ვაკის პარკის რეაბილიტაცია თითქმის 20 მილიონი დაჯდება.თბილისის მერიამ ვაკის პარკის განახლების სამუშაოების შესყისვისთვის 19.9 მლნ ლარის ტენდერი გამოაცხადა. გამარკვებულმა კომპანიამ სამუშაოები 2020-21 წლებში უნდა შეასრულოს. თანხის 7,52% 2020 წელს გამოიყოფა, დანარჩენი - 2021 წელს.
მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
პარკი დაახლოებით 34 ჰა ტერიტორიას მოიცავს, განახლების შემდეგ მოხდება ვაკის პარკსა და კუს ტბის დამაკავშირებელი ბილიკების მოწყობაც და ეს ორი სივრცე ერთმანეთს დაუკავშირდება.
ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 24 ივლისს სრულდება.
gbc.ge