ვაჟა კაპანაძე: ბანკებს დოლარში სესხის გაცემა არ უნდა აეკრძალოთ, მაგრამ უნდა შეეზღუდოთ

ვაჟა კაპანაძე: ბანკებს დოლარში სესხის გაცემა არ უნდა აეკრძალოთ, მაგრამ უნდა შეეზღუდოთ

person access_time2016-02-04 16:00:48

ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ ვაჟა კაპანაძესთან

 

- მაღალი დოლარიზაციის პრობლემაზე საქართველოში ექსპერტებიც და მინისტრებიც საუბრობენ. მათ შორისაა ეკონომიკის ექსპერტი თემურ ბასილია. „კომერსანტთან" ინტერვიუში ის გამოთქვამს ინიციატივას, აღდგეს 2008 წლამდე არსებული პრაქტიკა, როდესაც ბანკებს  ოპერაციების მხოლოდ ლარში განხორციელების უფლება ჰქონდათ. იზიარებთ ამ მოსაზრებას?


- მე მუდმივად ვსვამ კითხვას - ეროვნული ბანკი ხომ არ არის ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის გაგრძელება საქართველოში? მისთვის დოლარია მთავარი თუ ლარი? ამ კითხვებს მე მუდმივად ვსვამდი და ეროვნულ ბანკს ვაფრთხილებდი, რომ დოლარიზაციის კოეფიციენტი ძალიან მაღლა მიდიოდა. ეს კი ბოლო პერიოდში ატეხილმა აჟიოტაჟმა გამოიწვია. კერძოდ, როდესაც ადამიანებს ლარში აქვთ დეპოზიტი, კურსის ცვალებადობის გამო მას დოლარში აკონვერტირებდნენ. ეს იყო ძალიან დიდი თანხა. დოლარიზაციის კოეფიციენტი 50 პროცენტი იყო, ბოლო პერიოდში კი ის 70 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. ეს იმის მანიშნებელია, რომ ლარიდან დოლარზე დიდი ზეწოლა განხორციელდა. 2014 წლის ბოლოს, ანუ იმ დროს, როდესაც ლარის გაუფასურება დაიწყო, ემპირიული გათვლებით, დაახლოებით 1 მილიარდი ლარი წავიდა დოლარის საყიდლად. ანუ, ეს თანხა მიმართული იყო დეპოზიტებზე არსებული ლარის დოლარში გადატანაზე.

 


- ამ მდგომარეობიდან გამოსავალი რა არის?

 

- ეროვნულმა ბანკმა უნდა წაახალისოს ლარში კრედიტის გაცემა და დოლარს უფრო მაღალი დარეზერვების პროცენტები დაუწესოს. ასეთ პირობებში, კომერციული ბანკებისთვის ლარებში სესხის გაცემა უფრო მომგებიანი გახდება. ეროვნულმა ბანკმა ეს არ გააკეთა. ყოველ შემთხვევაში, თუ რამე ღონისძიება ჩაატარა, ამას შედეგი არ გამოუღია, მან პროცესზე ზეგავლენა ვერ მოახდინა. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ინტერესების დამცველად გამოვიდა. შედეგად, კურსთა შორის სხვაობით კომერციულმა ბანკებმა საკმაოდ დიდი მოგება მიიღეს. ანუ ზარალი გადავიდა კერძო, კომერციულ სტრუქტურებზე, მცირე და საშუალო ბიზნესზე, ფიზიკურ პირებზე და არა კომერციულ ბანკებზე. ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კომერციული ბანკებისთვის არ ყოფილიყო ზარალიანი და ყოფილიყო ეკონომიკური აგენტებისთვის და ფიზიკური პირებისთვის.


- კომერციულ ბანკებს უცხოური კაპიტალი აქვთ მოზიდული. შესაბამისად, თუ ისინი სესხებს ლარში გასცემენ, ეს რისკს გაზრდის, რაც შესაძლოა ბანკისთვის არამომგებიანი იყოს. ამაზე რამდენად წავლენ ბანკები?


- რა თქმა უნდა, ეს ბანკებს დააზარალებთ. ბოლო პერიოდში კომერციული ბანკები დეპოზიტების მოზიდვასთან დაკავშირებით რეკლამებს ნაკლებად აკეთებენ. ეს იმიტომ, რომ ბანკებმა ფინანსური რესურსები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან საკმარისად მოიზიდეს. თუ შეიზღუდება დოლარში სესხის გაცემა, მაშინ დოლარს კი არ მოიზიდავენ, ლარზე გადაერთვებიან. მე იმას არ ვამბობ, რომ სესხების გაცემა დოლარში კატეგორიულად უნდა აიკრძალოს. არა, მთავარია, რომ ბანკებმა ლარში სესხის გაცემა მომგებიანი გახადონ. ამის შემდეგ, ბანკი ლარის მოზიდვას დაიწყებს. ისე, კომერციული ბანკებისთვის დიდი რესურსის მოზიდვაც არ არის კარგი. რასაც ეკონომიკა ითხოვს, იმაზე მეტი საკრედიტო რესურსი თუ მოიზიდეს, არც ეგ არ არის კარგი. ზუსტად უნდა იცოდეს ბანკმა, რაზეა მოთხოვნა, რისი გასაქონლება შეუძლია. 2006-2007 წელს ოღონდ საყოფაცხოვრებო ნივთი გეყიდა, მაშინვე კრედიტებს გიფორმებდნენ. ეს იმიტომ, რომ დიდი თანხა ჰქონდათ მოზიდული და ვერ ასაქონლებდნენ, ტვირთად  აწვათ და ზარალზე მიდიოდნენ. დოლარიზაციის მაჩვენებელი 20-25 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.



დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up