ვაჟა ბერიძე – გახარია სულ და მართებულად იმეორებს, რომ ჩვენ ორი ამოცანა გვაქვს: კოვიდის დამარცხება და ეკონომიკის გადარჩენა – ჰოდა, გაბედული ნაბიჯები, პრემიერო!

ვაჟა ბერიძე – გახარია სულ და მართებულად იმეორებს, რომ ჩვენ ორი ამოცანა გვაქვს: კოვიდის დამარცხება და ეკონომიკის გადარჩენა – ჰოდა, გაბედული ნაბიჯები, პრემიერო!

access_time2020-04-20 18:22:14

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და ეკონომიკის გადასარჩენად პრემიერს აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

კომერსანტი ბერიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე უნდა გაგრძელდეს, თუმცა ავტომანქანებით გადაადგილება 22 აპრილიდან დაშვებული სათანადო რეგლამენტით.

ორი დღე-ღამის განმავლობაში დაინფიცირების 30-30-ით მატების შემდეგ იყო 15 შემთხვევა,მერე 9 და დღეს-5.
დიდია ცდუნება ხელისუფლებისთვის სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლები კოვიდ-19-თან ბრძოლაში შენარჩუნებული იქნას კარანტინის რეჟიმის გამკაცრებით,რაც ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ ჩვენს ეკონომიკას, რომელიც დღეს სრულად გაჩერებულია, კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდებს, საიდანაც გამოსვლა-მისი რესტარტი შეუძლებელი იქნება.დროა, ადამიანები დაუბრუნდნენ საქმეს თანდათან.ჩინეთმა უკვე წარმოებების ამოქმედება დაიწყო,იაპონიას არც გაუჩერებია, იქ უსაფრთხოების რეჟიმის ზედმიწევნით დაცვაზე კეთდება აქცენტი,გერმანიამ ბავშვთა ბაღები და სკოლები გახსნა, ჩეხეთმა და ალბანეთმა შეარბილა რეჟიმი, ავსტრალიაც თანდათან გამოდის ტრანსიდან, აშშ-მაც დაიწყო ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა…ჩვენ კი საუბარიც არ დაგვიწყია ჯერ, როდიდან და რას ავამუშავებთ.უფრო მეტიც კახელ მევენახეებს ვენახებამდე მანქანით მისვლასაც ვუკრძალავთ, რომელიც ხშირად მათი ს აცხოვრებელი სახლებიდან 3-4 კილომეტრით არის დაშორებული. ზოგან ადამიანს 5 კილომეტრის გავლა უწევს წამალი რომ იყიდოს და ეს ასეა არა მარტო სოფლებში.


ხალხს მარაგები ამოეწურა, ჰა და ჰა აპრილის ბოლომდე მიატანოს, ასეთი კი, მარაგების გარეშე მოსახლეობის 50-60 პროცენტია, კიდევ მეტი ვინც მიმდინარე საარსებო სახსრებს მიმდინარე ჭაპან-წყვეტით მოიპოვებს.ასეთ ადმიანებს როდემდე ჩაკეტავს ხელისუფლება სახლებში? სად არის სამუშაოდაკარგულებისთვის 150 ლარი 6 თვე? ანკი რატომ ოფიციალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლები? თან მათ ხომ ოჯახები აქვთ სარჩენი. მათზე გაცილებით მეტნი არიან თვითდასაქმებულები, რომლებიც არანაირ საშემოსავლოს არ იხდიან და მათ რაღა? მხოლოდ 5 ათასამდე ტაქსის მძღოლია გაჩერებული…მიცემს თითოეულს 1000 ლარს ერთჯერადად მთავრობა? ვერა! და კიდევ დიდხანს აპირებთ ამ ხალხის სახლში გამოკეტვას?დარჩით სახლში — კარგია და სწორია, მაგრამ რაღაც ვადით. თან აქეთკენ საზოგადოებას ისინი მოუწოდებენ, ვისაც ხელფასი 2000-3000ლარი აქვს, სამუშაო არ დაუკარგავს, ზოგს 1000$ და მეტი დანაზოგი მაინც აქვს.

გახარია სულ და მართებულად იმეორებს, რომ ჩვენ ორი ტოლფასი და ტოლფარდი ამოცანა გვაქვს: კოვიდის დამარცხება და ეკონომიკის გადარჩენა. ჰოდა, გაბედული ნაბიჯები, პრემიერო!”, – წერს ვაჟა ბერიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up