ვაჟა ბერიძე – საქართველოს ჰყავს არაკორუმპირებული მთავრობა

ვაჟა ბერიძე – საქართველოს ჰყავს არაკორუმპირებული მთავრობა

access_time2019-10-07 19:00:12

„შტაინმაიერის ფორმულა“ არის შანსი და იმავდროულად საფრთხე საქართველოსთვის“


ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან


– ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებთ გასულ კვირას, რა მთავარ მოვლენებს გამოყოფდით?


– უმთავრესი გასულ კვირას, ჩემი აზრით, ორი ფაქტი იყო: მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გამოქვეყნება და ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულაზე“ მინსკის საკონტაქტო ჯგუფის ხელმოწერა და პრეზიდენტ ზელენსკის თანხმობა ამ გეგმის განხორციელებაზე. აქედან, როგორც ხედავთ, ორივე უფრო პოლიტიკური ელფერის შემცველია, ვიდრე ეკონომიკურის, მაგრამ, მოგეხსენებათ, თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკის და პოლიტიკის გამიჯვნა ძნელია და არც ხდება. სავაჭრო ომი აშშ–სა და ჩინეთს შორის თითქოსდა ეკონომიკას ეხება, მაგრამ არსებითად ის გეოპოლიტიკის და გლობალური პოლიტიკის საკითხია.


რაც შეეხება სხვა მოვლენებს, გასული კვირიდან და ბოლო პერიოდიდან უმნიშვნელოვანესია მომავალი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი და ფოთის პორტის ახალი ღრმაწყლოვანი ტერმინალის მშენებლობის დაწყება, რაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის აშენების პერსპექტივისათვის ხელისშემშლელი თუ არა, უაღრესად მნიშვნელოვანი კონტექსტის შემცველია.


– და რამდენად მნიშვნელოვანია ეს კვლევა, რამდენად სანდოა იგი, რას გულისხმობს და მოასწავებს ქვეყნისთვის?


– კვლევა ცალსახად სანდოა. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ეყრდნობიან სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას ცალკეულ ქვეყნებში არსებული ვითარების თაობაზე. იგი ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოს მოიცავს. ჩემთვის დამაიმედებელია საქართველოს მიერ ნაჩვენები შედეგი „რეგულირების ხარისხის“ კუთხით, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის განვითარებისთვის განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის შეფასებას. აქ 100%–იანი შკალაიდან 83,17% უდაოდ კარგი მაჩვენებელია. მსოფლიო ბანკის წევრ 186 ქვეყანას შორის მე–19 პოზიციაც ურიგო არ არის.


ეს და სხვა მონაცემი, რომლითაც საქართველოს რეალობა შეფასდა, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის საკმაოდ რთულ და მძიმე სოციალურ ფონს ჩვენს ქვეყანაში. ვერც ინკლუზიური განვითარების სიკეთის აღქმას გააუმჯობესებს მოქალაქეების მიერ. ვერც ფაქტობრივად გამოკვეთილი და მკაფიო ორიენტირების შემცველი ეკონომიკური პოლიტიკის არარსებობას ჩაანაცვლებს, მაგრამ პერსპექტივისთვის ცალსახად კარგის მომასწავებელია.


– გამოდის, რომ ამ შედეგებით ჩვენი მთავრობის საქმიანობაც საუკეთესოდ ფასდება?



– არამც და არამც. მთვრობის საქმიანობის ეფექტიანობა აშკარად არასაკმარისია. ამის მაჩვენებელი თუნდაც ისიცაა, რომ ახლახანს მთავრობის მეთაური შეიცვალა, რაც წინა მთავრობის და მისი მეთაურისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამოხატულებაა მმართველი გუნდის მხრიდან, თვითონ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელიც ქვეყნის ფაქტობრივი არაფორმალური მმართველია. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის მიმართულების მინისტრები კომპეტენტურები და კარგი მენეჯერები არიან (ვანო მაჭავარიანი, ნათია თურნავა, ლევან დავითაშვილი, მაია ცქიტიშვილი), ხალხი სწრაფ შედეგებს ითხოვს და მოელის მათგან. განსაკუთრებით მოქალაქეთა სოციალური დაცულობის კუთხით. საყოველთაო ჯანდაცვის პროექტი, რომელიც უდაოდ წინგადადგმული სერიოზული ნაბიჯი იყო, საკმარისი არ არის, საკმარისი არც პენსიების 20 ლარიანი მატებაა, 50 ლარიანი 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის. ამიტომაა მთავარი, რომ ეკონომიკური ზრდის და სოციალური პროგრამების პოზიტიური შედეგები არ შეჭამოს ლარის დევალვაციამ და ინფლაციამ. რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებაც უნდა იყოს ყოველთვის დროული და მას მთავრობაც მხარს უნდა უბამდეს შესაბამისი ხარჯვის პოლიტიკით. ხელისუფლებამ და საზოგადოებამ კი უნდა გააკეთოს მკაფიო არჩევანი ეკონომიკური ზრდის სასურველი მაჩვენებლების მიღწევასა და სოციალური სტაბილურობის მიზანს შორის, რასაც, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს რეფინანსირების განაკვეთის აწევა.


– რამდენად რეალურია კორუფციასთან დაკავშირებით საქართველოს მე–18 ადგილი ევროპის საუკეთესო 20–ეულში.


– ჩვენ, მოქალაქეებმა და ანალიტიკოსებმა, ოპოზიციამაც, რასაკვირველია, უნდა ვაკრიტიკოთ მთავრობა, ვაკრიტიკოთ დაუნდობლად, მაგრამ დამოუკიდებლობის პერიოდის ყველა მთავრობის პოზიტივი საჭიროა უეჭველად შევინარჩუნოთ.


ამ მხრივ, ქვედა დონეებზე და პრინციპში, მთლიანობაში, მიღწევები ჰქონდა სააკაშვილის მთავრობას, თუმცა, მმართველობის ბოლო 3–4 წლის განმავლობაში თავიდან ვერ აირიდა მასშტაბური ელიტური კორუფცია.


ივანიშვილის პერიოდის მთავრობები და თავად ივანიშვილი ებრძოდა და ებრძვის კორუფციას. ივანიშვილი რეაგირებს თეორიულად გამოჩენილ საფრთხეებზე, ასე იყო ე.წ. ტრაქტორების საქმეზე, ასე იყო ე.წ. „კახური კლანის“ მიმართ, ასე იყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არასამთავრობოებისა და მედიის მიერ დაფიქსირებული სავარაუდო კორუფციული ასპექტების წარმოჩენისას, რასაც მინისტრ ალავიძის გადაყენება მოჰყვა. ამის შემდეგ საქმეში ერთვება მართლმსაჯულება და აქ საზოგადოების აღქმაა, რომ ასეთი საქმეები პრინციპულად არ გამოიძიება და ბოლომდე არ მიდის. მაგრამ ისიც საქმეა, რომ პროცესია ღიაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე მიმაჩნია, რომ დღეს საქართევლოს ჰყავს არაკორუმპირებული მთავრობა. თუ უფრო ლიტერატურული ქართულით ვიტყვით, – არაკორუფცირებული მთავრობა, რაც უდაო მიღწევაა. დღევანდელი მინისტრთა კაბინეტის არცერთი წევრის მიმართ საზოგადოების აღქმა მათი კორუმპირებულობის შესახებ, არ არსებობს.


ახლა ჩვენი ამოცანაა მართლმსაჯულებისადმი ნდობა ავამაღლოთ, რაც არასაკმარისია და მოქმედი მაღალჩინოსნების მიმართ საქმეების აღძვრის პრეცედენტები შევქმნათ, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები იარსებებს.


– და თქვენს მიერ მეორე უმნიშვნელოვანეს მოვლენად დასახელებული „შტაინმაიერის ფორმულა“. – რატომაა იგი ესოდენ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის?


– თუნდაც იმიტომ, რომ ახალი პრეცედენტის შექმნის მცდელობაა დასავლეთის მხრიდან, რომელიც ეთნოკონფლიქტებს და სეპარატიზმს აშკარად ვერ უმკლავდება მსოფლიოს ბევრ რეგიონში.


ე.წ. „კოსოვოს პრეცედენტი“ ჩვენთვის დიდი ხიფათის მომტანი აღმჩნდა, თუმცა დასავლეთის თანმიმდევრული დახმარებით მას დღემდე ვუმკლავდებით. ამიტომაც უნდა შევხედოთ შტაინმაიერის ფორმულას კრიტიკულად. ის უდაოდ შანსიცაა და იმავდროულად საფრთხეც საქართველოსთვის.


ამ ფორმულას ხელის მოაწერა მინსკის საკონტაქტო ჯგუფმა და მას საჯაროდ და ოფიციალურად დათანხმდა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი. იგი გულისხმობს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას (ფაქტობრივად ესაა გაფართოებული ავტონომია), ამასთან დაკავშირებით წლის ბოლომდე უკრაინის რადის მიერ სპეციალური კანონის მიღებას, 7 ოქტომბრიდან დონბასის კონფლიქტი რეგიონში ძალთა დაშორიშორებას, არჩევნების ჩატარებას რეგიონიდან დევნილების მონაწილეობით, „ეუთოს“ ზედამხედველობით და უკრაინული კანონმდებლობით. ამ ეტაპების გავლის შემდეგ, უკრაინას მიეცემა დონბასის რეგიონში რუსეთ–უკრაინის საზღვრის გაკონტროლების საშუალება.


ჩვენთვის მსგავსი გეგმა, ჩემი აზრით, პერსპექტივაში, შანსია. მაგრამ თუ ასეთი რამ ჩვენთვისაც მისაღები გახდა, იგი როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვის, ძალიან ძლიერ ბერკეტს უტოვებს რუსეთს ამ ქვეყნებში პროცესებზე ზემოქმედებისათვის. მათ შორის, საგარეო–პოლიტიკური კურსის ორიენტაციის თვალსაზრისით.


საქართველოსთან მიმართებაში ასეთი ფორმულის გამოყენებამ შეიძლება ქვეყნის ფედერალიზაციამდე მიგვიყვანოს, რასაც საქართველოში სადღეისოდ მოსახლეობის უმეტესობა და პოლიტიკური სპექტრი მხარს არ უჭერს, თუ არ ჩავთვლით რესპუბლიკურ პარტიას, რომელსაც ადრე ჰქონდა გამოთქმული მსგავსი მოსაზრება. თუმცა, ჩვენი თანამოქალაქეების მრავალწლიან დევნილობას, რაც შეიძლება მალე, ბოლო უნდა მოეღოს და ტერიტორიული მთლიანობაც ხილულ პერსპექტივაში უნდა აღდგეს.


ამიტომ, საჩვენოდ, ყველა ვარიანტი უნდა ავწონ–დავწონოთ. ყველაზე ცუდი გაყინული და ფეთქებადსაშიში კონფლიქტებია, რომელიც, როგორც საქართველოს, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანს, ანუ რეგიონს მთლიანად, დამოკლეს მახვილივით უკიდია თავზე.


BFM.GE





გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up