ვაჟა ბერიძე: მთლიანად ეს კანონპროექტი და მარიხუანის კულტივირება არის ბიძინა ივანიშვილის იდეა

ვაჟა ბერიძე: მთლიანად ეს კანონპროექტი და მარიხუანის კულტივირება არის ბიძინა ივანიშვილის იდეა

access_time2018-09-21 23:45:42

11 სექტემბერს ცნობილი გახდა მთავრობის იმ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, მარიხუანის წარმოებას ითვალისწინებს. კანონპროექტმა, რომელიც საზოგადოებისგან მალულად შემუშავდა და რომლის წარმდგენი პარლამენტში შს სამინისტროა, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საპატრიარქოს მხრიდან წამოსულმა დიდმა საპროტესტო ტალღამ კი კანონპროექტის იმპლემენტაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და პარლამენტი მარიხუანის წარმოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე დააფიქრა.


პარლამენტიდან აღნიშნული კანონპროექტის შესაძლო გაწვევაზე ირაკლი კობახიძე საუბრობს:


,,მიგვაჩნია, რომ ჩვენ პირნათელი ვართ ქართული საზოგადოებისა და ეკლესიის წინაშე, რადგან წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების წარმოებასა და რეალიზებას. თუმცა, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ამ კანონპროექტმა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა შეიძლება წაახალისოს, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას კანონპროექტის გამოწვევის თაობაზე“, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


როგორც კობახიძის განცხადებიდან ხდება ცნობილი, ხელისუფლება მოსალოდნელ საფრთხეებს ამჟამად ვერ აცნობიერებს, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ კანონპროექტისგან მომდინარე რისკებს გააანალიზებს. საკითხზე პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე საუბრობს:


ბატონო ვაჟა, მმართველი პარტია საერო და სასულიერო პირების მხრიდან წამოსული პროტესტის შემდეგაცხადებს, რომ მარიხუანის კულტივირების შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან იმ შემთხვევაში გაიწვევს, თუ საზოგადოებას საფრთხეს შეუქნის. პარლამენტში კანონპროექტი შეიტანეს და შემდეგ საუბრობენ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რამდენად კანონზომიერია ,,ქართული ოცნების“ ქმედება?



ახალბედა პოლიტიკოსს, გამოუცდელ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს რაღაც არსებითადნამდვილად ეშლება. საზოგადოებასთან ასეთი ურთიერთობა პარლამენტის თავმჯდომარეს არ გამოადგება. კონკრეტული კანონპროექტის შეტანა პარლამენტში იყო გაუაზრებელი და მოუმზადებელი აქტივობა მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან.


გასაგებად უნდა ითქვას, რომ მთლიანად ეს კანონპროექტი და მარიხუანისკულტივირება არის ბიძინა ივანიშვილის იდეა. ფაქტობრივად, ის მართავს ქვეყანას და მისი ნების გარეშე ქვეყანაში არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისმიღება არ ხდება. შეიძლება, ეს კანონი აღარც გამოჩნდეს პარლამენტში, რადგან ივანიშვილი საოცრად პრაგმატული კაცია და ხვდება, რომ საზოგადოება კანონპროექტის მიღებას წინ აღუდგება.


ის ბუნდოვანება, რაც ამ კანონპროექტის გაწვევას ახლავს თან, ნიშნავს, რომ მმართველ ძალასა და ივანიშვილს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ, ცალსახად ეშინიათ პოზიციის დაფიქსირება. თუ დაინახეს, რომ ესწინააღმდეგობა შესუსტდა, მაშინ კანონპროექტს დატოვებენ და გაიტანენ.


გარდა ბიძინა ივანიშვილისა, როგორ ფიქრობთ, სხვა პიროვნების ინტერესი არ იკვეთება?


ეს შეიძლება ბევრი ადამიანის ინტერესი იყოს, მაგრამ სადღეისოდ მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა უნდა, თუბიძინამ არ დართო ნება, არც ერთი დიდი საქმე და პროექტი არ განხორციელდება“, _ გვითხრა ბერიძემ.


საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტზე მუშაობა ამჟამად შეჩერებული აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, საქართველოში მარიხუანის წარმოება ლეგალური გახდება.



გურიანიუსი





"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით“

access_time2019-01-21 19:30:29
"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, საპენსიო რეფორმა ამ ქვეყნისთვის, ანუ ადამიანებისთვის დამაზიანებელი იქნება," — წერს სიციალურ ქსელში  "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე და იქვე მიზეზებს განმარტავს: არსებობს 2 ვარიანტი: ა) საპენსიო რეფორმა შემდეგი ათწლეულები უპრობლემოდ მუშაობს შემოთავაზებული სქემით ბ) არსებული...

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს
access_time2019-01-21 20:30:29
2016 წლის მარტში, ილონ მასკი ლოს-ანჯელესის გარეუბანში Tesla-ს ერთ-ერთ სალონში მივიდა. ეს იყო იმ დღეს, როდესაც კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალ მოდელზე - Model 3-ზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ბრენდის პირველი ნაბიჯი მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ტოპ მენეჯერები მარჩიელობდნენ შეკვეთების შესაძლო რაოდენობაზე და ელოდნენ დაახლოებით 50 000-ს, რაც იქნებოდა რეკორდი ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის. თუმცა, რეალობამ გადააჭარბა...

სოსო არჩვაძე: საქართველოში მდიდარი ფენის შემოსავალი დაახლოებით 17-ჯერ აღემატება ღარიბი ფენის შემოსავლებს

სოსო არჩვაძე: საქართველოში მდიდარი ფენის შემოსავალი დაახლოებით 17-ჯერ აღემატება ღარიბი ფენის შემოსავლებს
access_time2019-01-22 09:00:04
მოსახლეობის მდიდარი ფენის 10%-ის შემოსავლები 17-ჯერ აღემატება ღარიბი მოსახლეობის 10%-ის შემოსავლებს. ცხადია მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება არის და იქნება, მთავარია დროთა განმავლობაში ეს განსხვავება შემცირდეს, -ასე აფასებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე სოციალური უთანასწორობის საკითხს საქართველოში. საქსტატის მონაცემებით მოსახლეობის 21.9 % სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევითაა. საქართველოში ჯინის კოეფიციენტი, რომელიც...

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“
access_time2019-01-21 17:10:48
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს. კახა ბექაური იმედს იტოვებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ....

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს
access_time2019-01-21 16:00:10
პანორამა თბილისის ფარგლებში თაინვესტირების ფონდი „ცეკავშირის“ ყოფილ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2019 წლის ბოლოს დაასრულებს. როგორც „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ფართების გაქირავება-გაყიდვის პროცესი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შენობის ქვედა სართულზე რამდენიმე ფართის გაყიდვა-გაქირავებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ფართების მფლობელები კერძო პირები არიან, ვინც ჯერ კიდევ „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შენობის შეძენამდე...


მსგავსი სიახლეები

up