ვაკე პლაზა 2020 წლის სექტემბერში გაიხსნება

ვაკე პლაზა 2020 წლის სექტემბერში გაიხსნება

access_time2020-04-27 14:30:01

ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცის „ვაკე პლაზას“ გახსნა  2020 წლის სექტემბრამდე  გადაიდო.  „ვაკე პლაზა“ მიმდინარე წლის ივნისში უნდა გახსნილიყო, თუმცა კორონავირუსის გამო სამუშაო პროცესი დროებით შეჩერდა.

 

 

როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, მშენებლობის პროცესი დროებით შეჩერდა. პროექტში ცვლილებები არ შესულა და სამუშაოები მაისის ბოლოდან განახლდება.

 

 „პროექტი დროებით შეჩერდა, კორონავირუსის გამო და დასრულებული სახით 2020 წლის სექტემბერში წარვადგენთ. მანამ კი გეტყვით იმას, რომ არანაირი ცვლილება პროექტში არ შესულა.   სრული ინვესტიცია დაახლოებით 20 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ფართის ქირაობა და ყიდვა ნებისმიერ მსურველს ისევ შეუძლია. კვადრატულის ფასი საკმაოდ  მისაღებია და   22-24 დოლარს შეადგენს.“-განმარტა ჩერგოლეიშვილმა.


როგორც ცნობილია, წლების წინ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე „ლიბერთი თაუერის“ გვერდით, დაკონსერვებული შენობა, მრავალფუნქციური სივრცე „ვაკე პლაზა“  11-სართულიანი იქნება და მისი ფართი ჯამში 22 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ხოლო სპეციალურად ავტოფარეხისთვის მიწისქვეშ 4 სართული, ჯამში 11 000 კვადრატული მეტრი იქნება გამოყოფილი.

 


 მრავალფუნქციური სივრცე მხოლოდ მაღალი კლასის საოფისე ფართებისთვის იქნება განკუთვნილი, საკონფერენციო და საპრეზენტაციო დარბაზებით, კვების ობიექტითა და კინო დარბაზით, დაახლოებით 200-250 მანქანაზე გათვილილი ავტოფარეხით. შენობაში სავაჭრო ობიექტების განთავსება არ იგეგმება.

 

 

 ძირითადი სამუშაოებიდან სამშენებლო ნაწილს ასრულებს კომპანია „ენსისი“, ხოლო საინჟინრო ნაწილს - კომპანია „თერმასერვისი“.

 


შეგახსენებთ, უკანასკნელი, დაახლოებით,  5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი პროექტის ყოფილ პარტნიორსა და ამჟამინდელ მფლობელს შორის. შესაბამისად, მშენებლობა იქნა გადაყვანილი კონსერვაციის რეჟიმში, სასამართლო დავის დასრულებისთანავე კი მოხდა სამუშაოების განახლება. ამ ეტაპზე კომპანიაში სასამართლო დავის შესახებ სხვა სახის ინფორმაციაზე არ საუბრობენ. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წარსულში შენობის ერთ-ერთი პარტნიორი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო.


ნათია ლომიძე


თეგები:
ვაკე პლაზა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up