ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა დაკანონდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ბრწყინვალე გადაწყვეტილება – მიწების უცხოელებზე გაყიდვა დააკანონა. გადაწყვეტილება, რომელსაც ქართველი ერის, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ ეთანხმება.
ესეც თქვენი შეპირებული ,,ევროპისთვის განსაცვიფრებელი დემოკრატია“!
ახლა, ახალ ბრძნულ გადაწყვეტილებასაც ველით – ტყვეთა სყიდვის აკრძალვა გამოცხადდება არაკონსტიტუციურად.და რატომაც არა, შემოსავლიანი ბიზნესია, ბიუჯეტში ფული შემოვა, ქვეყანაში ინვესტიციები.
გაუყენებენ საქართველოს მოქალაქეებს გასაყიდად შორეთისკენ
და რა? არ მიდის უკვე ეს პროცესი?
„ოცნება“ გაფრინდაა...
მაგრამ მთავარი მაინც დაგვიმალეს ცუღლუტებმა – მალე კონსტიტუციის ახალი ვარიანტი შევა ძალაში, სადაც სასოფლო–სამეურნეო მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხი დარეგულირდება და უკვე მთავრობის მიერ მორატორიუმის გამოცხადებაც უცხოელებზე მიწების მიყიდვაზე აღარ იქნება ანტიკონსტიტუციური...
აბა, დროის ამ მცირე მონაკვეთს რა მნიშვნელობა აქვს? მავანი უცხოელებისთვის მიწების დაკანონების მოსწრება ხომ არ იგეგმება? ვიღაცეები ხომ არ ცდილობენ მათ საკუთრებაში არსებული მიწები მოასწრონ და უცხოელებს უფრო სარფიანად დაუკანონონ?
აიტ, თქვე ცუღლუტებო...”-წერს ვაჟა ბერიძე.