ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

access_time2020-09-16 11:53:26

ზონალურ-საათობრივი პარკირების მომდევნო არეალი ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირები იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



როგორც მერმა აღნიშნა, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მოქალაქეებმა მუნიციპალურ პავილიონებს უნდა მიმართონ, რომელიც პეკინის გამზირის მსგავსად, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც განთავსდება.



„საბურთალოს რაიონში განვაგრძობთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვას. შემდეგი ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირები იქნება. აქაც უნდა მოვამზადოთ საინფორმაციო ჯიხურები, იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ამ სიახლესთან დაკავშირებით, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ. ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენს პორტალზე უნდა დარეგისტრირდეს, რაშიც მათ თბილისის მერიის თანამშრომლები დაეხმარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.



თბილისის მერის თქმით, 10 სექტემრიდან ზონალური პარკირების სისტემა პეკინის გამზირზე წარმატებით მოქმედებს.




„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვაა. პროექტი რამდენიმე ლოკაციაზე უკვე წარმატებით მიმდინარეობს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სისტემით სარგებლობს. ძალიან კარგია მოქალაქეებთან თანამშრომლობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



დედაქალაქის მერის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების ასამოქმედებლად, წინამოსამზადებელი სამუშაოები ვაკის რაიონშიც, ფალიაშვილისა და აბაშიძის, ასევე მათ გადამკვეთ ქუჩებზე დაიწყება.



„მინდა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, ვაკის რაიონში, კერძოდ, აბაშიძის, ფალიაშვილისა და მათ გადამკვეთ ქუჩებზე ანალოგიური პროექტის განხორციელება დაიწყოს. უნდა დავიწყოთ მომზადება, რომ ვაკის რაიონშიც, ასევე, მთელი ქალაქის მასშტაბით, ანალოგიური სისტემა დაინერგოს. რა თქმა უნდა, პარკირების საფასური რაიონების მიხედვით, განსხვავებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.



თბილისის მერის განმარტებით, პარკირება უფასო იქნება ელექტრომობილების მფლობელებისა და შშმ პირებისთვის, ასევე, A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. სტუმრად მისული მოქალაქეებისთვის კი, პარკირების საფასური ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი იქნება.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up