„ტურიზმი როცა აღდგება, ვალებსაც გადავიხდით“ - ჰორეკა სექტორს დისტრიბუტორების 25 მილიონ ლარამდე ვალი აქვს

„ტურიზმი როცა აღდგება, ვალებსაც გადავიხდით“ - ჰორეკა სექტორს დისტრიბუტორების 25 მილიონ ლარამდე ვალი აქვს

access_time2020-10-28 11:30:08

პანდემიის პერიოდში 21 მარტიდან დღემდე,  რესტორნებისა და სასტუმროების დახურვის გამო,  ჰორეკა სექტორს 25 მილიონ ლარამდე დავალიანება დაუგროვდა დისტრიბუტორების მიმართ.


როგორც „კომერსანტთან“ სასტუმროების მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი ამბობს სადისტრიბუციო კომპანიების მიმართ ასეთ მასშტაბურ დავალიანებას სექტორი ნამდვილად არ გაურბის და ფრენების და ტურიზმის აღდგენის შემდეგ ეცდება ჰორეკა დაგროვილი ვალის დაბრუნებას.


„ვალი მაქვს და ვერ ვაძლევ, თუ არ ავმუშავდით საიდან მივცემთ?  საქმე ეხება დახურულ სასტუმროებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც არის სრული უმრავლესობა. არაფერი  შეცვლილა, არაფერი გახსნილა, არაფერი ამუშავებულა, ტურიზმი არ მუშაობს  - დაიკეტა.


ვაღიარებთ, რომ ჩვენს სექტორში ჩალექილია 20-25 მილიონადე დისტრიბუტორთა ვალები, მაგრამ  როცა ქვეყანა გაიხსნება და ტურიზმი აღდგება მერე გადავუხდით ვალს კომპანიებს. დეკლარირებულია ვალი და გვიწერია, რომ მიღებული გავქვს პროდუქცია, არ გავურბივართ ამ რეალობას,“  - განმარტავს შალვა ალავერდაშვილი.


საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია არ ასახელებს კონკრეტულად სადისტრიბუციო კომპანიებს, რომლებიც სასტუმროებისა და რესტორნების დახურვის გამო დავალიანებების გამო დაზარალდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ერთერთი სადისტრიბუციო კომპანიის მიმართ ვალი ჰორეკას ნახევარი მილიონი ლარი აქვს.



სადისტრიბუციო სექტორი სახლემწიფოსგან იმ 6 თვიანი შეღავათების გაგრძელებას ითხოვს, რაც პანდემიის დაფიქსირებიდან ფუნქციონირებდა კომპანიებისთვის, წინააღდეგ შემთხვევეაში ბევრი კომპანია საბრუნავი რესურსების გარეშე დარჩება.  


„დავალიანება აქვს სასტუმროებსა და რესტორნებს,  რომელიც დახურულია და ვერ აგრძელებს ფუნქცონირებას, რა უნდა გავაკეთოთ. ამ დროს კომპანიები საბრუნავი საშუალებების დეფიციტს განიცდის.


ერთ-ერთი კომპანიის მიმართ აქვთ ნახევარ მილიონამდე დავალიანება, კომპანიას არ დავასახელებ. ეს ციფრი აჩვენებს რამდენად დიდია მასშტაბები. მომუშავე ჰორეკა ობიექტებს მიმდინარე დავალიანებები აქვთ, მომუშავეებზე იმდენი პროპლემა არ არის. სადისტრიბუციო კომპანიების ლიკვიდურობა საკმაოდ დავარდნილია,  საბრუნავი საშუალება არ აქვს კომპანიას.


ჩვენი მოთხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ დღგ-ს ნაწილში და საშემოსავლოს ნაწილში დაგვეხმაროს სახელმწიფო, ჩვენ ფულს არ ვითხოვთ. კომპანიებმა რომლებიც მუშაობენ, დამატებით მოიზიდა საბანკო სესხი, რომ ელემენტარული, მუშაობა გაეგრძელებინა.  


ის მოდელი რომ გაგრძელდეს, რაც პანდემიის პირველი 6 თვე გვქონდა, იმპორტის არ გადავიხადოთ და იყოს მიბმული რეალიზაციაზე, ანუ გავყიდი - გადაგიხდი.


ამ მხრივ დაიმედებულებიც არ უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო შეხვედრიდან გამომდინარე, ფაქტიურად მივიღეთ პასუხი,  რომ დღგ-ს არ ვეხებით,“ - განმარტავს ივა ჭყონია.

 

 

მარიამ მორგოშია


თეგები:
ივა ჭყონია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up