„ვადაგადაცილებული სესხების ზრდა, მოსახლეობის შემოსავლების შემცირებას უკავშირდება“

„ვადაგადაცილებული სესხების ზრდა, მოსახლეობის შემოსავლების შემცირებას უკავშირდება“

access_time2019-12-13 10:00:57

მიმდინარე წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 210.6 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის „საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია” ნათქვამი. ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48.2 მილიონი ლარით გაიზარდა.


აღნიშნულ მონაცემებს საგანგაშოდ არ მიიჩნევს საბანკო ექსპერტი დავით კიკვიძე და აცხადებს, რომ დასაკუთრებული ქონება საბანკო პორტფელის ზრდის პარალელურად იმატებს.


„დასაკუთრებული უძრავი ქონების წლიდან-წლამდე ზრდა იქედან გამომდინარეობს, რომ საბანკო პორტფელიც ანალოგიურად იზრდება, შესაბამისად უზრუნველყოფილი სესხებიც იმატებს. ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან რელევანტურია, აქედან გამომდინარე ეს ზრდა მოსალოდნელიც იყო. თუ  უძრავი ქონების დასაკუთრების ზრდის ტემპები პორტფელის ზრდაზე ბევრად მეტი აღმოჩნდება, ამ შემთხვევაში საგანგაშო მაჩვენებელი გვექნებოდა, როგორც ჩემთვის ცნობილია ახლა ეს კორელაცია ნორმის ფარგლებშია.


ზოგადად ვადაგადაცილებული სესხების მოცულობის მხრივ, ეროვნული ბანკის სტატისტიკას თუ შევხედავთ, დაახლოებით 2-2,5 %- ფარგლებშია ვადაგადაცილებული პორტფელი მთლიან პორტფელთან მიმართებაში, ესეც კარგი სტანდარტია და ამას საქართველოს საბანკო სექტორი უკვე წლებია ინარჩუნებს. ვფიქრობ, ბანკები ძირითადად ორიენტირებულები არიან სესხების რეაბილიტაციაზე და არა ქონებების დასაკუთრებაზე“, - გამარტავს დავით კიკვიძე.



ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ ვადაგადაცილებული სესხების ზრდა მოსახლეობის შემოსავლების შემცირებაზე მიუთითებს.


„განვითარებად ეკონომიკებში სესხების ზრდა ნორმალური პროცესია და მის პარალელურად ვადაგადაცილებული სესხებიც იზრდება. დასაკუთრებულ ქონებაზე არსებობს რიგი რეგულაციები. როგორც ჩემთვის ცნობილია, მსხვილი ბანკების წილი ამ მხრივ ძალიან მცირეა. მართალია ვადაგადაცილებული სესხები რაოდენობრივად იზრდება, ანუ თუ შარშან 424 მლნ ლარი იყო, ახლა 471 მლნ. ლარი არის, რაც საგანგაშო არაა, თუმცა, მაინც პრობლემაა.


აქ მთავარი შემდეგია–თუ მოსახლეობის შემოსავლები იზრდება, მაშინ ვადაგადაცილებული სესხები ნაკლებად უნდა იზრდებოდეს ანუ საქართველოში პირიქით არის. თუმცა აქვე მნიშვნელოვანია ცალ-ცალკე დავყოთ ლარში და დოლარში გაცემული ვადაგადაცილებული სესხები და დავინახავთ, რომ ლარში გაცემული ვადაგადაცილებული სესხები 1,9%-დან 1,4%-მდე შემცირდა, მაგრამ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში პირიქით მოხდა და  1,43%-დან 1,62% -მდე გაიზარდა.


თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები ძირითადად იპოთეკურ სესხებზე  და აქტივების ყიდვისთვის განკუთვნილ სესხებზე მოდის, ჩნდება პრობლემა, რომ კურსი გაუფასურდა და მოსახლეობასაც გაუჭირდა ამ სესხების დაფარვა, რამაც ცალსახად გამოიწვია უცხოურ ვალუტაში ვადაგადაცილებების ზრდა. ამის პარალელურად გაიზრდება ჩამორთმეული ქონებების რაოდენობებიც. ვადაგადაცილებული სესხების ზრდა ერთის მხრივ, კურსის ცვლილებას უკავშირდება და მეორეს მხრივ, ქვეყანაში შემოსავლების ზრდის ტემპის შემცირებას, რაც 2019-ში კიდევ უფრო ცუდი მაჩვენებელი იქნება, რადგან ინფლაცია 7%-ია და რეალური შემოსავლები ბევრი მიმართულებით ცალსახად შემცირდება“, - აღნიშნავს ზვიად ხორგუაშვილი.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 471.6 მლნ ლარს გაუტოლდა. ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.5 პროცენტი იყო. საანგარიშო პერიოდში, ვადაგადაცილებული სესხების 41.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.


ნინო თამაზაშვილი





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up