„ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ“ - ბიზნესსა და დედაქალაქის მთავრობას შორის დავა განახლდა

„ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ“ - ბიზნესსა და დედაქალაქის მთავრობას შორის დავა განახლდა

access_time2021-02-03 18:00:14

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშოები იწყება, რის გამოც პარკი დროებით სრულად იკეტება. აღნიშნულის შესახებ კალაძემ მერიის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა. თუმცა, ვაკის პარკში დაანონსებულ სამუშაოებს აპროტეტსტებს სასტუმრო ბუდაპეშტის ადმინისტრაცია. წლების წინ, სამოქალაქო პროეტსტის შემდეგ, მერიამ ვაკის პარკში მასშტაბურ მშენებლობაზე უარი თქვა და ინვესტორს კომპრომისული ვარიანტის მოძებნას დაპირდა, მაგრამ სასტუმრო ბუდაპეშტის მეპატრონე გოგა ზაქაიძე აცხადებს, რომ 2 წელიწადზე მეტია რაც მერია არ შეხმიანებია. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა ბიზნესის უფლებებს არღვევს.

 

„ჩვენ ორ წელზე მეტია ვცდილობთ მათგან მივიღოთ პასუხი სასამართლო გადაწყვეტილების შედეგზე, მათგან მივიღოთ პასუხი, თუ რა ხედვა აქვთ ჩვენთან მიმართებაში, მაგრამ ორ წელზე მეტია უგულვებელყოფენ ჩვენთან ყველანაირ კომუნიკაციას, არ აქვთ არანაირი სურვილი, რომ ჩვენ ზარებს ან წერილებს უპასუხონ, არ მიმდინარეობს არანაირი მოლაპარაკება. ეს თუ არ არის ვაკის პარკის ტერიოტირა, მაშინ რატომ გვიშლიან ხელს განვავითაროთ ის ინვესტიცია, რომელიც მზად ვართ გავაკეთოთ ქალაქის იმ ტერიტორიაზე, რომელიც არის ჩვენი საკუთრება“, - აცხადებს გოგა ზაქაიძე.

 


თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ ვაკის პარკში სასტუმროს ვერავინ ააშენებს. ვიცე-მერის განმარტებით, ადგილმონაცვლეობის მიზნით, მერიამ მესაკუთრეს გარკვეული მიწის ნაკვეთები შესთავაზა, რაზეც თანხმობა ვერ მიიღო.

 

„ვიცით, რომ 2013 წელს, იმდროინდელმა მენეჯმენტმა გასცა აქ მშენებლობის ნებართვა. იმის შემდეგ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები, გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილებაც. დღეს მერიას აქვს საკმაოდ პრინციპული პოზიცია, რომ არ დავუშვათ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა. სწორედ ამიტომ, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მესაკუთრესთან, რომელიც დღემდე არ დასრულებულა. საქმე ეხება საკმაოდ ძვირადღირებული აქტივის გამოსყიდვას, 2013 წლიდან დღემდე ამ მიწის ნაკვეთის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეს, დაახლოებით, 20 მილიონ ლარს შეადგენს. რა თქმა უნდა, მერიას გაუჭირდა აქტივების მობილიზება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ. მონაცვლეობის პრინციპია, რომ ქონების მონაცვლეობა მოხდეს ღირებულებიდან გამომდინარე ანუ იმ ღირებულების ქონება შევთავაზოთ სხვა ტერიტორიაზე. შეიძლება ეს არ ყოფილიყო ცენტრალური უბნები, ყოფილიყო გარეუბნები, რადგან მუნიციპალიტეტს ცენტრალურ უბნებში 20-მილიონიანი ქონება არ აქვს საკუთრებაში, თუმცა არ მოხდა შეთანხმება ამ დრომდე. მიმაჩნია, რომ ის გარემოება, რომ ამ დრომდე არ არის შეთანხმება მიღწეული, განპირობებულია იმით, რომ კომპანიას მაინც აქვს იმედი, რომ ადრე თუ გვიან, სასამართლოს გადაწყვეტილებით თუ მის გარეშე, მაინც მოახერხებს ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას. აქვე ვაცხადებ, მათ შორის, მათ გასაგონად, რომ ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up