ვაჟა ბერიძე: დროა, საქართველოს მთავრობამ დუმილი დაარღვიოს

ვაჟა ბერიძე: დროა, საქართველოს მთავრობამ დუმილი დაარღვიოს

access_time2020-04-23 21:45:37

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშნვას ეხმაურება და მთავრობას ამ ფაქტთან დაკაშვირებით დუმილის დარღვევისკენ მოუწოდეს.


„კომერსანტი“ ვაჟა  ბერიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


“მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა უკრაინიის მთავრობის ვიცე-პრემიერი გახდეს


როგორია თქვენი რეაქცია


ასე, დაახლოებით 8 თვის წინ, ერთ-ერთი ტელეარხის პირდაპირ ეთერში სააკაშვილის გააქტიურებაზე ვმსჯელობდით. მე შევნიშნე, რომ სააკაშვილი “გაჭრილი კარტი” არ არის, ის რეალური ფაქტორია და არამარტო ქართულ პოლიტიკაში. დისკუსიის მონაწილე ერთ-ერთმა საკმაოდ გონიერმა ქალბატონმა ირონიულად, შეიძლება სარკასტულადაც მომმართა, ხელი აიქნია – რა დროს მიხეილ სააკაშვილიაო.


არ ყოფილა ასე.


“ევროპის ტერიტორიით უდიდესი”, დაახლოებით 45 მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტი მას პოლიტიკაში აბრუნებს და უკრაინაში რეფორმების განხორციელების კურატორად ამწესებს.


მოდი, ნუ ვისაუბრებთ იმაზე, სწორია ეს, თუ არა. თვითონ ზელენსკის ინიცირებულია ეს დანიშვნა, თუ მის უკან ამერიკელები დგანან. ვიღაც ამაში “მოსკოვის ფარულ ხელსაც” ხედავს. ეს სხვა განსჯის თემაა.


ფაქტია, რომ მისი ვიცე-პრემიერობის საკითხი რეალურად დგას და ამის თაობაზე პარასკევს უნდა იმსჯელოს უკრაინის რადამ. ასევე სხვა საუბრის თემაა, რამდენად გონივრულია თვითონ სააკაშვილისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა. ის ამ ნაბიჯით უკრაინის პოლიტიკაში ეშვება თავით ფეხებამდე. იქ, სადაც დღეს პოლიტიკური პროცესების ერთგვარი მინავლების მიუხედავად, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, წუთი-წუთზე შეიძლება გავარვარებული ლავის მსგავსად ამოხეთქოს. არ მგონია თავად სააკაშვილს ეს გააზრებული არ ჰქონდეს, თუ რამდენად რთული იქნება მთავრობის მაგიდასთან მეორე ვიცე-პრემიერის, ავაკოვის გვერდით დაჯდომა. მაგრამ ის ხომ რისკიანია და რისკი, ლავირება უფსკრულის პირას მისი სტიქიაა.



მე არ ვაპირებ მის ამ ნაბიჯზე ან თავად მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, როგორც ყოფილ პრეზიდენტზე მსჯელობას. სხვა რამ მაწუხებს და ამის თაობაზე მინდა გაგიზიაროთ ჩემი შეშფოთება.


საქართველოს მთავრობა, ყოველ შემთხვევაში, ამ დრომდე, დღემდე, ჩუმადაა, მაგრამ სიჩუმე ყოველთვის ოქრო არ არის. მართალია, დღეს მთავრობაც და ჩვენც Covid 19-თან ბრძოლაზე ვართ გადართულები, მაგრამ პოლიტიკა და რეალური ცხოვრება ასეა მოწყობილი: ჯერ ერთ საქმეს ვერ მოიმთავრებ და მეორე პრობლემაზე მერე ვერ იფიქრებ. შესაძლოა, დაგვიანებული აღმოჩნდეს.


საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია ჩვენს მთავრობას, ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, ბატონ გახარიას, უკრაინის ხელისუფლებასთან სტრატეგიული პარტნიორობის და მეგობრობის გაგრძელება იმ პირობებში, როცა ამ ქვეყნის მთავრობის ვიცე-პრემიერი საქართველოში მსჯავრდებული სააკაშვილი იქნება?


საინტერესოა, იყო თუ არა რაიმე კონსულტაციები ამ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის ლიდერებს შორის.


თუ ასეთი საჭირო და აუცილებელია უკრაინისთვის სააკაშვილის ვიცე-პრემიერობა, რატომ არ შედგა კონსულტაციები საქართველოს პირველ პირებთან და თუ შედგა ამის თაობაზე რატომ არ არის ინფორმირებული ქართული საზოგადოება.


თუ ასეთი კონსულტაციები იყო და საქართველოს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ თანხმობა განაცხადა ამ დანიშვნაზე, ხომ არ აჯობებდა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების დეზავუირება ნებისმიერი ფორმით, ან აღსრულების გადადება ან რაიმე გონივრული კომპრომისის მოძებნა. უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობა და თანამშრომლობა ხომ ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. ამაზე მსჯელობისას მითებს იმის თაობაზე, რომ ყველაფერ ამის უკან რუსეთი დგას, ვერ მივიღებ.


უბრალოდ, ეს ყველაფერი მეტისმეტად არასერიოზულია.


არც ის ფაქტორია მხედველობის არის მიღმა დასატოვებელი, რომ უკრაინაც და საქართველოც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორები არიან. ორივე ქვეყნის პოლიტიკაზე შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გავლენა არსებითი და სერიოზულია. საინტერესოა, მიდის თუ არა კონსულტაციები ამ ფაქტით გამოწვეული გართულებების თავიდან ასაცილებლად შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენთთან, თბილისში აშშ-ის საელჩოსთან. მართალია, დიდ ხანს არ გვყავდა ჩვენ აშშ-ის ელჩი საქართველოში, მაგრამ უკვე ჩამოვიდა ახალი ელჩი, სერიოზული და გამოცდილი დიპლომატი, ქალბატონი დეგნანი და ეს პოზიტიურად აისახა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე. საინტერესოა ისიც, თუ როგორია ამერიკელი დიპლომატების დამოკიდებულება ამ ფაქტისადმი. ხაზს ვუსვამ, ფაქტის იგნორირება არც ჩვენს მთავრობას გამოუვა და არც არავის.


დროა, შეიძლება ითქვას, დაგვიანებულიც კია, რომ ჩვენმა ოფიციალურმა პირებმა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია.


ისევ გავიმეორებ, მიხეილ სააკაშილი ისევ არის ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფაქტორი, მის სახელთან ასოცირებული პარტია საკმაოდ რეიტინგულია ჩვენს ქვეყანაში და სააკაშვილის პრობლემა, ასე თუ ისე, უნდა გადაწყდეს.


და საერთოდ, დროა დამთავრდეს ქართველი პოლიტიკოსების ქვეყნიდან ექსორიის პრაქტიკა (სააკაშვილი უკრაინაში, ასლან აბაშიძე მოსკოვში და ა.შ. და ა.შ.). ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ თავიანთი ქმედებებისათვის პასუხისგება და მათ ქმედებებზე დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს სამართლიანი განაჩენები, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს.


თუ ასე არ ხდება, მოქმედმა ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს გონივრულ კომპრომისებზე წასვლა. სხვა შემთხვევაში, სხვაგან აღიარებული და მაღალ თანამდებობებზე დანიშნული პირები ყოველთვის შეუქმნიან საფრთხეს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. მოცემულ შემთხვევაში ეს, რა თქმა უნდა, ეხება მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას, რაც მე საბოლოოდ გადაწყვეტილი სულაც არ მგონია.


და ამის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პირების დუმილი დაუშვებლად მიმაჩნია”, – წერს ბერიძე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up