგრძელდება. გარდა ამისა, გვაქვს უამრავი სხვა ნორმა, რომელიც ჰიგიენას უკავშირდება., ყოველ ღამე აუზის ფსკერს ე.წ. რობოტი მტვერსასრუტი 2 საათის განმავლობაში ასუფთავებს, ყოველ მესამე დღეს კი აკვალანგისტები წმენდენ, სპეცდასუფთავების ჯგუფი ქიმიურად ამუშავებს და დეზინფექციას უტარებს აუზის მთლიან ტერიტორიას.ყველა რეკომენდაცია,რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვისა და ჩვენი სამედიცინო სფეროს მუშაკები გვთავაზობენ,ზედმიწევნით სრულდება.“-აცხადებენ „ვაკის საცურაო აუზის“ ადმინისტრაციაში.



მათი ინფორმაციით, ქვეყანაში კარანტინის გამოცხადებამ, სოციალური დისტანციისა და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებამ „ვაკის საცურაო აუზი“ ფინანსურად ძალიან  დააზარალა.  როგორც კომპანიაში აცხადებენ, საცურაო აუზი ორი თვის განმავლობაში სრულად გაჩერებული იყო, რაც 100%-იან ზარალს ნიშნავს.მათი თქმით, გამკაცრებული რეგულაციების მიუხედავად, აუზის საფასო პოლიტიკა არ შეიცვლება.

 


„არ ვაპირებთ ფასების არც შემცირებას არ მომატებას.  ჩვენი კლუბის წევრებიც გვეკითხებიან, რაზედაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ  მიუხედავად ფინანსური ზარალისა და დამატებითი ხარჯებისა,მომსახურების გაძვირებას არ ვგეგმავთ,“-აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

 

მათივე განმარტებით, ვირუსის პანდემიად გამოცხადებამ და მისმა მასშტაბებმა კომპანია ქვეყანაში დაწესებული კრძალვების სისწორეში დაარწმუნა. მათი თქმით, მთავრობის ყოველი ნაბიჯი, რომელიც პანდემიასთან ბრძოლას უკავშირდება დროული და მართებულია.  აკრძალვების მსგავსად დადებითად აფასებენ, მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმასაც. „ვაკის საცურაო აუზის“ ადმინისტრაციის განცხადებით,  მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით კომპანიამ თანამშრომლების სრულად შენარჩუნება შეძლო. კომპანიის მოლოდინი კი პოზიტიურია და იმედოვნებენ, რომ ქვეყანა სწრაფად მოახდენს ადაპტაციას.

 

 

„ვფიქრობ, ის გეგმა, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა ,ნამდვილად ვალიდურია და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის საქმიანობის ნელ-ნელა აღდგენასა და გაგრძელებას. აღსანიშნავია დახმარება დამსაქმებლებისთვის, რომლის მიხედვითაც, ყოველი შენარჩუნებული დასაქმებულის ხელფასზე, დამსაქმებელი სუბსიდირებას მიიღებს. ამან საშუალება მოგვცა, შეგვენერჩუნებინა თანამშრომლები, ეს ეხმარება,როგორც დასაქმებულებს, ისე -მეწარმეებს. ამ ყველაფრის ფონზე გვაქვს პოზიტიური მოლოდინი და ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებიც მალე დაიძლევა,“-ნათქვამია მათ განცხადებაში.

 

 

 ნათია ლომიძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up