„ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი“ – თბილისს ახალი საახალწლო კამპანია მოედო

„ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი“ – თბილისს ახალი საახალწლო კამპანია მოედო

access_time2016-12-14 09:45:21

ახალი წელი ყველასთვის სანტასთან, მხიარულებასთან, ციმციმა ნათრებთან და უკეთეს მომავალთან ასოცირდება. თუმცა საქართველოს მასშტაბით სოციალური ფონიდან გამომდინარე ეს განწყობა ყველა ოჯახში როდის სუფევს, განსაკუთრებით კი რეგიონებში.


რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე გამოჩენილი გვერდი (https://goo.gl/NclMNH) და კამპანია „ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი" მარტო ვირტუალური სივრცის აქტივობა არ არის. კამპანია მთლიანად კერძო ინიციატივაზეა დაფუძნებული და ავტორები იმედოვნებენ რომ ახალ წლამდე დედაქალაქს მასობრივად მოედებიან და მხარდამჭერებსაც იპოვნიან.


90-იანი წლები თითქოს დამთავრდა, თუმცა იგივე სოციალური ფონი დღეს მაინც შენარჩუნებულია თბილისსა თუ რეგიონებში. სოციალურად დაუცველი მოსახლეობიდან კი ბავშვები ყველაზე დაჩაგრულები არიან. ბევრ მათგანს არათუ Secret Santa, არამედ საახალწლო განწყობის შესაქმნელად „მარტო სახლში" ფილმის ნახვის შესაძლებლობაც კი არ აქვთ, ვინაიდან მათ ოჯახში უბრალოდ ტელევიზორი არ არსებობს.


კამპანიის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი / SOS Children's Villages Georgia", რომელსაც ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა აქვს განხორციელებული წლების განმავლობაში.

ვაბარებთ რას?


 ტანსაცმელი
 ფეხსაცმელი
 სათამაშოები
 წიგნები

სხვა საინტერესო ნივთებით


ვაბარებთ სად?


 ვაკის, საბურთალოს, რუსთაველის სმარტი



 New School


 The Guivy Zaldastanishvili American Academy in Tbilisi


 Grigol Robakidze University - Alma Mater


 GIPA


 „ეზო" (ქიქოძის #16) - 90 იანების წვეულება (https://goo.gl/o34YwX)


 მალე - „ეროვნული ბიბლიოთეკა და ვაკის „მედიათეკა", სმაილის ქსელი


ვაბარებთ ვისთვის?


 „სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭის, იმერეთის სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად.


ვეძებთ ვის?


 საინფორმაციო პარტნიორებს ვინც დაგვეხმარება ახალწლამდე ინფორმაციის გავრცელებაში.


პარტიორ კომპანიებს და ორგანიზაციებს რომლებიც მზად არიან ჩაერთონ კამპანიაში, დადგან ყუთები თავიანთ ოფისებში და შიდაორგანიზაციულად შეაგროვონ ნივთები.

საინიციატივო ჯგუფი იმედოვნებს, რომ თბილისის მოსახლეობა გაიაზრებს და ჩაერთვება საჯარო სოლიდარობის აქტში, ამავდროულად კვირის მეორე ნახევარში დაიწყება კომპანიების და მათი წარმომადგენლების გამოწვევა, რათა Secret Santa მხოლოდ კორპორტიული ან ელიტურ წამოწყებად არ დარჩეს და განწყობა მოსახლეობის უფრო ფართო ფენებს მოედოს!


#ვაჩუქოთბავშვებსახალიწელი

 


 



22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up