ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

access_time2020-09-04 20:10:01

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად გაეცნო.



წინასაპროექტო სამუშაოების ფარგლებში, 2019 წელს სახელოვნებათმცოდნეო კვლევა ჩატარდა, რომლის რეკომენდაციების საფუძველზე, პარკის პროექტი დამუშავდა.



თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, რეაბილიტაციის ფარგლებში, სამუშაოები მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე განხორციელდება.



„თბილისელებს ჩავაბარებთ აბსოლუტურად რეაბილიტირებულ პარკს. ვაკის პარკი ისტორიული ძეგლია. შესაბამისად, ყველა ის დეტალი, რაც ტერიტორიას ახასიათებს, შენარჩუნდება და აღდგება. გარდა ამისა, აღდგება და განახლდება პარკისთვის დამახასიათებელი დენდროლოგია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტერიტორია იქნება ადაპტირებული, როგორც შშმ პირებისთვის, ასევე, ველობილიკით მოსარგებლეებისთვის. გვაქვს ველობილიკის ახალი, ძალიან კარგი ქსელი, რომელიც პარკის მსგავსად, ბრიტანულმა კომპანიამ დააპროექტა. აღნიშნულ კომპანიას ისტორიული პარკების დაგეგმარების თვალსაზრისით, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ასევე, ძალიან მალე დაიწყება შადრევნის სრული რეაბილიტაცია. პარკში არსებული შადრევანი, რომელიც პრაქტიკულად, რამდენიმე ათეული წელია არ მუშაობს, თბილისს პირვანდელი სახით დაუბრუნდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.




სამუშაოების ფარგლებში, უცვლელი დარჩება პარკის არსებული გეგმარება; ეტაპობრივად დაიხურება გარკვეული ზონები და სამუშაოები ჩატარდება ისე, რომ პარკის ვიზიტორებისთვის ნაკლები დისკომფორტი შეიქმნას; რეაბილიტაცია ჩაუტარდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ შენობა-ნაგებობებს, ასევე, მოხდება უსახური, დაუსრულებელი კონსტრუქციების დემონტაჟი; დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე, სრულად განახლდება მცენარეული საფარი.



პარკში არსებული ჩოგბურთის კორტები და კალათბურთის მოედანი შენარჩუნდება უცვლელად. ასევე, სრულად რეაბილიტირდება პარკში არსებული ღია კინოთეატრის შენობა. სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე, სარწყავი, ელექტრომომარაგების სისტემა და საპარკე ინფრასტრუქტურა.



სამუშაოების ფარგლებში, პარკში ცხოველების სასეირნოდ ახალი სივრცე, საპიკნიკე ზონა, საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები და სამაგიდო თამაშების ზონები მოეწყობა; განახდება ველობილიკი და შეიცვლება ტრაექტორია; საფეხმავლო ბილიკებზე მოეწყობა წითელი წიდის მსხვილი ფრაქციის განახლებული საფარი.



პარკის ცენტრალურ ნაწილში განთავსდება ისტორიულ მოტივებზე შექმნილი დიზაინის სკამები და განათების ბოძები; აღდგება ცენტრალურ შესასვლელში მდებარე ოვალური შადრევნის ფორმა; კუს ტბის ფერდზე განახლდება გადმოსახედი და მოეწყობა მასთან მისასვლელი ბილიკები ბუნებრივი საფარით; პარკის ტერიტორია გადანაწილდება ორგანიზებულად, რათა აქტიური და პასიური ზონები ერთმანეთისგან გაიმიჯნოს; აიკრძალება ავტომობილებით გადაადგილება და ჩაიკეტება კუს ტბის გზის შესასვლელი.



პარალელურად, მუშაობა მიმდინარეობს ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციაზე, რომლის პროექტიც უკვე დასრულებულია. კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება იმავე მასალითა და ვიზუალით, რაც ამჟამად არსებობს. ასევე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემა.



ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up