ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ

access_time2019-11-17 19:41:13

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისისკენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი გაემართა.

 

„ოცნების“ ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით, პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ.

 

კითხვაზე, რატომ არის პარტიის ოფისთან მობილიზებული სამართალდამცველთა უპრეცედენტო რაოდენობა, სირაძემ უპასუხა, რომ ადგილზე იმყოფება ის რაოდენობა, რაც საჭიროა წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად.


 

„ასეთი დიდი რაოდენობა არაა, აქ არის სამართალდამცველთა ის რაოდენობა, რაც საჭიროა წესრიგის დასაცავად. არანაირი სახის ექსცესებს არ ველოდებით. პრევენციის, უსაფრთხოების მიზნით პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც გადაინაცვლებენ აქციის მონაწილეები. უსაფრთხოების მიზნით. თქვენ ნახეთ, რომ პოლიციის მხრიდან  რაიმე ძალადობ არ ყოფილა. მშვიდად დგას ყველა ლოკაციაზე და იცავს მართლწესრიგს“, – განცხადა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან ვაჟა სირაძემ და აქვე დასძინა, რომ თუ ვინმე კანონს დაარღვევს, პოლიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებს.


IPN




ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების მიუხედავად, წყალტუბოში სანატორიუმი „მეშახტე“ 7 მილიონ დოლარად იყიდება

ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების მიუხედავად, წყალტუბოში სანატორიუმი „მეშახტე“ 7 მილიონ დოლარად იყიდება
access_time2019-12-16 16:00:45
წყალტუბოში, სანატორიუმი მეშახტე 7 მილიონ დოლარად იყიდება. ობიექტი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO-ს მიერაა შეფასებული. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, გაერთიანებული ემიგრანტების გვერდზე გავრცელდა. ინფორმაციას თან ერთვის რენდერები, თუ როგორი იქნება სასტუმრო „მეშახტე“ რეაბილიტაციის შემდეგ. ეს იმის მიუხედავად, როცა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული...

ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში  ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
access_time2019-12-16 12:55:42
ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს ბანკის მენეჯმენტსა და თანამშრომლებთან ერთად, ბანკის მომხმარებლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ახლადგახსნილი სერვისცენტრი მომხმარებელს ბაზისბანკში არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. იგი შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან და გათვლილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული კლიენტებისათვის მაქსიმალურად კომფორტული სერვისის მიწოდებაზე. ასევე, შექმნილია სასიამოვნო სამუშაო გარემო...

საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 1.4 მილიონი ლარი მიიღო

საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 1.4 მილიონი ლარი მიიღო
access_time2019-12-16 17:00:42
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” განაგრძობს სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მონიტორინგს. კორუფციის სავარაუდო ნიშნების არსებობის გამო ამჯერად ჩვენი ყურადღება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამარტივებულმა შესყიდვებმა მიიპყრო, სადაც ტენდერებს და გამარტივებულ შესყიდვებს საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის, ოთარ ჩალათაშვილის ბიზნესპარტნიორი, ოთარ ბუზარიაშვილი იღებს. ოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წლის თვითმმართველობის...

რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები

რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები
access_time2019-12-16 14:00:20
მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება წინა წელთან შედარებით, თითქმის 14%-ით გაიზიარდა. კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2019 წლის III კვარტალში 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია. ამავე მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ ინვესტორ ქვეყნებში ოფშორული ქვეყნები ლიდერობენ....

ვიზა ალპებისკენ - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს

 ვიზა ალპებისკენ  - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს
access_time2019-12-16 10:45:55
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ტერაბანკმა ვიზა ბარათების მფლობელებისთვის სადღესასწაულო აქცია დაიწყო. აქციის განმავლობაში ბარათით გადახდა კომფორტულთან ერთად, მომგებიანიც იქნება. აქციის პერიოდში ვიზა ბარათით გაკეთებულ ყოველ მე-10, მინიმუმ 10 ლარიან ტრანზაქციაზე ნებისმიერ მომხმარებელს საჩუქრად 10 ლარი დაერიცხება.აქციის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული და იგი განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს: მომხმარებელს, რომელიც აქციის განმავლობაში ყველაზე მეტ მინიმუმ 10-ლარიან გადახდას...


მსგავსი სიახლეები

up