ვაჟა ბერიძე: „ივანიშვილი რომ  ცოდვილობს და ცდილობს  გაამართლოს არსებული რეალობა, ეს არაფრის მომცემია“

ვაჟა ბერიძე: „ივანიშვილი რომ ცოდვილობს და ცდილობს გაამართლოს არსებული რეალობა, ეს არაფრის მომცემია“

access_time2019-04-15 09:00:12

„მივიღეთ დანგრეული ეკონომიკა... ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რათა არსებული ეკონომიკური პრობლემები დაძლიოს, თუმცა აღნიშნულს ოპოზიცია ხელს უშლის და აფერხებს. ზოგიერთს ხმალი დაუჟანგდა, ხელები ექავებათ და უნდათ, ის ძველი ტაშ-ფანდურები გააღვივონ, არა მარტო „ნაცებმა“ — ასე მოკლედ და კონკრეტულად შეაფასა დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.


ეკონომიკის ბიძინა ივანიშვილისეული ახსნა ჩვენ დარგის სპეციალისტებს ვთხოვეთ. ამჯერად ექსპერტ ვაჟა ბერიძეს გავესაუბრეთ:


„ივანიშვილი რომ ცოდვილობს და ცდილობს გაამართლოს არსებული რეალობა, არაფრის მომცემია და ამაზე დროს არ დავკარგავ. მე უფრო ის მაინტერესებს 7 წლის განმავლობაში რა გააკეთა ხელისუფლებამ, რომელზეც პასუხისმგებლობა მას ეკისრება ნებისმიერი ხელისშემშლელი ბერკეტის მიუხედავად. აქ კი ბევრი სათქმელი არაფერია, რადგან დღევანდელი ეკონომიკა მიჰყვება თვითდინებას. არ იზრდება ინვესტიციები; დიდი ხანია არ გვსმენია არც მნიშვნლოვანი პროექტების შესახებ...“



რაც შეეხება უშუალოდ „ქართული ოცნების“ 7 წლიან მმართველობას, ვაჟა ბერიძე ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრების მუშაობას  ერთმანეთს ადარებს და შემდეგნაირად განმარტავს:


 „სხვათა შორის კვირიკაშვილს ჰქონდა 4-პუნქტიანი გეგმა და 11-პუნქტიანი ჩამონათვალი, რომელშიც განსაზღვრული იყო მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა. შესაძლოა ვიმსჯელოთ ამ მიმართულებების არაეფექტიანობაზე, მაგრამ ხედვა მაინც იყო. მას შემდეგ, ახალ კაბინეტს (ვგულისხმობ ბახტაძის მმართველობას) კი ესეც არ აქვს. ერთადერთი მივიღეთ, ჭარბვალიანობასთან ბრძოლა, რაც მისასალმებელია, მაგრამ საკამათო. ეკონომიკაზე იგი უარყოფითად აისახა“.



სალომე ლემონჯავა





სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up