ვაჟა-ფშაველას, წერეთლისა და ქეთევან წამებულის გამზირებზე შეიძლება ავტობუსის ზოლები გზის შუა ნაწილში მოეწყოს

ვაჟა-ფშაველას, წერეთლისა და ქეთევან წამებულის გამზირებზე შეიძლება ავტობუსის ზოლები გზის შუა ნაწილში მოეწყოს

access_time2019-12-13 14:07:06

ვაჟა-ფშაველას, წერეთლისა და ქეთევან წამებულის გამზირებზე ავტობუსის ზოლები შესაძლოა, გზის შუა ნაწილში მოეწყოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დედაქალაქიის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერშია აღნიშნული.


კერძოდ, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტრანზიტულ მარშრუტებზე ავტობუსების განცალკევებული ზოლების, კვანძებისა და გაჩერებების დიზაინის შექმნის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი 11 დეკემბერს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 8 იანვარს დაიწყება და 13 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 580 000 ლარია.


როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მიმწოდებლის დავალებაა, არსებული პროექტის ფარგლებში შექმნას ქუჩის დეტალური დიზაინი, ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოყვანილი ამოცანების შესაბამისად. შესყიდვის საპროექტო არეალია: ქეთევან დედოფლის გამზირი (ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდიდან ქეთევან დედოფლის გამზირისა და ლეხ კაჩენსკის ქუჩის გადაკვეთამდე); წერეთლის გამზირი (ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხიდიდან - ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონამდე (გიორგი ცაბაძისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე) და ვაჟა-ფშაველას გამზირი (ვაჟა-ფშაველას გამზირისა და პეკინის გამზირის გადაკვეთიდან - მ/ს სახელმწიფო უნივერისტეტამდე).


„მიმწოდებელი ვალდებულია საკვლევ ტერიტორიაზე შეისწავლოს სატრანსპორტო ნაკადები. მოდელირებისთვის საჭირო ნაკადები კლასიფიცირებული უნდა იყოს შემდეგი ტიპების მიხედვით, პიკური პერიოდის 15 წუთიანი ინტერვალებით:



მსუბუქი ავტომობილი;მიკროავტობუსი ; ავტობუსი; სატვირთო. კვლევის ფარგლებში ასევე საჭიროა ფეხით მოსიარულეთა ნაკადების დათვლა, როგორც გადასასვლელებზე, ასევე ტროტუარზე გზაჯვარედინის არეალებში, ტროტუარისთვის საჭირო მინიმალური სუფთა სავალი ნაწილისა და გადასასვლელების მდებარეობის და შუქნიშნის ფაზების სწორად განსაზღვრის მიზნით.


საჭიროა საპროექტო არეალის ფარგლებში ავტობუსის განცალკევებული ზოლის დაგეგმვა და პროექტირება, საჭიროების შემთხვევაში ფიზიკური ბარიერის ჩათვლით. ზოლი შესაძლებელია იყოს როგორც გზის შუა ნაწილში, ასევე პირველ ზოლში. აღნიშნული უნდა გადაწყდეს ანალიზის საფუძველზე, სადაც 18-24 მეტრიანი ავტობუსები შეძლებენ შეუფერხებელ და უსაფრთხო ოპერირებას,“-ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.


აღნიშნული მომსახურების დაფინანსების წყარო - 2020 წლის თბილისის ბიუჯეტია. ამასთან, მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადად - ქეთევან დედოფლის გამზირისთვის – ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 3 თვე; აკაკი წერეთლის გამზირისთვის – ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 5 თვე; ხოლო ვაჟა-ფშაველას გამზირისთვის – ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 7 თვეა განსაზღვრული.


bpn.ge





„სოკარის“ მხარდაჭერით პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა

„სოკარის“ მხარდაჭერით პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა
access_time2020-09-24 10:15:56
პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, კომპანია „სოკარის“ მხარდაჭერით, სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილი ჯარისკაცებისა და ვეტერანებისთვის, თერჯოლაში, მეღვინეობა „მახარეში“ 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა. 20–ზე მეტმა დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა 100–ზე მეტმა შშმ პირმა საკუთარი ძალები 10 სხვადასხვა ინტეგრირებულ სპორტულ–კულტურულ შეჯიბრებაში მოსინჯა. მათ იასპარეზეს ნარდისა და დომინოს ტურნირებში,...

კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა

კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა
access_time2020-09-24 11:30:45
„კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და დაბალ პროცენტში, ვიდრე ორი კრედიტი და მაღალ პროცენტში,“ - ასე აფასებს ბიზნესმენი და პარტია “პროგრესი და თავისუფლების” დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას საკრედიტო რესურსების გაიაფებასთან დაკავშირებით. ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ...

გიორგი გახარია - დღესაც, საქართველო მწვანე ზონად რჩება

გიორგი გახარია - დღესაც, საქართველო მწვანე ზონად რჩება
access_time2020-09-24 11:00:18
მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიქსირდება ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო.   „ჩვენ, ჩვენს...

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში
access_time2020-09-23 21:00:36
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის მეუღლე  კრემლთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენისგან დაფინანსებას იღებდა. ეს დონორი - რუსული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე ლუბოვ ჩერნუხინაა, რომლის გვარიც საეჭვოდ ემთხვევა ახლო წარსულში რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის გვარს.   არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს რუსი მილიარდერია პუტინის კარის ოლიგარქი სულეიმან კერიმოვი, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშაა.   პირველმა ეჭვები...

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა
access_time2020-09-23 20:00:02
ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ კრიპტოვალუტის მოპოვების რეგულირების თაობაზე კანონი მიიღო.   პარალელურად კი არ აღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგო“-ს დირექტორმა მიხაილ ლოგუამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ ენერგიის პერიოდული გათიშვები დაიწყება.   „ისეთი დატვირთვა ენერგოსისტემაზე, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური იყო. დღეს მოხმარება...


მსგავსი სიახლეები

up