ვაჟა ბერიძე – რუსული სპეცსამსახურების წარმატებული სპეცოპერაცია თბილისში

ვაჟა ბერიძე – რუსული სპეცსამსახურების წარმატებული სპეცოპერაცია თბილისში

access_time2019-06-21 23:29:17

“მიზანი მიღწეულია – დესტაბილიზაციამდე ერთი ნაბიჯია” – ამ სათაურით ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. კომერსანტი  პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მიზანი მიღწეულია – დესტაბილიზაციამდე ერთი ნაბიჯია. ბოლო დღეებში ფეისბუქზე არ ვაქტიურობ, ჩემი ფეისბუქ–მეგობრები მეხმიანებიან და მთხოვენ მიმდინარე მოვლენები შევაფასო. არ ვაქტიურობ, არა იმიტომ რომ თავპატიჟს ვიდებ, არამედ მიმაჩნია, რომ ამიერიდან ჩვენს აქტიურობას ნაკლები ფასი აქვს.ჩვენი საზოგადოების უგუნურმა ნაწილმა და საზღვრებს გარეთ ბევრმა მტერმა და მოყვარემ ჩათვალა, რომ გამოსავალი საქართველოში შექმნილი ვითარებიდან დესტაბილიზაციაა.როცა ამდენი შიდა და გარე მოთამაშის ინტერესები ემთხვევა, შეუძლებელია პრობლემებით დახუნძლულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენია, არ მოხდეს დესტაბილიზაცია და არ შეიქმნას ქაოსი, რომელსაც მავანნი “მართვად ქაოსად” აქცევენ და თავიანთ მიზნებსაც მიაღწევენ.


მოვლენათა შესაძლო განვითარებაზე ბოლო რამდენიმე წელია სულ ვსაუბრობ ხელისუფლებასთან, მათ შორის მის ოპოზიციურ ნაწილთან ვოპონირებ კონსტრუქციული კრიტიკის ფორმატით და ეს ყველაფერიც ნაწინასწარმეტყველევი და დაპროგნოზებული მაქვს, თან არაერთ გზის. არ მაქვს საკუთარ თავზე იოტისოდენა წარმოდგენაც კი, არც ნათან ბრძენი ვარ, არა იერებია და არც იეზეკიელი, მაგრამ ვარ რა ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე და ანალიტიკოსი, გაჩუმება ღალატის ტოლფასად მიმაჩნია. ამიტომ, მოდით შევაფასოთ, რა ხდება ჩვენს თავს.


რუსული სპეცსამსახურების წარმატებული სპეცოპერაცია თბილისში არც პრორუსი ვარ და არც რუსთმოძულე, მაგრამ ის ნიჰილიზმი, რომლითაც ჩვენ რუსეთს და მის შესაძლებლობებს ვეკიდებით, განსაკუთრებით ჩვენი სპეცსამსახურები, უბრალოდ, დაუშვებელია. რუსეთი ერევა აშშ–ის არჩევნებში, ტრამპთან აქვს “ფარული ალიანსი”, რასაც იქ დღემდე იძიებენ და რუსეთს ამერიკის არჩევნებზე ზემოქმედების მოხდენაში ადანაშაულებენ, რუსეთი ერევა ბრექსიტში, მწვანე ჟილეტიანების ამბოხსაც საფრანგეთში მას მიაწერენ და არ ერევა საქართველოში პოლიტიკური პროცესების მართვაში? სასაცილოა! თუ ვინმემ ვერ გაიგო ერთ მშვენიერ დღეს რატომ დაიწყო და რატომ მიება ერთმანეთს პანკისი, დავით გარეჯი, ლგბტ საპროტესტო მოძრაობა და სახალხო ფორმირებების შექმნის დაანონსება, მუსულმანებთან დიალოგის დაწყება მეჩეთის მშენებლობის დაწყების თაობაზე ბათუმში და აჰა, კიდევ მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბელა თბილისში და კომუნისტ გავრილოვის წამოსკუპება პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, იმასთან რუსეთიდან მართულ პროცესებზე საუბარი არ ღირს.


მე არ მძულს რუსეთი, პირიქით, ვაფასებ რუს ხალხს და რუსულ კულტურას, მაგრამ საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა იმდენად დიდი მიზანია ჩემთვის, რომ რეალობაზე თვალს ვერ დავხუჭავ. დიახ, რუსეთი მსოფლიო პოლიტიკის ერთ–ერთი წამყვანი მოთამაშეა, დეზინტეგრაციის და ეკონომიკის დაცემის პროცესი შეაჩერა, იმპერიული იდეა მოიმარჯვა, რომლის საყრდენი მართმადიდებლობა და “მესამე რომია”, ააჟღარუნა უზარმაზარი ატომურ–კოსმოსური პოტენციალი და საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენის აღდგენას ცდილობს, ჯერ პოსტ–საბჭოთა, მერე ალბათ პოსტ–სოციალისტურ ქვეყნებში.


ხომ არ გაუცრუა იმედი ბიძინა ივანიშვილმა პუტინს? ხომ არ ეგონა, რომ რუსეთში ნაშოვნი მილიარდების გამო მალე და უცებ შეაბრუნებდა საქართველოს რუსულ ორბიტაზე, ვთქვათ, „ევრაზიული კავშირისკენ“. ხომ არ ჩაიქნია მასზე ხელი? ნახეთ, მიშა თავისი ანტირუსული რიტორიკის მიუხედავათ რაოდენ სასარგებლო აღმოჩნდა რუსეთისთვის. 1999 წლის სტამბულის შეთანხმებით, საქართველოდან რის ვაივაგლახით გაყვანილი სამხედრო ბაზები 2008 წლის ომის შემდეგ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში შემოაბრუნა, სერიოზული ეკონომიკური აქტივები ჩააბარა რუსულ კაპიტალს, მეტი ამ ეტაპზე რუსეთს არც უნდა. აი, მართმადიდებლური ფორუმის მერე, ტურისტულ ნაკადს რუსეთიდან და ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტს დაემუქრა. თუმცა, ბოლო დრომდე საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა არ ჰქონია.


ახლა კბილი მოუსინჯა სიტუაციას პანკისში, დავიჯ გარეჯში, პრაიდის თემაც ეფექტურად მოიმარჯვა, ახალქალაქი და ბათუმიც მარქაფში აქვს.


ჩვენ კი ქუჩებში გამოვედით და ერთმანეთს გაზი, რეზინის ტყვიები, ქვები, პლასტმასის ბოთლები დავუშინეთ. ამჯერად ამით შემოვიფარგლები. ამაზე დაფიქრება გვმართებს.



პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა კანონის ველიდან ცალსახა გასვლა იყო.


პოლიციის საპასუხო მოქმედება პრინციპში ადექვატური იყო, რეზინის ტყვიების გამოყენების ფაქტი კი უფლებამოსილების გადამეტების გამოხატულება. რეზინის ტყვიების გამოყენებას თავისი წესი აქვს, რომელიც დაცული არ ყოფილა.


ახლა ინიციატივა „ნაციონალების“ და მათი მხარდამჭერების ხელშია. ისინიც და ჩვენც, ყველანი საქართველოს მოქალაქეები ვართ. ნუ წამოვეგებით ძალიან ძლიერი რუსული სპეცსამსახურების კარგად გათვლილ პროვოკაციას.
და შესაძლოა არამხოლოდ რუსული სპეცსამსახურების. შეიძლება არც ჩვენს მეგობარ სტრატეგიულ პარტნიორებს აძლევდეთ ხელს ქართული დემოკრატიის დღევანდელი რეალური შინაარსი. ამაზეც დავფიქრდეთ.


მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი. როგორც არასდროს ბოლო 30 წლის განმავლობაში.


ერთადერთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე სტუდენტური აქცია, მისი შინაარსი და ქართული საზოგადოების შორსმჭვრეტელობის იმედი მაქვს.


ყოველდღიურად შემოგეხმიანებით ფეისბუქზე. თქვენს პოსტებსაც დიდი ყურადღებით ვკითხულობ.


მინაწერე – ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა აკრძალონ ავია გადამზიდავები საქართველოში 8 ივლისიდან, ხოლო ტურისტულ კომპანიებს ურჩია საქართველოში გასამგზავრებლად აღარ გაყიდონ საგზურები. ეს, როგორც ვხვდებით, სერიოზულად დააზარალებს ტურისტულ სეზონს.


ასე რომ, ზემოთქმულის კონტექსტში ცხადია ეს ყველაფერი სამწუხაროდ, იყო ჟურნალი. კინო აწი დაიწყება. უნდა ვიყოთ მზად”, – წერს ბერიძე.


კომერსანტი





ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up