„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ჩემს წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ“ -  დავით ბეგიაშვილი

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ჩემს წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ“ - დავით ბეგიაშვილი

access_time2019-09-24 17:00:23

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში ორი მოსამართლე ჩემს წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაში და უკანონო ქმედებებში მონაწილეობდნენ“,- ასე აფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შემადგენლობას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებული ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი. ჰოლდინგური კომპანია „ვაკე-5-ისა“ და „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ შერჩეულ 20 კანდიდატს ქვეყანაში უსამართლობის დაკანონება მოხდება.

 

„ერემაძე მირანდა და ქადაგიძე ნინო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 შერჩეული კანდიდატთა შორის  არიან, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან წარმოებულ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში მონაწილეობდნენ. როგორც ჩანს, ეს ხელისუფლება უარს არ ამბობს უსამართლობის დაკანონებაზე. 2012 წელს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავრი დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა. ამდენი ხნის განმავლობაში ქვეყანაში არ მოხერხდა სამართლებრივი სივრცის შექმნა. თუმცა იმდენ შეცდომას უშვებს უკვე ხელისუფლება, რომ  არც გამიკვირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა არსებული სია დაამტკიცოს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა დასახლებას წინ უძღვოდა მოსამართლეთა შერჩევის არალეგიტიმური პროცესი, სწორედ ამიტომ პარლამენტმა უარი უნდა თქვას არსებული სიის დამტკიცებაზე. მოსამართლეების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს, ადამიანები დარწმუნებულები უნდა იყვნენ იმაში, რომ ღირსეულ კანდიდატს ირჩევენ .ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში ნორმალური მართლმსაჯულება გვქონდეს“,- განმარტავს დავით ბეგიაშვილი.

 

როგორც ცნობილია, დავით ბეგიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და 2013 წელს შეწყდა. ბიზნესმენი უზენაესმა სასამართლომ გაამართლა და შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, რომელიც შპს ალბატროსს 3 მილიონი ლარის გადახდას ავალებდა, ბათილად ცნო, ქონებას კი ყადაღა მოეხსნა.

 


2013 წლის თებერვალში ბიზნესმენი ამბობდა, რომ ქონება დაუბრუნდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მისთვის ქონების დაბრუნება არ მომხდარა, ეკონომიკის სამინისტრომ ქონების დაბრუნება მხოლოდ 3 თვით მოახდინა. როგორც ბეგიაშვილი განმარტავს პროცესები ამ დრომდე არც დაძრულა.

 

2019 წლის 4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭი უყარეს 48 კანდიდატს. კენჭისყრა ორეტაპიანი და ფარული იყო. პირველი ეტაპის შედეგად შეირჩა 20 კანდიდატი და იგივე ოცეული მოხვდა საბოლოო სიაშიც.

 

ესენია არიან:

 

  1. ალანია თამარ (11 ხმა);
  2. გაბინაშვილი მერაბ (11 ხმა);
  3. გეწაძე შოთა (11 ხმა);​
  4. ერემაძე მირანდა ( 10 ხმა);
  5. ვასაძე მამუკა (10 ხმა);
  6. ვაჩაძე მაია (11 ხმა);
  7. ზამბახიძე თამარ (11 ხმა);
  8. თადუმაძე შალვა (10 ხმა);
  9. თავაძე ზაზა (10 ხმა);
  10. კაკაბაძე ვლადიმერ (10 ხმა);
  11. მიქაბერიძე ლევან (10 ხმა);
  12. მიქაუტაძე გიორგი (11 ხმა);
  13. სილაგაძე პაატა (10 ხმა);
  14. სხირტლაძე ნუგზარ (11 ხმა);​
  15. ფაფიაშვილი ლალი (11 ხმა);
  16. ქადაგიძე ნინო (11 ხმა);
  17. ქოჩიაშვილი ლაშა (10 ხმა);
  18. ცინცაძე ქეთევან (10 ხმა);
  19. წულაძე ალექსანდრე (10 ხმა);​
  20. ჯეირანაშვილი გოჩა (10 ხმა).


ბაჩო ადამია





„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად რეგულირებას მოიცავს“

„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად რეგულირებას მოიცავს“
access_time2020-01-24 10:45:27
საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. ეროვნული ბანკის ცნობით, ამ კანონის მიღებით ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალი ეტაპი იწყება, დერივატივები კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტია და მისი გამოყენებით შესაძლებელია ფინანსური რესურსებისა და მასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვა. ახალი...

მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ

მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ
access_time2020-01-24 10:00:28
„სახელმწიფოს მიტაცება, ძალაუფლების კონცენტრაცია, ძლიერი პოლიტიკური გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე და სასამართლოს არასაკმარისი დამოუკიდებლობა კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოს პოლიტიკური მთლიანობისთვის“, -ამ უმწვავეს შეფასებას „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ  საქართველოს მონაცემები კორუფციის აღქმის ინდექსში  გასულ წელთან შედარებით სამი  ქულით...

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-23 21:30:51
„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა 1.„სახელისუფლებო გუნდი შეგნებულად ხუჭავს თვალს კაზინოებში ფულის გათეთრების პროცესზე“ 2. „კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...


მსგავსი სიახლეები

up