ცენტრალური აზიიდან ტვირთების კასპიის ზღვისა და კავკასიის სატრანზიტო დერეფნების მიმართულებით გადაზიდვა სულ უფრო აქტუალური ხდება. ამის შესახებ უზბეკეთის ელჩმა აზერბაიჯანში ბახრომ აშრაფხანოვმა სააგენტო „ტრენდთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ამ მხრივ ტრანსკავკასიური სატრანზიტო დერეფნის ფართოდ გამოყენება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენთვის საექსპორტო და საიმპორტო ტვირთების მოცულობების ზრდის ფონზე. ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი სხვადასხვა კონტინენტების ბაზრებზე გვიხსნის გზას“, – განაცხადა აშრაფხანოვმა.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ უზბეკეთი ამ მიმართულებით საკუთარი ტვირთბრუნვის გაზრდას გეგმავს, რისთვისაც აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სატრანზიტო დერეფნის მონაწილე ქვეყნებთან: აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი.
საქართველო–უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2019 წელს $89,2 მლნ შეადგინა, რაც $8,7 მლნ–ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
gbc.ge