უზბეკეთი დაინტერესებულია საქართველოს უნიკალური სატრანზიტო პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე გასასვლელად გამოიყენოს

უზბეკეთი დაინტერესებულია საქართველოს უნიკალური სატრანზიტო პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე გასასვლელად გამოიყენოს

access_time2019-09-12 15:50:51


უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულაზიზ კამილოვი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ვიზიტს უზბეკეთის რესპუბლიკაში. მისი განცხადებით დავით ზალკალიანს დიდი წვლილი მიუძღვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში არა მხოლოდ მინისტრის რანგში, არამედ იმ პერიოდიდან მოყოლებული როდესაც იგი უზბეკეთში მსახურობდა როგორც საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი.


„მინდა მივესალმო ჩემს მეგობარს და კოლეგას დავით ზალკალიანს, მის პირველ ოფიციალურ ვიზიტში უზბეკეთში. აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება ორი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როდესაც აღინიშნება დიპლომატური ურთიერთობების 25 წლის იუბილე. დავით ზალკალიანს დიდი წვლილი მიუძღვის ამ ურთიერთობების განვითარებაში არა მხოლოდ მინისტრის რანგში, არამედ მისი მოღვაწეობისას საქართველოს ელჩის რანგში. ეს ჩვენს ურთიერთობას სძენს დამატებით სიახლოვესა და სითბოს-განაცხადა კამილოვმა.



მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი დაეთმო როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებს და არსებულ პერსპექტივებს. უზბეკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით უზბეკეთი დაინტერესებულია ითანამშრომლოს საქართველოსთან სატრანსპორტო-საკომუნიკაციო მიმართულებით და გამოიყენოს საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურა უზბეკეთის გასასვლელად მსოფლიო ბაზრებზე „ჩვენ დაინტერესებული ვართ გამოვიყენოთ საქართველოს ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ისეთი პროექტები როგორიც არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ასევე ინტერესი გაგვაჩნია საპორტო ინფრასტრუქტურის მიმართ ფოთში, ბათუმში, ანაკლიაში, დაინტერესებული ვართ უზბეკეთს შესაძლებლობა გავიდეს მსოფლიო ბაზრებზე და ამ მხრივ თქვენი გეოგრაფია უნიკალურია-განაცხადა უზბეკეთის საგარეო უწყების ხელმღვანელმა.


მისი განცხადებით საქართველოსა და უზბეკეთს გააჩნიათ საერთო ხედვა ბევრ მსოფლიო და რეგიონალური დონის საკითხზე და ბრწყინვალე თანამშრომლობა აკავშირებთ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უზბეკეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრა უზბეკ კოლეგასთან, ასევე უზბეკეთის ოლი მეჯლისის სენატის ვიცე-თავმჯდომარესთან. დაგეგმილიa მისი შეხვედრა უზბეკეთის ვიცე-პრემიერთან. ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი უმასპინძლებს უზბეკეთში საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება საქართველო-უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს.


თეგები:
უზბეკეთი



Georgian Airways-ის საჩივარს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იურიდიული კომპანია დააფინანსებს

Georgian Airways-ის საჩივარს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იურიდიული კომპანია დააფინანსებს
access_time2020-01-22 14:00:15
Georgian Airways-ის საჩივარი რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ თებერვალში დამტკიცდება. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია „კომერსანტთან“ აღნიშნავს,საქმე საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) განიხილება, ხოლო პროცედურას ამერიკული იურიდიული კომპანია 10 მილიონამდე დოლარით დააფინანსებს. დავის საგანს წარმოადგენს 2019 წლის...

„სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი – გოგი თოფაძე „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობას გეგმავს

„სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი – გოგი თოფაძე „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობას გეგმავს
access_time2020-01-22 12:50:17
გოგი თოფაძე ყაზბეგის ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორებს ეძებს. როგორც ბიზნესმენმა  განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფართი დედაქალაქის ცენტრშია, დაინტერესება დიდია, თუმცა, მისთვის მისაღები პირობები ჯერ არავის შეუთავაზებია. მისივე თქმით, იყო სხვადასხვა ინიციატივა, მათ შორის, ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნეს ობიექტის განთავსების, თუმცა, ბიზნესმენმა უარი განაცხადა. ამასთან, გოგი თოფაძე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების...

პირველი მარტიდან ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური ერთი ფანჯრის პრინციპზე გადადის

პირველი მარტიდან ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური ერთი ფანჯრის პრინციპზე გადადის
access_time2020-01-22 12:15:20
მიმდინარე წლის პირველი მარტიდან თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მოემსახურება, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მერიაში მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი რეფორმა, რაც განხორციელდა, ურბანული გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია და ზონალური საბჭოს გაუქმება...

სამორინეების ინკოგნიტო ბარათები - ფულის გათეთრების საფრთხეზე დეპუტატებიც საუბრობენ

სამორინეების ინკოგნიტო ბარათები - ფულის გათეთრების საფრთხეზე დეპუტატებიც საუბრობენ
access_time2020-01-22 11:30:18
საქართველოში ფულის გათეთრების ყველაზე მაღალი რისკი სათამაშო ბიზნესშია. ამის შესახებ ექსპერტების შემდეგ უკვე დეპუტატებიც ალაპარაკდნენ. მათი შეფასებით, სექტორში არსებული რისკი საშუალო და მაღალ დონეზეა.  მისი განცხადებით, ფულის გათეთრების...

Georgian Airways: „აღფრთოვანებული არ ვართ, მაგრამ მგზავრთა უსაფრთხოებისთვის გაზრდილ ტარიფს გადავიხდით“

Georgian Airways: „აღფრთოვანებული არ ვართ, მაგრამ მგზავრთა უსაფრთხოებისთვის გაზრდილ ტარიფს გადავიხდით“
access_time2020-01-21 18:30:44
„მგზავრთა უსაფრთხოებაზე ტარიფის ზრდა ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, ამაზე ინფორმაცია წინასწარ გაჟღერდა. დამატებითი ხარჯია და აღფრთოვანებული არ ვართ ამ ფაქტით, მაგრამ  ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მგზავრთა უსაფრთხოებაა.“ - ასე აფასებს Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში საჰაერო ხომალდების და მგზავრების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღირებულების...


მსგავსი სიახლეები

up