ვაკის რაიონის გამგებელმა საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარუდგინა

ვაკის რაიონის გამგებელმა საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარუდგინა

access_time2019-12-20 16:18:39

ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ რაიონის მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. პრეზენტაციას თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.



დედაქალაქის მერმა ვაკის გამგებელსა და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.



„პირველ რიგში, მინდა, ნოდარ ტურძელაძეს მადლობა გადავუხადო. ასევე, ვაკის რაიონის გამგეობის თითოეულ თანამშრომელს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც თავის რაიონსა და ქალაქზე გული შესტკივა. რაც შეეხება მომავალს, 2020 წელს ჩვენი ბიუჯეტი ისტორიულ ნიშნულს აღწევს, რადგან ის დაახლოებით, 300 მილიონით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ პროექტების განსახორციელებლად 300 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. ქალაქში არსებული პრობლემები რამდენიმე ათეული წელია მოგვყვება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პრობლემების არ გვეშინია. ძალიან მოტივირებული ვართ, რადგან რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერას ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ. როდესაც ამ მხარდაჭერასა და თანაგრძნობას გრძნობ, მეტი მოტივაცია და შემართება გაქვს. იგივე მოტივაცია და შემართება აქვს ჩემს თითოეულ თანამშრომელს. ჩვენ ვალდებული ვართ, ხალხს 24-საათიან რეჟიმში ვემსახუროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.



თბილისის მერმა სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2020 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის სფეროები პრიორიტეტული იქნება.



„არაერთი გადაჭრილი პრობლემის მიუხედავად, ჯერ კიდევ რჩება ბევრი ოჯახი, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ვაკის გამგეობა რაიონში მცხოვრებ ასეთ ოჯახებს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში და ქალაქში, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი მოქალაქე იყოს. შემართებით ვართ და გვაქვს ამბიცია, რომ როდესაც უფლებამოსილებას დავასრულებთ, ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები ხელშესახები იყოს. ჩვენ ყველას ერთად გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა, რომ ამ ქალაქს მოვუაროთ და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, მწვანე სივრცეებითა და გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობებს გადავცეთ. ერთსულოვნებით ყველა პრობლემას მოვაგვარებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.




ვაკის გამგებელმა საქმიანობის ორი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე რაიონში უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ნოდარ ტურძელაძის განცხადებით, ორი წლის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურა 211 369 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რომლის ფარგლებშიც, ბეთანიაში მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა - ასფალტის საფარი პირველად, ოთხ ქუჩაზე დაიგო.



ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, განხორციელდა 42 სკვერისა და შიდა ეზოს მოწყობა-რეაბილიტაცია; დამატებით, სამ მისამართზე კაპიტალურად მოეწყო დასასვენებელი სივრცეები; გასული ორი წლის განმავლობაში, 806 მისამართზე გამწვანებისა და მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის სხვადასხვა სამუშაო ჩატარდა.



ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო 24 ფიტნეს ზონა და ღია - Street Workout-ის ტიპის სავარჯიშო მოედნები; განხორციელდა 11 მულტიფუნქციური სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია; ფერდობის ჩამოშლის საფრთხისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, 13 მისამართზე აშენდა გრუნტის დამჭერი კედელი; სანიაღვრე სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია 16 მისამართზე ჩატარდა.



გარდა ამისა, სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის, კიბეების, უსაფრთხოების მოაჯირების მოწყობა და დასასვენებელი სკამების მონტაჟი 218 მისამართზე განხორციელდა. რაც შეეხება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას“, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სხვადასხვა სახის 264 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა; 156 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით, კულტურული და სპორტული 17 ღონისძიება გაიმართა.



„ბოლო ორი განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მოვახერხეთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციით გავაკეთეთ და თითოეული სკვერის, გზის, სპორტული მოედნისა თუ ფიტნეს ზონის მოწყობისას, მათი მოთხოვნები მაქსიმალურად გავითვალისწინეთ“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.



ვაკის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 32 081 189 ლარი დაიხარჯა.



ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მთავრობის წევრები, ასევე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები კობა კობალაძე და ირაკლი აბუსერიძე ესწრებოდნენ.





თეგები:
ანგარიში



NATO, აშშ, ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ შავი ზღვის ნაწილების 6 თვით ჩაკეტვის გეგმებს

NATO, აშშ, ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ შავი ზღვის ნაწილების 6 თვით ჩაკეტვის გეგმებს
access_time2021-04-17 12:04:09
16 აპრილს NATO— ში განაცხადეს, რომ რუსეთის გეგმები ექვსი თვით შავი ზღვის ნაწილებში საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ სამხედრო მანევრების ჩატარების ფონზე გაუმართლებელი და დესტაბილიზაციის გამომწვევი იქნება. NAთO-მ რუსეთს მოსთხოვა, რომ უკრაინას თავისუფალი ნავიგაციის უფლება არ შუზღუდოს.რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მოსკოვი 24 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით უცხოური სამხედრო გემებისთვის და სხვა გემებისთვის შავი ზღვის ნაწილების...

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...


მსგავსი სიახლეები

up